კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ შეურაცხყვეს ტიციან ტაბიძე პრეზიდიუმის სხდომაზე და რას „შეაფურთხა“ მან

„...უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად წერო ლექსები, როცა სატურის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტრიფიკაციას, როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია. მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან, ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი, ვის უნდა შენი ნაზი ლექსები. ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან. თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს... შემიძლია, დავიჩემო, რომ სიზარმაცის ნამდვილი ღმერთი ვარ და, თუ ამას დაემატება, რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა – ჩემზე ეროვნული პოეტი არ ყოფილა საქართველოში.”  

„მან შეაფურთხა კაცობასაც, სამშობლოსაც, პოეზიასაც და საერთოდ ყოველგვარ ჭეშმარიტ გრძნობას; თურმე ქართველი ხალხის მთავარი თვისება – სიზარმაცე და ლოთობა ყოფილა,” – ამბობს რევაზ კვერენჩხილაძე ტიციან ტაბიძეზე, წიგნში – „საბუთები ღაღადებენ”. დღეს ჩვენი მკითხველი ტიციან ტაბიძეს და მის შემოქმედებით მხარეს სულ სხვაგვარად დაინახავს და გაიგებს იმას, რაც აქამდე არ იცოდა. მაშ, ასე, არ გამოტოვოთ!         

„ნ. მიწიშვილის, პ. იაშვილის, მ. ჯავახიშვილისა და სხვათა მონელების შემდეგ, ტიციან ტაბიძის ჯვარცმის დღეც დადგა. პროლეტმწერლები მუდამ კრიჭაში ედგნენ ტიციანს 1937 წელს, როცა თავის გადასარჩენად მეგობრებსაც არ ინდობდნენ. 29 მაისს პრეზიდიუმის სხდომაზე ერთ დროს „ცისფერყანწელთა” მეგობარმა ალი არსენიშვილმა ტიციანს „ღორი” უწოდა. პრეზიდიუმის ამ სხდომაზე სასტიკი დაკითხვა მოუწყვეს. იმავე არსენიშვილმა კვლავ ამოატივტივა ტიციანის ლექსი გრიგოლ რობაქიძეზე და ტიციანი იძულებული შეიქნა, ვრცელი რეპლიკით ეპასუხა: „ამის შესახებ ვთქვი, რომ შემცდარი ვარ. ამაზე ილაპარაკეს დემეტრაძემ, ბუაჩიძემ; უფრო დიდ დაწესებულებაშიც იყო საქმე და გაირკვა, რომ ეს შეგნებით არ მიქნია. მე ის მოვინანიე, აქაც ვთქვი, რა გინდათ, ვირტყა თავში?” 

პრეზიდიუმის საშინლად დამამცირებელ სხდომა-დაკითხვებზე ნერვების გლეჯისა და, განსაკუთრებით, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის შემდეგ, სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა წრე ტიციან ტაბიძის გარშემო... ბოლოს პოეტის გაშვება გიორგი ნატროშვილს უბრძანეს (ალბათ, ისიც თავბედს იწყევლიდა!..) 

 „...ლექსში „მღვდელი და მალარია კუბოში” ტიციან ტაბიძე აცხადებს, ჩემში ტირის მამაჩემის შავი ანაფორაო; მეორე ლექსში – „უაბჯრონი,” ის სამყაროს „დაწყევლილ და შხამიან ბარს” უწოდებს. თავისი პოეტური შემოქმედების განმავლობაში ტიციანი ლიტერატურულ სკოლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. ერთ დროს, უცებ მან დადაისტად გამოაცხდა თავი. ცნობილია, რომ დადაიზმი იყო ცინიკური გრიმასები ბურჟუაზიული ხელოვნებისა. „მივაფურთხოთ კაცობრიობასა და ხელოვნებას!” – ასეთი იყო დადაისტების მთავარი  მცნება. დადაისტები თავის მანიფესტში ამბობდნენ, დადა მთელი თავისი ძალ-ღონით მუშაობს იდიოტიზმის გასავრცელებლად და თვითონაც იდიოტად აპირებს გადაქცევასო. იგივე მანიფესტი აცხადებდა, რომ მსოფლიოში „ყველაზე პირველი და ყველაზე ნამდვილი დადაისტი რასპუტინი იყო.” ტაბიძემ არ დააგვიანა და თავი დადაისტების მიმდევრად გამოაცხადა. მან დაწერა მთელი ციკლი „დადაისტური მადრიგალებისა”... ბალაგანებისა და ყოველგვარი სიბინძურის ქება-დიდებით დაიწყო სიმბოლიზმმა თავისი უდღეური არსებობა და ღრმა პესიმიზმიც დაამყარა. ტიციან ტაბიძემ ისიც კი სცადა, რომ „ღრმა ნაციონალურ პოეტად” მოეჩვენებინა თავი...  ლექსი „რომ იყოს თერგი ორი ამდენი” – უკვე დაუფარავი ნაციონალიზმია. ლექსში ლაპარაკია იმ პოეტების შესახებ, რომელნიც „სტიროდნენ თერგთან და დარიალთან” – ლაპარაკია ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას შესახებ, მაგრამ, ყველასთვის ნათელია, რომ იმ პოეტებთან მას არაფერი აქვს საერთო...   

