კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ანეგდოტები

ჯემალ ღაღანიძის ანეკდოტები

გურულს ბევრი შვილი ჰყავს და ერთ დღესაც მამამ შეაპარა მორიდებით:

– ხომ ხედავ, რავარი გაჭირვებული დროა, ძლივს ვირჩენთ თავს და აი, ბაღნები ღმერთმა გაგიზარდოს, და, იქნება აწი, პაწა თავი შეიკავოთ. 

– რა ვქნა მამი, ღმერთი მიგზავნის!

– შე მამაძაღლო, ღმერთი წვიმასაც კი აგზავნის, მარა ზონტიკის დაკავებას ხომ ვხვდები!

***

კახელი ეკითხება მეზობელს:

– მიტო, რა მიეცი შეშაში?

– შვიდასი ლარი!

– რას ამბობ, შე შობელძაღლო? ოცი ლარისა „პარაცეტამოლი” გეყიდნა, მთელი ზამთარი ოფლში იცურავებდი! 

***

კახელი ბირჟაზე ყვება:

– ჩემი მეზობელი ისეთი უგულო იყო, რომ მოკვდა, ხელები თავქვეშ ამოადებინესო. 

***

გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარში გასაყიდად. მიადგა კლიენტი და ეკითხება: 

– რაზე გყავს გაზრდილი?

– სად მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რასაც იპოვის, ჭამს. 

– რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორი? – აღშფოთდა კლიენტი და წავიდა.

მეორე კვირას, ისევ წაიყვანა გურულმა ღორი ბაზარში. მიადგა კლიენტი და ეკითხება:

– რაზე გყავს, ბიძაჩემო, ეს ღორი გაზრდილი?

– რა ვიცი, შვილო, ქატოს და სიმინდის გარდა არაფერი უჭამია.

– მაგის ხორცი არ ევარგება! ღორმა თუ ცოტა რკო და ხილიც არ ჭამა, მისი ხორცი რად ვარგა?

მესამე კვირას იგივე განმეორდა. მიადგა გურულს კლიენტი და ჰკითხა: 

– რაზე გყავს გაზრდილი? 

გაბრაზებულმა გურულმა სხარტად მოუჭრა:

– რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამს!

 

ზურა შევარდნაძის ანეკდოტები

მიხო ცოლს ეუბნება:

– მაიტა შენი ოჯახის ფოტოალბომიო.

მარო გაიპრანჭა:

– რათ გინდა, მიხო, მოგენატრა?

– მომენატრა კი არა, კეთილები უნდა გაგინო და არავინ გამამრჩეს.

***

რაჭველი ქალი ტრაბახობს:

– ვის ჰყავს ბოშო ჩემნაირი ქმარი, ყველა ქალი პირდაღებული უყურებს?! 

– ასე ლამაზია?

– არა, კბილის ექიმია!

скачать dle 11.3