კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მე და დედაჩემი ორსულად ვართ

ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ, არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო, ანუ, მეწყინოს თუ გამიხარდეს. უფრო გასაგები რომ იყოს, თავიდან გიამბობთ, ოღონდ, ძალიან მოკლედ:

მე და დედა ერთად ვცხოვრობთ. მამამ რომ მიგვატოვა, დედაჩემი 22 წლის იყო, მე – წლინახევრის და მას შემდეგ სულ ორჯერ გვინახულა (ბოლოს რომ გვნახა, 10 წლის ვიყავი, ახლა 23 წლის ვარ). არც მისიანები დაგვხმარებიან არასდროს და ამიტომ არანაირი მოვალეობის გრძნობა არ გვქონდა მამაჩემისა და მისი ოჯახის მიმართ. პატარა ასაკის მიუხედავად, დედა აღარ გათხოვდა და, რომ იტყვიან, მართლა მთლიანად მე შემომწირა თავი. შეიძლება, ვინმეს ეჭვი შეეპაროს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, არასდროს ჰყოლია „მეგობარი“, უფრო მეტიც, საერთოდ არ გაუხედავს კაცებისკენ და ეს თემა სამუდამოდ და მაგრად ჩაკეტა და ჩარაზა, არადა, ძალიან ლამაზი ქალია და ბევრ სერიოზულ კაცს მოსწონდა.

სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მე ჩემი ცხოვრება მქონდა და დედას ხშირად უწევდა მარტო ყოფნა (ყველანაირი გაგებით). იმ პერიოდში ერთ ძალიან კარგ კაცს უყვარდა, რომელიც ეხვეწებოდა, ოღონდ ცოლად გამომყევი და ისე გატარებ ხელისგულზე, ყველა ტკივილს დაგავიწყებო, მაგრამ დედა უარს ეუბნებოდა, თუმცა, ვატყობდი, რომ თვითონაც არ იყო მთლად გულგრილი მის მიმართ.

მეორე კურსზე ჩემი ახალგაზრდა ლექტორი შემიყვარდა, მასაც შევუყვარდი და სასწავლო წლის ბოლოს დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაგრამ მას თავისი ბინა ჰქონდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა, რომ ჩვენთან ეცხოვრა. არადა, მე თუ ქმართან გადავიდოდი, დედა აბსოლუტურად მარტო დარჩებოდა და ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან ამდენი მარტოობითა და ნერვიულობით ჯანმრთელობა არ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ერთადერთ გამოსავალს მივაგენი – დედა იმ კაცს უნდა გაჰყოლოდა ცოლად და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ეს რომ გადავწყვიტე, შევუდექი კიდეც მის „დამუშავება“. თავიდან კატეგორიულ უარს მეუბნებოდა, მერე და მერე კი აშკარად ჭკუაში დაუჯდა და ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე; თან, იმ კაცთან ვიყავი „შეკრული“ და ერთად ვმოქმედებდით.

თავი რომ აღარ მოგაბეზროთ, გეტყვით, რომ დედაჩემი ჩემს ქორწილამდე ერთი თვით ადრე გაჰყვა იმ კაცს ცოლად და ორივე ზუსტად ერთი ხნის ორსულები ვართ. ალბათ, ერთად ვიმშობიარებთ და შვილებსაც ერთად გავზრდით, მაგრამ, მართლა არ ვიცი, გამიხარდა თუ მეწყინა დედაჩემის ორსულობა.

ქეთა, 23 წლის.

скачать dle 11.3