კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება ოქროს სამკაულების ტარება გარდატეხის ასაკში და რომელი ასტროლოგიური ქვა უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს

ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია უარყოფითი ენერგიისგან დამცველი საშუალებების ტარება. თავდაცვის მექანიზმი მაშინაც კი საჭიროა, როცა თავს ჯანმრთელად, მხნედ, წარმატებულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ამ მხრივ დიდი ძალა აქვს ძვირფას ლითონებს, რადგან საუკეთესოდ გვიცავს, გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, გვარიდებს უიღბლობას და არეგულირებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამორჩეული სამკურნალო თვისებებით ხასიათდება: არ იჟანგება, არ განიცდის კოროზიას, აქვს ბაქტერიოციდული აქტივობა და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან გვიცავს უარყოფითი ენერგიების საფრთხისგან. თუმცა, მხოლოდ ძვირფას ლითონებს აქვს უარყოფითი ენერგიებისგან დამცველი უნიკალური თვისებები. მაგალითად, რკინა პლანეტა მარსის ენერგიის მატარებელია. მისგან დამზადებული სამკაულები კარგად იცავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულებს. მისი ტარება კი ეკრძალებათ უკონფლიქტო, ზარმაც და რბილი ხასიათის ადამიანებს.

მზის ლითონი და მისი ენერგიების გამტარია ოქრო. ის ზრდასრულ ადამიანებს მეტ ძალას აძლევს, მაგრამ, ამ ლითონის სამკაულის ტარება არ არის რეკომენდებული გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის. ოქრო ახდენს ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრაციას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე, გვეხმარება ცხოვრების რეალურ აღქმაში. დადგენილია, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს სამკაულის ტარება მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვაშორებს ავ თვალს, აძლიერებს ჩვენში მზის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქტიულ შესაძლებლობებს. ოქროსგან დამზადებული სამკაული აუცილებლად უნდა ატარონ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებმა. თევზების, კირჩხიბის, სასწორის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა კი, ოქრო პერიოდულად უნდა ატარონ. უმჯობესია, თუ კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანი უფრო ხშირად ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულს ატარებს.

სპილენძს აქვს ერთგვარი მაგიური თვისება. მისგან დამზადებული სამკაულის ტარება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაერკვეს გრძნობებში. ის პლანეტა ვენერას ენერგიის მატარებელია და ამის გამო ხელს უწყობს სიყვარულისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. სპილენძის სამკაულები უნდა ატარონ კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულებმა.

ვერცხლის სამკაული ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებასა და მის სწორად გაანალიზებას. ეხმარება უიღბლო ადამიანებს და კურნავს ბევრ დაავადებას. 

ასევე,  სანამ ძვირფას ქვას შეარჩევთ სამკაულისთვის, კარგად დაფიქრდით, თუ რა მიზნით გჭირდებათ მისი ტარება. ქვას შეუძლია, ჯანმრთელობის, ერთგულების, მეგობრობის, სიმდიდრის დამცველის როლის შესრულება. 

თუ ადამიანს სურს, ძვირფასმა ქვამ მისი დამცველობითი ფუნქცია შეითავსოს, ჯერ ის უნდა მოგეწონოთ ვიზუალურად, შემდეგ კი მიგიზიდოთ. ქვა ტემპერამენტის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ ადვილად ბრაზდებით, მაშინ წითელი ფერის ძვირფასი ქვების ტარებას არ გირჩევთ. შესაძლოა, მან გაუაზრებელი ქმედებისკენ გიბიძგოთ. მისი ტარება კარგია მშიშრებისთვის, რათა ამ ქვამ მათ ცხოვრებაში მეტი გამბედაობა და წარმატება შეიტანოს. 

რაც შეეხება ზურმუხტისა და ფირუზის ქვებს, ისინი შეიძლება, ნებისმიერმა ატაროს, რადგან ადამიანში საუკეთესო თვისებების წარმოჩენას უწყობს ხელს. 

ქვებით გაწყობილი სამკაულები, ხშირად გაათავისუფლეთ უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც ყოველდღიურად აგროვებს. კვირაში ერთხელ მაინც შეუშვირეთ ასეთი ქვებით მოჭედილი სამკაული გამდინარე ონკანის წყალს და ნურც ვინმეს ათხოვებთ.

თუ გსურთ, ახლობელ ადამიანს ძვირფასი ქვის სამკაული აჩუქოთ, ამეთვისტოს გირჩევთ. მას სიყვარულის ქვასაც უწოდებენ და შესწევს უნარი, თქვენდამი გრძნობა უფრო გაუძლიეროს თქვენს რჩეულს. კარგია, თუ ის ვერცხლში იქნება ჩასმული.

მთის ბროლი ნებისმიერი ადამიანისთვის დადებითი ემოციებისა და სიკეთის მომტანია. აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს.

ხანგრძლივი ნერვიულობის, გონებრივი გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების დროს, გირჩევთ, ტურმალინი ატაროთ. 

ფირუზი აღვივებს ადამიანებს შორის ლტოლვას. ის, ფინანსური შემოსავლების ზრდაშიც დაგეხმარებათ. 

მალაქიტი შთანთქავს და ანეიტრალებს უარყოფით ენერგიებს. ფიზიკური ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ მისი ტარება.

თუ გონებრივი მუშაობა გიწევთ, ონიქსის სამკაული შეიძინეთ და ატარეთ. ეს ქვა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, დაბრკოლებების გადალახვასა და პრობლემების ადვილად მოგვარებაში. 

скачать dle 11.3