კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: ყაზბეგის ქუჩიდან მოვდიოდი. მინდოდა დიღმისკენ გამეგრძელებინა მოძრაობა. ბოლო შუქნიშანთან საშინელი საცობი იყო. როგორც იქნა, პეკინის ქუჩის გადაკვეთას მივაღწიე  გზაჯვარედინთან. შუქნიშანზე მწვანე რომ აინთო, დავიძარი, მაგრამ, რადგან მანქანები ვერ მოძრაობდნენ, მათ უკან მივუდექი და გზის გათავისუფლებას ველოდებოდი. უეცრად, პეკინზე მოძრავი სასწავლო ავტომობილიდან ინსტრუქტორი გადმოხტა და საშინელი სიტყვებით დამიწყო ლანძღვა. ამაოდ ვუმტკიცებდი, რომ მწვანეზე გავიარე, ის კი ამბობდა, მნიშვნელობა არ აქვს, მწვანე იყო თუ წითელი, მართვა საერთოდ არ იციო. რაში მდგომარეობს ჩემი მართვის უცოდინრობა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი?
პასუხი: ამ შემთხვევაში, ინსტრუქტორი აბსოლუტურად მართალია. შეიძლება ითქვას, რომ ის პროფესიონალი და კვალიფიცირებული მასწავლებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერი ანთია შუქნიშანზე. თუკი წინასწარ ხედავთ, რომ გასასვლელი დაკეტილია და მაინც დაიძარით, ისეთ ადგილას მოგიწევთ გაჩერება, რომ, როდესაც გზაჯვარედინზე მოძრავ ავტომობილებს მწვანე შუქი აენთებათ, თქვენ მათ ბარიერად იქცევით. საგზაო წესების მიხედვით, თქვენ დაძვრის უფლება არ გაქვთ. სწორედ ეს არის დღევანდელ თბილისში შექმნილი საცობების ძირითადი მიზეზი.
კითხვა: ახალი წლის ღამეს მეგობრებთან ბაკურიანში წავედით. 31 დეკემბერს, საღამოს საათებში გავედით თბილისიდან და გვინდოდა, თორმეტ საათამდე ჩაგვესწრო. მაგრამ, თორმეტი საათი ბაკურიანის მისადგომებთან შესრულდა. გადავწყვიტეთ, გავჩერებულიყავით და შამპანური დაგველია. ავტომობილები ერთმანეთის მიყოლებით გავაჩერეთ. ბევრი ვიმხიარულეთ და ავტომობილებისკენ რომ მივბრუნდით, დავინახეთ, რომ ოთხივე ერთმანეთზე იყო შეჯახებული. დღემდე ვერ აგვიხსნია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. იქნებ აგვიხსნათ, სავარაუდოდ, რა მოხდა?
პასუხი: აქ რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რადგანაც ოთხივე მანქანა ერთმანეთზე იყო შეჯახებული, დამნაშავეა ერთი, რომელიც ყველაზე მაღალ წერტილში იდგა. ანუ, სადაც გაჩერდით, ის ადგილი დაღმართი იყო, ან აღმართი. ყველაზე მაღალ წერტილში მდგომი ავტომობილი, თუკი  ის უკანა წამყვანი თვლებითაა აღჭურვილი, დიდი ალბათობაა, დაცურებულიყო. შემდეგ შეეჯახებოდა მის წინ მდგომს და ასე ბოლო მანქანამდე. მიუხედავად იმისა, ხელის მუხრუჭი ჰქონდა თუ არა ამოწეული. იგივე შეიძლება მომხდარიყო პირიქით, თუ აღმართზე იდექით და მოწინავე ავტომობილი წინა წამყვანი თვლებით იყო აღჭურვილი, ხელის მუხრუჭი კი ამოწეული არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ოთხივე მანქანას ზამთრისთვის არცთუ ისე ხელსაყრელი საბურავები ეყენა. განსაკუთრებით იმ ავტომობილს, რომელიც პირველი დაცურდა. თუმცა, დაცურების ალბათობა ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილ ავტომობილსაც აქვს, თუკი, რა თქმა უნდა, მოლიპულ ზედაპირზე დგას და მით უმეტეს, ზამთრის საბურავებით თუ არ არის აღჭურვილი.
კითხვა: მყავს „მერსედესი“ „C 180“. იქნებ მირჩიოთ, როგორ, რის ხარჯზე შევამცირო საწვავის წვა? მითხრეს, რომ კატალიზატორის მოხსნა უშველის. ეფექტურია თუ არა ეს საშუალება და მისი არქონა რამეს ხომ არ დაუზიანებს ავტომობილს?
პასუხი: კარგი იქნება, თუ მიუთითებდით, რამდენს წვავს თქვენი ავტომობილი ამჟამად, რადგან შესაძლოა, ეს მისი ოპტიმალური რაოდენობაა. ზოგადად კი, კატალიზატორის ჩახსნა საწვავის წვას ამცირებს. ავტომობილს კი არანაირ საფრთხეს არ უქმნის და არც აზიანებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეს ნებადართულია. ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, ამისთვის დამატებით გადასახადს იხდით. ჩვენ შემთხვევაში კი, ეს ძალიან მარტივი პროცედურაა, მით უმეტეს, რომ ამისთვის ხელოსანს ფული არ უნდა გადაუხადოთ. თანხის მაგივრად ის თვითონ კატალიზატორს იტოვებს, რომელიც დაახლოებით სამოცი ლარი ღირს და შემდეგ ყიდის. გირჩევთ, კარგ სპეციალისტს მიმართოთ, რადგან თუკი კატალიზატორისგან გამოთავისუფლებულ ადგილას სპეციალური მილი არ ჩააყენეს, ის იხმაურებს.

скачать dle 11.3