კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემმა სიძემ ისარგებლა ჩემი დის (მისი მეუღლის) არყოფნით და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა მანქანა, რომელიც ერთდროული თანაცხოვრების დროს ჰქონდათ შეძენილი. უცხოეთიდან დაბრუნებულმა ჩემმა დამ მოითხოვა გარიგების ბათილად ცნობა. რამდენად კანონიერია ჩემი დის მოთხოვნა?

პასუხი: ვინაიდან თქვენმა სიძემ მოახერხა მანქანის გასხვისება, ჩანს, რომ მანქანა მის სახელზე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, მას ჰქონდა უფლება გაესხვისებინა მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა. მოცემულ შემთხვევაში, თქვენს დას უნდა გამოეთქვა პრეტენზია არა გარიგების ბათლად ცნობის შესახებ, არამედ შეეძლო, მეუღლისაგან მოეთხოვა თავისი წილი გასხვისებული ქონებიდან. 

კითხვა: ვისესხე 8 000 ლარი პროცენტით, ყოველგვარი ოფიციალური საბუთების გაფორმების გარეშე, მხოლოდ ხელწერილით. პირველი ორი წელი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვიხდიდი პროცენტს, მერე გამიჭირდა და უკვე სამი წელია, აღარ გადამიხდია. ნაცნობმა იურისტმა მითხრა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია და შემიძლია, ეს ფული აღარ დავაბრუნო. სწორია თუ არა ეს ინფორმაცია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა მართლაც სამი წელია. ამასთან ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. შესაბამისად, თუ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელი, თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ ვალდებულების შესრულებაზე, თუ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის  შეჩერების გარემოებები.

კითხვა: სოფელში მცხოვრები მოქალაქე რეგისტრირებული იყო კომლის ერთ-ერთ წევრად. კომლში ცხოვრობდნენ მეუღლე და ორი შვილი. მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც ცალკე ცხოვრობს თბილისში, მოითხოვა კომლის საერთო ქონებიდან წილი. რამდენად სწორია შვილის მოთხოვნა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ტერმინი „კომლი“ არსებობდა ძირითადად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნორმატიულ აქტებში. დღეს მოქმედი კანონებიდან არც ერთ ნორმატიულ აქტში არაა გაწერილი კომლში შესვლის ან გამოსვლის საკითხები. თუმცა, საარქივო ცნობებში მითითებულია კომლის წევრთა და მათ საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, შვილი კომლის ქონებიდან, თუ ეს ქონება მის მშობელზე იქნა რეგისტირირებული, საკუთრებას მიიღებს მხოლოდ მშობლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის წესით. 

скачать dle 11.3