კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

მარტივად და გენიალურად

არ არის ჟურნალისტი, არ არის პრობლემა

გასულ წელს ტაილანდში გადატრიალება მოხდა და ძალაუფლებაც სამხედროებმა აიღეს თავიანთ ულმობელ ხელებში. თუმცა მხოლოდ ახლახან, კერძოდ, 26 მარტს, ხუნტის თავკაცმა, გენერალმა ჩან-ოჩამ ჟურნალისტებს ახალი წესები გააცნო: ხელისუფლება ჟურნალისტს, არც მეტი, არც ნაკლები, სიკვდილით დასჯის, თუ ის ტყუილს იტყვის.

თუმცა თებერვალში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით ლოიალურად გამოიყურებოდა – ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ მედიასაშუალებას დავხურავ ჩემი საკუთარი შეხედულებებისამებრო. მაგრამ, როგორც ჩანს, მადა ჭამაში მოვიდა! რატომ უნდა დახურო, როდესაც შეიძლება, რომ ჟურნალისტები, უბრალოდ, იმქვეყნად გაისტუმრო?!

ოღონდ, მთლად უგულო და სასტიკიც რომ არ გამოჩენილიყო, გენერალმა განმარტა: „არ არის აუცილებელი, ხელისუფლების მხარეს იყოთ, მთავარია, იყოთ სიმართლის მხარეს“. მაგრამ ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცით, რომ ეს დაახლოებით ამას ნიშნავს: ხელისუფლება ყოველთვის მართალია.

ჩან-ოჩა დარწმუნებულია, რომ ეს მოსახლეობის ერთ მუშტად შეკვრის ერთადერთი საშუალებაა. სხვათა შორის, ტაილანდურ ხუნტას ეწოდება – „მშვიდობისა და წესრიგის ნაციონალური საბჭო.”

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მედიასაშუალებების დახურვა საკუთარი შეხედულებებისამებრ, მთლად ხსენებული ჩან-ოჩას ნოვაციაც არ არის (სხვა დეტალებზე აღარ შევჩერდები), ვითომ, 2004 წელს სამხედრო გადატრიალება მოხდა და ვერ ვიგრძენით?! – 

скачать dle 11.3