კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო ორგანოებისა და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების სამკურნალოდ

ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. 

ასევე, ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, აგრეთვე, იყენებდნენ წყალმანკისა და თვალის დაავადებებისას.

 

მცენარეული ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელია

სხეულის გასაკაჟებლად და ფორმაში ჩასაყენებლად უამრავი ვარჯიში და დიეტა არსებობს, მაგრამ ხშირად მათ უმრავლესობას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ზუსტად იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც იღებს და, თან, სტაბილურ წონას ინარჩუნებს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დასახული მიზნის მიხედვით რეგულირდება. ეს კი სხეულის მასის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. მიზანი შეიძლება იყოს როგორც ზედმეტი ცხიმის დაწვა, ისე წონის გაზრდა კუნთების ხარჯზე. ამასთან, სასურველი შედეგის მისაღწევად ზუსტად უნდა დავიცვათ კვების წესები. 

ნახშირწყლები აუცილებელია კუნთოვანი მასის გაუმჯობესებისთვის. ის არა მარტო ორგანიზმის ენერგიულობის საწინდარია, არამედ, ხელს უწყობს ცილების შენარჩუნებასა და ათვისებას. ამიტომ, თუ გსურთ, სპორტული აღნაგობა გქონდეთ და წონაში არ მოიმატოთ, მოერიდეთ შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებას. ნახშირწყლების მიღების ძირითადი დრო საუზმე და სადილია, სხვა დანარჩენ დროს ნახშირწყლები უნდა შეზღუდოთ. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ პოლისაქარიდებსა და სახამებლიან ნახშირწყლებს, მაგალითად, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მოხარშული კარტოფილი, ქატოს პური, თხილი, სიმინდი, ბანანი, ჰერკულესი და ასე შემდეგ. ნახშირწყლების რეკომენდებული დღიური ნორმა 10 გრამია ადამიანის წონის თითოეულ კილოგრამზე. მაგალითად, თუ 80 კილოგრამს იწონით, ესე იგი, დღეში 800 გრამი ნახშირწყალი უნდა მიიღოთ.

ცილა მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. მისი რაოდენობა სხეულის საერთო წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში 5 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ცილების წყაროა: ქათმის ხორცი, თევზი, ინდაურის ხორცი, კვერცხი, მაწონი, ხაჭო და რძე.

ცხიმები ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა, კუნთების „დაყენების” მსურველები მათ რაოდენობას ცილებსა და ნახშირწყლებთან შედარებით მნიშვნელოვნად ზღუდავენ. რაციონიდან ცხიმების საერთოდ ამოღება არ შეიძლება, რადგან ის ხელს უწყობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ვიტამინის ათვისებას. მცენარეული, ანუ უჯერი ცხიმების წყაროა: არაქისი, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი; ნახევრად უჯერის კი – სიმინდის, მზესუმზირა, სოიის ზეთი და ნიგოზი.

სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან. ეს ეხება ცხიმებით მდიდარ პროდუქტებს, მაგალითად: ცხიმიან რძეს, არაჟანს, მაიონეზს, ყველს, ნაღებს, მარგარინს, ღორისა და ცხვრის ხორცს; ასევე, არ უნდა მიირთვათ უხარისხო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: კანფეტი, ტორტი, ნამცხვარი, ტკბილი სასმელები, შემწვარი კარტოფილი და ალკოჰოლი.

 

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს

საკმაოდ ხშირია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად: ტრავმა, ართრიტი, რევმატიზმი და ასე შემდეგ. ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა, რათა აღდგეს დაზიანებული სახსრების ნორმალური ფუნქციონირება. სახსრების ართრიტს ან რევმატიზმს ძირითადად იწვევს სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი სტრეპტოკოკები. ხშირად სახსრები აწუხებს მათ, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვს დარღვეული. 