ტიციან ტაბიძემ მართლაც ორთოდოქსულად დაიცვა დადაიზმის პროგრამა: მან შეაფურთხა კაცობასაც, სამშობლოსაც, პოეზიასაც და, საერთოდ, ყოველგვარ ჭეშმარიტ გრძნობას; თურმე, ქართველი ხალხის მთავარი თვისება – სიზარმაცე და ლოთობა ყოფილა. ამაზე მეტი უპასუხისმგებლობა და, თუ გნებავთ, დადაიზმიც, მართლაც ძნელი მოსაძებნია... სიმართლე წამოსცდა ტ. ტაბიძეს, როცა თავის ერთ-ერთ ლექსში („მელიტა”) განაცხადა: მე ჩემი სახელით ვარცხვენ იტალიური რენესანსის ეპოქის ტიციანსო. ჭეშმარიტად, ეს ასეა! წარმოიდგინეთ,  რა დღეში ჩავარდებოდა ამ წერილის წამკითხავი ტიციანი!.. 

საარქივო საქმიდან: ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძის ¹968-51წ. საქმე-ფორმურალიდან ჩანს, რომ 1937 წლის 6 ოქტომბერს შემოვიდა აგენტურული შეტყობინება, რომელშიც წერია: „ტ. ტაბიძის ცოლი შესჩიოდა შემტყობინებელს, რომ ისინი გაწამდნენ გაურკვევლობის მდგომარეობაში და რისხვის მოლოდინში. მან თქვა, რომ ასევე იყო პაოლო იაშვილი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში დადიოდა განცხადებით ხან ბერიასთან, ხან სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში, სადაც მას ყველა აწამებდა და ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ თავი მოიკლა. ასევე შეიძლება დაემართოს ტიციანს. მთელი ღამეები არ გვძინავს, ყურს ვუგდებთ ყოველ გაფაჩუნებას, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მეტი აღარ შეიძლება, ჯობს, დააპატიმრონო...” სწორედ ამაზე მიუთითებდა პოეტი ფრიდრიხ შილერი: „მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი; საშინელი დასასრული სჯობს დაუსრულებელ შიშს.” ტიციანის მეუღლის წუხილი ხელადვე მიუვიდა „ჩეკას” – ხედავთ, როგორ იყო აწყობილი დასმენის ინსტიტუტი?! აქ არ შეიძლება, ერთხელ კიდევ არ გავიხსენოთ გალაკტიონის სიტყვები: „მწერლები, ოჯახები აივსო ჯაშუშებით!” ზემოხსენებულ შეტყობინებაზე დადებულია რეზოლუცია: „ამხ. კრიმიანს. დღესვე დააპატიმრეთ ტ. ტაბიძე. 9.10.37 წ. (პ.ს.63).” მართლაც, ტიციანი იმავე დღეს წაიყვანეს თავისი ბინიდან (გრიბოედოვის ქ.¹18), ეტყობა, შეეშინდათ, არ დაგვასწროს და თავი არ მოიკლასო. აი, რა საზარელი დრო იყო – შესჩივი ვინმეს, გულშემატკივარი გგონია (აბა, ქუჩაში პირველ გამვლელს ხომ არ შეაცოდებ თავს?) და ეს შენი ნაცნობი თუ გულშემატკივარი, იქნებ ახლო ნათესავიც, „ჩეკაში” გარბის... ეს საყოველთაო უნდობლობის დროა (რომელიც შემდეგაც კარგა ხანს გაგრძელდა...). ახდა ტიციანის წინასწარმეტყველება: ვიცი, გავტყდებით და არასდროს არ მოვიღუნებითო (ლექსში „პაოლო იაშვილს”). არც პაოლო მოიღუნა და არც ტიციანი – ერთმა თავი მოიკლა, მეორე კი ციხეში წავიდა, რაც იგივე სიკვდილი იყო, უფრო მეტი წვალებით. მაგრამ მანამდე, დაპატიმრების წინა დღეს, კიდევ ერთი ტკივილი განაცდევინეს – 8 ოქტომბერს მწერალთა კავშირიდან გარიცხეს ასეთი ფორმურილებით: „ტ. ტაბიძე რიგი წლების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდა უკვე გამომჟღავნებულ ხალხის მტრებთან... არ ისურვა, ეთქვა სიმართლე და ბოლომდე განგრძო თვალთმაქცობა.” 1954 წლის 10 ივნისს მთავარმა სამხედრო პროკურორმა, იუსტიციის პოლკოვნიკმა სტრუკოვმა, როგორც მოწმე დაკითხა ვახტანგ გიორგის ძე არზანოვი, რომელმაც თქვა: „კრიმიანს ჰყავდა პატიმარი – პოეტი ტიციან ტაბიძე, რომელსაც სასტიკად სცემდა და მოითხოვდა, აღიარე, რომ რომელიღაც მტრული ორგანიზაციის ჯაშუში ხარო...” ასეთი იყო საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, ვიშინსკის ბრალდების აღიარების პოლიტიკის ნაყოფი!.. ამბობენ, გამწარებულმა ტიციანმა აღიარა, გიორგი სააკაძის ორგანიზაციაში ვიყავიო... გაუნათლებელ გამომძიებელს ხელად გაუხსნია სააკაძის საქმე და მისი საკავშირო ძებნა გამოუცხადებია.

სამეულმა 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა ტიციან ტაბიძეს. ტ. ტაბიძის დახვრეტის ამ ოქმს ხელს აწერს სამეულის ორი წევრი: ავქსენტი რაფავა და ვალიკო ტალახაძე. სამეულის მდივანი კი აქაც და მთელი 1937-38 წლების განმავლობაში, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მოროზოვია, რომელსაც განკითხვის დღეებში მხოლოდ ის აკმარეს, რომ „სოციალისტური კანონიერების დარღვევის” ბრალდებით პოლკოვნიკის წოდება ჩამოართვეს...”

скачать dle 11.3