კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იცვლება მამაკაცში, როცა საყვარელს იჩენს და რატომ ვერ ამჩნევს ამას ცოლი

დაკვირვებული ცოლი ყოველთვის ამჩნევს ქმარში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას. თუ ქალი დაკვირვებული არ არის, მისი შანსები ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის, მცირდება. რადგან მამაკაცები არ არიან ერთგულები, მათი ნდობაც არ შეიძლება... – ზუსტად ასე ფიქრობს ქალების დიდი უმრავლესობა და შეიძლება, არც ცდებიან. ყოველ შემთხვევაში, ქმრებისგან დაზარალებული ცოლების რიცხვი გაცილებით დიდია.

ირინა (36 წლის): გავთხოვდი იმიტომ, რომ მიყვარდა, თანაც, ძალიან. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ვუყვარდი. ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. თვალებში შემომციცინებდა და სულს მიბერავდა. ვფიქრობდი, ძალიან გამიმართლა, იდეალური მამაკაცი ვიპოვე-მეთქი. ბედნიერი ვიყავი, გახარებული... კი მესმოდა, რომ მამაკაცები ქორწინებაში ისეთები არ არიან, როგორც შეყვარებულობის პერიოდში, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. ყველა როგორ შეიძლება ერთნაირი იყოს-მეთქი.

– ანუ, ფიქრობდით, რომ გამონაკლისი შეგხვდათ?

– ჰო. არათუ ვფიქრობდი, ყველას ამას ვუმტკიცებდი. დედაჩემი ოხრავდა და თავს აქნევდა, ნეტავი, მართლაც ასე იყოსო. ვბრაზობდი, რატომ არ გჯერა, რომ მე მართლა მყავს ნაპოვნი იდეალური მამაკაცი-მეთქი. 

– არ იცოდით, რომ იდეალური არც მამაკაცი არსებობს და არც ქალი?!

– არ ვიცოდი. ოცდაშვიდი წლის ქალს ისევ ზღაპრების მჯეროდა... ჩემი მომავალი ქმარიც ხელს მიწყობდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ილუზიებში მეცხოვრა. ძალიან კარგად ახერხებდა ჩემთვის თავგზის არევას. ვგულისხმობ მის საქციელს. სანამ თაყვანისმცემლის სტატუსი ჰქონდა, სულ ხაზზე იყო – მიყვებოდა თავისი თითოეული ნაბიჯის შესახებ. ყოველდღე ახერხებდა ჩემს ნახვას... არ ავიწყდებოდა, ეყიდა ყვავილები სრულიად უმიზეზოდ, გავენებივრებინე კომპლიმენტებით, საჩუქრებით... მივდიოდით მხოლოდ იქ, სადაც მე მინდოდა, ანუ, იმას აკეთებდა, რაც მართლა მინდოდა. მეუბნებოდა, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და ჩემზე ერთგული ადამიანი არ გეყოლებაო. ხელსაც შეგიწყობ იმაში, რომ იმუშაო, შენი საყვარელი საქმე აკეთოო. როგორ წარმოვიდგენდი, რომ მის არცერთ სიტყვას არ ექნებოდა ფასი... თუმცა, ქორწინებაში პირველი სამი წელი მართლაც ძალიან ბედნიერი მქონდა. სამსახურის შემდეგ ჩემი ქმარი ეგრევე ჩემთან გამორბოდა. მაკითხავდა სამსახურში და სადმე მივყავდი, ან პროდუქტს ყიდულობდა და თვითონვე მიმზადებდა ვახშამს. დილით ყავასაც მიდუღებდა. როგორ არ მერწმუნა მისი სიყვარულის?

– იქნებ მაშინ მართლაც ჰქონდა ძლიერი გრძნობა?!

– რომელმაც მერე გაუარა?! ამის თქმა გინდათ?! თუ სიყვარული ასეთი მოკლეა და არაფრისმომცემი, მაშინ ის ლამაზი მითი ყოფილა და არა რეალობა. მე ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ჩემს ქმარს საერთოდ არ სცოდნია სიყვარული რა არის. ეტყობა, იმ კაცების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც სიყვარული დროებითი გასართობია... მობეზრდება ერთი, ეგრევე იპოვნის მეორეს. აბა, ხომ არ მოიწყენს?!

– თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავს?

– დიახ, ჰყავს და ამან რადიკალურად შეცვალა. უფრო სწორად, კი არ შეცვალა, მისი ცუდი მხარეები გამოააშკარავა. თავად რომ ჰკითხო, არაბუნებრივი არაფერი მომხდარა. ყველაფერი სრულდება, ყველაფერი გადის... მათ შორის სიყვარულიც. მაგრამ, რით ხსნის იმ უხეშობას, დამამცირებელ სიმკაცრეს და გულგრილობას, რომლითაც მანადგურებს? – ვერაფრით. მე არ ვყოფილვარ ეჭვიანი, ანჩხლი და მოკირკიტე ცოლი, გულს რომ უჭამენ ქმრებს და მის პირად ნივთებში იქექებიან, იქნებ რამე ვიპოვოო. მე ძალიან ვენდობოდი. სამსახურიდან გვიან მოსვლას მოუხშირა – ახსნა ჰქონდა: „თათბირი გაგრძელდა“, „მეგობარს შევხვდი და ლაპარაკს შევყევით“, „ბევრი საქმე მქონდა და დრო როგორ გავიდა, ვერ გავიგე“... მე ამას არ ველოდებოდი ქორწინებისგან – საერთოდ, ფეხებზე დამიკიდა. სულ აღარ ვაინტერესებდი. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მოვალეობას იხდიდა, როცა ექმითან დამყვებოდა. სულელი ვიყავი, როცა მის ყველანაირ საქციელს ვუძებნიდი ახსნას. პირველმა საგანგაშო ზარმა მაშინ ჩამოკრა, როცა რვა თვის ორსული ვიყავი. სეირნობიდან მეგობართან უნდა წავსულიყავი. ვერ შევძელი და უკან მივბრუნდი. ჩემდა გასაოცრად, ქმარი სახლში დამხვდა. სადილად შემოვიარე, ვიფიქრე, შენ გაგიხარდებოდაო... სავარძელზე კი შარფი ეგდო – თხელი და ჭრელი. მე ასეთი შარფი არ მქონდა. ეს რა არის-მეთქი. გიყიდე და შენახვა დამავიწყდა, რომ სიურპრიზი გამეკეთებინაო.