როცა ირღვევა შარდმჟავას ცვლის პროცესი, ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ილექება სახსრებში, რაც მათ დაზიანებას იწვევს.  თუ სახსრების დაავადება აწუხებდა თქვენს წინაპარს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვებას – არ შეზღუდოთ ცილის შემცველი პროდუქტების მიღება და პერიოდულად გაიკეთეთ ანალიზი შარდმჟავას რაოდენობის გამოსაკვლევად. 

ასაკის მატებასთან ერთად, სახსრები, ხშირად მრუდდება და, 40 წლის ასაკში, ადამიანთა უმეტესობა სახსრების ტკივილს უჩივის. 

ზედმეტი წონა დამღუპველია მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებისთვის. ამიტომ, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა და ივარჯიშეთ, რადგან ყოველდღიური ვარჯიში ამაგრებს და მოქნილობას ჰმატებს სახსრებს. 

 

ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების დროს მკაცრი დიეტის დაცვისას ადამიანი წონაში არ იკლებს 

ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება. არტერიების საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და მათგან ორგანიზმის გათავისუფლება ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ. ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო ორგანიზმში ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ენერგიის ხარჯვა და, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე – ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ოფიცირებაც კი, დაავადების განვითარებით მთავრდება.

იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელია. თქვენი გარეგნული ხიბლი, შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება თქვენს ორგანიზმში ლიმფა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას კი ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.

იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად კონტრასტული შხაპის მიღება, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი არის ცურვა, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტონუსს ჰმატებს კუნთებს, რაც ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას და არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას.

 

ნევროზის ძირითადი მიზეზი ფსიქიკური ტრავმებია

ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც ძირითადი ნერვული პროცესების, კერძოდ, აღგზნებისა და შეკავების მოშლით არის გამოწვეული. ნევროზის ძირითადი მიზეზი ფსიქიკური ტრავმებია. 

ნევროზი არის ნერვული სისტემის პათოლოგიური რეაქცია ტრავმულ სიტუაციაზე, რაც ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებებით განისაზღვრება. გონებრივი ან ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ განვითარებულმა ნერვული სისტემის ზედმეტმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ნევრასთენია გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში ნევროზი იწვევს მომატებულ აღგზნებას, გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ზოგჯერ კი, პირიქით – სისუსტეს, ძილისადმი მიდრეკილებას, გამოფიტვას. ნევროზს ძირითადად მკურნალობენ დამამშვიდებელი საშუალებებით. ნევროზის დროს ძალიან კარგია მცენარეული ნაკრები:

* 20 გრამი ლავანდა, 20 გრამი ბარამბო, 20 გრამი კატაბალახას ფესვი; 

* 20 გრამი პიტნა, 120 გრამი შავბალახა, 15 გრამი კატაბალახას ძირები, 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი ასკილის ნაყოფი, 15 გრამი თავშავა. 

მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა.

ნაყენი მოამზადეთ შემდეგნაირად: 1 სადილის კოვზ თითოეულ ნაკრებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა, 3-ჯერ დღეში.  

 

ძილის წინ მიირთვით ერთი ჭიქა მაწონი, სადილობამდე კი – ერთი ცალი ვაშლი

როცა ორგანიზმში წიდები გროვდება, ადამიანი სწრაფად იღლება, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, უმადობა და ასე შემდეგ. ამ დროს ეცადეთ, არ მიიღოთ საკვები საღამოს 7 საათის შემდეგ. თუ ძალიან მოგშივდათ, მიირთვით 1 ჩაის ჭიქა მაწონი შაქრის გარეშე – ის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. სვით, ასევე, ბევრი სითხე. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, ნასადილევს კი, 1 საათის შემდეგ, კვლავ 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ. ორგანიზმის გასაწმენდად კარგია მწვანე ჩაიც. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

გვირილისა და პიტნის სამკურნალო ჩაი არა მარტო ამშვიდებს ნერვებს, არამედ, კარგია კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვისაც.

ხილი კარგია ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად, რადგან ის შეიცავს უჯრედისსა და პექტინებს; სადილობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი ვაშლი – ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.

скачать dle 11.3