კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 36 წლის ქალბატონი. თითქმის ყოველ დილით, რომ ვდგები, არ მაქვს ენერგია, ვგრძნობ სისუსტესა და დაღლილობას, ბოლო დროს რამდენჯერმე დაბალი წნევა მქონდა – 80-45. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?

პასუხი: შესაძლოა, მიზეზი ნევროზიც იყოს, თუმცა, უნდა გამოირიცხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი და TSH კვლევა.

კითხვა: ვარ 22 წლის გოგონა. რამდენიმე დღეა, პერიოდულად მაწუხებს თავის მარცხენა ნაწილში დარტყმითი ტკივილი, რომელიც 10 წუთი გრძელდება და დღეში რამდენჯერმე მემართება ასე. საკმაოდ აუტანელი ტკივილია. ახასიათებს თუ არა რომელიმე დაავადებას მსგავსი სიმპტომი?

პასუხი: შესაძლოა, ტკივილი ფსიქოგენური ხასიათის იყოს (დაძაბვისა და ასთენიის თანმხლები), ან – სისხლძარღვოვანი წარმოშობის. დიფერენცირებას ნევროპათოლოგი მოახდენს თქვენთან გასაუბრების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება თავის კომპიუტერული და/ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

კითხვა: ვარ 19 წლის გოგონა. იანვრიდან მაქვს სიცხეები 37 ნახევრამდე.  სისხლის, შარდის ანალიზები, ფილტვების რენტგენი – ნორმაშია. ვუჩივი გამონადენს, სასქესო ორგანოს დასიებას და ჯირკვალივით მსგავს გამობერილს ვამჩნევ. ჩავიტარე მკურნალობა გინეკოლოგთან. თუმცა, სიცხეები ისევ მაქვს, გამონადენი ჩირქიანია. როგორ მოვიქცე?

პასუხი: როგორც ჩანს, ბართოლინიტი გაქვთ. რადგან ჩატარებული მკურნალობა არაეფექტურია, კვლავ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. როცა პროცესი პროგრესირებს და აბსცესი ყალიბდება, საჭიროა, მისი გახსნა და დრენირება. ზოგჯერ კი, დაზიანებული ჯირკვლის ამოკვეთაა საჭირო.

კითხვა: ვარ 22 წლის გოგონა. ღამით მუდმივად მიწევს ერთხელ ადგომა მოსაშარდად, წვა არ მაქვს. მაინტერესებს, ღამით შარდვა ნორმალურია თუ რამე დარღვევა?

პასუხი: ღამით მხოლოდ ერთხელ ადგომა მოსაშარდად, არ განიხილება დარღვევად. თუმცა, შესაძლოა, ღამის შარდის შეუკავებლობის საწყისი ნიშანი იყოს. 

ღამის შარდის შეუკავებლობად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შარდის ბუშტის დაცლის სურვილი ორ-სამჯერ აღვიძებს. ეს უკვე განსაზღვრული პათოლოგიის ნიშანია.

კითხვა: სახეზე, პარსვის დროს გამეჭრა ხალი და წამომივიდა სისხლი. რამეს ხომ არ მირჩევთ? რა შეიძლება, გამოიწვიოს?

პასუხი: თუ დაზიანებული მიდამოს გაღიზიანება არ აღინიშნება, საშიში არ არის, საეჭვო ნიშნების გაჩენის შემთხვევაში (ტკივილი, სიწითლე, ფერისა და ფორმის ცვლილება, სისხლდენა, ქავილი), მიმართეთ დერმატოლოგ-ონკოლოგს.

კითხვა: მაინტერესებს, რენტგენზე ოსტეოქონდროზი გამოჩნდება?

პასუხი: რენტგენით ოსტეოქონდროზის დადგენა შესაძლებელია.

კითხვა: მაინტერესებს, მარტში თუ გავიკეთებ რინოპლასტიკას, ზაფხულში შემეძლება ზღვაზე დასვენება?

პასუხი: მზეზე გაუჯვასა და ცურვას შეძლებთ, ოპერაციიან 3 თვის შემდეგ. 

скачать dle 11.3