– არ იეჭვეთ მაშინ?

– ვერ ვიეჭვე, თუ საჩუქარი იყო, რატომ არ იდო, თუნდაც პარკში?! 

– რომ გეეჭვიანათ, რა მოხდებოდა?

– არ ვიცი. ალბათ, არაფერი. ახლა ვიცი, რომ ქმარს არაფერი არ უნდა დაუთმო და აპატიო, თორემ მაშინ ვიტირებდი, ვინერვიულებდი და ეგ იქნებოდა.

– ადვილად ამბობთ...

– ეჰ, არ ვამბობ ადვილად, ძალიან ვნერვიულობ. მაგრამ, იმას კი უკვე მივხვდი, ნერვიულობა არაფერს მომცემს. მხოლოდ საკუთარ თავს დავაბრალებ კიდევ უფრო მეტად. შვილი მყავს, რომელსაც ვჭირდები. თანაც, ისეთ ასაკში არ ვარ, რომ ცხოვრება დავასრულეო. რატომ, თორემ კი. არ მაქვს ბედნიერების უფლება? დავიწყებ ყველაფერს თავიდან და რაღაცას ვიზამ. ჩემს გზას ვიპოვი. რატომ ვიცხოვრო ჯოჯოხეთში?! მეეჭვება, ჩემი ქმარი აზრზე მოვიდეს. ჩემ თვალწინ შედის აბაზანაში და ისე ლაპარაკობს მობილურზე. ხან პერანგზე ასდის უცხო სუნამოს სუნი, ხან სხეულსა და თმაზე... ხასიათიც შეეცვალა. ისეთი აგრესიულია, ვერ დაელაპარაკები. ვიღაც რომ ჰყავს, ეს ერთი უბედურებაა; მე რომ მჭამს და აგრესიას აფრქვევს – მეორე. ილანძღება, საჭმელს არ ჭამს და მეჩხუბება, ვერაფერი ისწავლეო. ყველაფერზე შეუძლია, იჩხუბოს: „რატომ დადიხარ სულ შეკრული თმით“, „ბავშვს სხვაც აჩენს, მაგრამ ყველაფერს ასწრებს“, „ბავშვი რატომ ტირის, ვერ უვლი ნორმალურად“... მეტი აღარ შემიძლია. საერთოდ არ აინტერესებს ჩემი პრობლემები – რას განვიცდი, რა მიჭირს, რა მაწუხებს... ცუდი ის არის, რომ ბავშვიც რეაგირებს ჩვენს სკანდალებზე. ცუდად ჭამს და ნერვიულობს. ზოგჯერ უმიზეზოდ ტირის.

– დაელაპარაკეთ ქმარს...

– დაველაპარაკე. აზრი არა აქვს. ისევ ჩხუბამდე მივდივართ. თან, ჩემში გრძნობაც მოკვდა ნელ-ნელა. ვგრძნობ, რომ აღარ მინდა ამ კაცის გვერდით ცხოვრება. სიმართლე და რეალობა უკვე მოვიდა ჩემამდე. უკვე გავიაზრე, სად ვცხოვრობ. ჩემი ქმარი დიდი ხანია, მღალატობს. დიდი ხანია, ერთობა „ნაშებში“ და მე, საერთოდ არ ვაინტერესებ. კაცობა, გამბედაობა არ ჰყოფნის, აღიაროს ეს ყველაფერი და წავიდეს. როცა კედელთან მივაყენე და ძალიან ბევრი მყარი არგუმენტი მოვუყვანე, მითხრა, ჰო, ოჯახური ცხოვრებისგან ძალიან დავიღალეო. საყვარელთან ხომ ხარ კარგად და დასვენებული-მეთქი. ჯერ გაფითრდა, მერე ჭარხალივით გაწითლდა... ეგ საიდან მოიტანეო. ბრმა არ ვარ. ყველაფერს ვგრძნობ და ყველაფერს ვხედავ-მეთქი. დეგენერატი ხარო, – აქეთ გამლანძღა. კარი გაიჯახუნა და წავიდა. ალბათ, ელოდება, მე როდის ამომივა ყელში და წავალ, მაგრამ ვერ ეღირსება. სახლიდან არ წავალ. თვითონ წავიდეს იმ თავის საყვარელთან, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ვერც იმასთან იქნება ბედნიერი. არცერთ ნაბიჯს არ დავუთმობ. ხასიათის ისეთ სიმტკიცეს გამოვიჩენ, გადავრევ.

скачать dle 11.3