კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „უცდიდნენ“ ავლიპ ზურაბაშვილს ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო

რა ანეკდოტებს არ უგონებდნენ ფსიქიატრ ავლიპ ზურაბაშვილს. ზოგი ამბობდა, მართალიაო, ზოგი – უგონებენო.

სხვისი არ ვიცი და, მე ორ ნამდვილ ამბავს მოგახსენებთ, რაც, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს.

ამბავი პირველი

ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:

– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?

– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.

 – რათა, რა მოხდა?

– გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში)!

– რაო, რა უნდათ?

– მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?

– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?

– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან...  აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!

ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“.

– კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?

– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.

– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.

– ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..

აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?

– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.

– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.

– ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან.

 

ანალიზები გაფუჭდება

მოქანდაკე თემო ჭყონია ვერ იტანდა ლიფტით სიარულს, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის ეშინოდა.

ერთ-ერთ საავადმყოფოში ზედა სართულზე უნდა ასულიყო, ანალიზები მიჰქონდა. თან მეუღლე მიჰყვებოდა და უარი ვერ თქვა ლიფტით მგზავრობაზე. ლიფტში ლამაზი სიმპათიური მანდილოსნები დაემგზავრნენ. უცებ ლიფტი გაჩერდა. თემო გამწვანდა, ცოლმა შეამჩნია და გაამხნევა:

– კაცო, რას გაფუჭდი?

თემომ გადახედა უცხო მანდილოსნებს და უპასუხა:

– მე კი არა, ეს ანალიზები გაფუჭდება და ამიტომ ვნერვიულობო.

скачать dle 11.3