კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: გაზაფხულზე ცხოველებში არაერთი პრობლემა იჩენს თავს. მითხრეს, სასურველია, თუ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით ყურადღებას ალერგიულ გამოვლინებებს მიაქცევთო. რისგან შეიძლება ალერგიის გამოწვევა? 

პასუხი: გაზაფხულზე ხეები ყვავილობას იწყებენ და ბევრი ძაღლისთვის პრობლემაც სწორედ აქედან იწყება. როგორც იცით, გაზაფხული წვიმიანი ამინდებით არის ცნობილი. წვიმის დროს კი აყვავებული ხეებიდან ჩამოირეცხება ყვავილის მტვერი. ამ ყვავილების მტვერი, მიკრონაწილაკები, ტკიპები და ალერგენები ჰაერს ამტვრიანებენ, რაც შეიძლება, ნეგატიურად მოქმედებდეს თქვენს ძაღლზე და სხვადასხვა ალერგიები გამოიწვიოს. ალერგია შეიძლება, გამოწვეული იყოს სხვადასხვა ხისგან, ბალახისგან ან მტვრის ტკიპებისგან. ასევე, ალერგია შეიძლება, დაფიქსირდეს სხვადასხვა მწერისგან, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიწვიონ კანის ინფექციები, ქავილი, ცემინება, თვალების სიწითლე, ცრემლდენა და სხვა ალერგიული რეაქციები. თუ თქვენს ძაღლს ალერგია აქვს, ამას ადვილად შეამჩნევთ, აუცილებლად ექნება ქავილი და საკუთარი სხეულის ლოკვას დაიწყებს. გარდა ამისა, ალერგია შეიძლება, გამოიხატოს ბეწვის ცვენითა და ქერტლის გაჩენით. ამ შემთხვევაში, ბეწვი მალე ცხიმიანდება და ახასიათებს სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნი. თუ თქვენს ძაღლს მსგავსი რამ შენიშნეთ, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ, რათა ზედმეტი გართულება არ მოჰყვეს. ამ დროს საჭიროა, ზომების მიღება – დაუყონებლივ მიმართოთ თქვენს ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მეტად სერიოზული პრობლემის გადაწყვეტაში.

კითხვა: ტრიქოფიტოზთან დაკავშირებით მაინტერესებს ინფორმაცია და იქნებ მითხრათ?

პასუხი: ტრიქოფიტოზი ძაღლებში ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით, სადაც საერთოდ არაა თმის საფარველი ან ძალიან უმნიშვნელოდ. კლინიკური ნიშნებიდან, მიკოსპოროზისაგან განმასხვავებელი ისაა, რომ ხასიათდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაციით, რისგანაც წარმოიშვება ფუფხის საკმაოდ სქელი შრე. ამის გამო ღრმად ზიანდება კანის საფარველი და გამოჯანმრთელების შემდეგ, საერთიდ არ ამოდის ბეწვი ან რჩება დეპიგმენტირებული კანის ლაქები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან. ის კლინიკური ნიშნების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. გამოიყენება დერმატოფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქციები, სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები. მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მისი მეთვალყურეობით მიმდინარეობდეს, რადგან ამ პრეპარატებს მაღალი ტოქსიკურობა და მთელი რიგი უკუჩვენება ახასიათებს. დერმატომიკოზების პროფილაქტიკისთვის სასურველია, ცხოველს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ცხოველი უნდა უზრუნველყოთ სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვებით, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით. ასევე, მკაცრად დაიცავით სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები. მოარიდეთ ცხოველები ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან კონტაქტს.

скачать dle 11.3