კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიღო კონსტანტინე ვარძელაშვილმა ხელფასად ნახევარ მილიონამდე ლარი 9 წლის განმავლობაში, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ვარძელაშვილი 1972 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე მიიღო, ისტორიის მაგისტრის ხარისხი კი  – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ბუდაპეშტში (1994-1995 წლებში). 2002 წელს კი თბილისის იურიდიული ინსტიტუტიც დაუმთავრებია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1998 წელს „თავისუფლების ინსტიტუტში“ დაიწყო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული განათლებისა და მედიის განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობდა 1999 წლამდე. 2000 წელს სოროსის ფონდში გადაინაცვლა და 2001 წლამდე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” პროგრამის, „რეფორმის მხარდაჭერის სააგენტოს”, ანალიტიკური ჯგუფის წევრი იყო. 2000-2002 წლებში გახლდათ იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2002-2003 წლებში – კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სამართლებრივი რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი. 2004 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, 2006 წლის 14 ივლისს, პრეზიდენტმა ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნა, იმავე წლის 2 ოქტომბერს კი – საერთოდაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ. 2010 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2012 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც.

ბ-ნი ვარძელაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, როდესაც მან თავისი ჩინოვნიკური კარიერა დაიწყო იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე, 1970 წელს სანკტ-პეტერბურგში დაბადებული ანა ჟვანია. იმხანად ანა ჟვანია ფლობდა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე, 70 000 აშშ დოლარად ღირებული ბინის მეოთხედს, კონსტანტინე ვარძელაშვილი კი – მიწის ნაკვეთს ქარელში, 4 500 ლარად ღირებულს. 2004 წლის განმავლობაში ანა ჟვანიამ, როგორც ევრაზიის ფონდის  პროექტების მენეჯერმა, 8 700 აშშ დოლარი აიღო; კონსტანტინე ვარძელაშვილმა, როგორც ბრიტანეთის საბჭოს განვითარების პროექტების მენეჯერმა, 4 500 აშშ დოლარი, ხოლო, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დარჩენილ თვეებში, 17 897 ლარი.

ბ-ნი ვარძელაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება და გვაწვდის ინფორმაციას მისი ქონებისა და შემოსავლების შესახებ 2013 წლის განმავლობაში. ბოლო დეკლარაციაში მან ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, ანა ჟვანია და 2007 წელს თელ-ავივში დაბადებული ქალიშვილი – მარია.

რაც შეეხება უძრავ ქონებას: კონსტანტინე ვარძელაშვილი და ანა ჟვანია ერთობლივად ფლობენ 118 კვ. მ. ფართობის ბინას თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე; კონსტანტინე ვარძელაშვილი, ასევე, 50 პროცენტს ფლობს არასაცხოვრებელი ფართისა იმავე მისამართზე – თბილისი, ზანდუკელის ქუჩა (8 კვ. მ.) და სრულად ფლობს იმავე მისამართზე არსებულ კიდევ ერთ ფართს, ოღონდ 25 კვ. მ-ს; ბათუმში მის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის სიდიდეა 21 კვ. მ.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში კონსტანტინე ვარძელაშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, 85 000 ლარი აიღო; როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, 260 ლარი. ანა ჟვანიამ კი, როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა,  2 420 ლარი; როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, 15 996 ლარი, როგორც ააიპ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორმა, 41 733 ლარი; სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკონსულტაციო მომსახურებაში კი –  2 000 ლარი.

რაც შეეხება სხვა წლებს 2008 წელს კონსტანტინე ვარძელაშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა,  53 000 ლარი აიღო; 2009 წელს – 74 000 ლარი, 2010 წელს – 77 300 ლარი; 2011 წლის დეკლარაცია სრულიად ცარიელია, ხოლო 2012 წელს მისმა წლიურმა ხელფასმა 84 975 ლარი შეადგინა.

скачать dle 11.3