კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

საქართველოში მოღვაწე წმიდანები – ისე წილკნელი და შიო მღვიმელი

მეექვსე საუკუნეში საქართველოში ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა სამონასტრო ცხოვრება დაამკვიდრეს.

ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა, ხოლო ღირსი შიო  – მცხეთასთან, სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში.

წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე, ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლითა და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.

ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს –  ისე წილკნელსა და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.

წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქვენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაითა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქვენგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაითა უმეტესად ჰრწმენეს ჩვენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაი“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.   

წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ კი ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსსა და უპირატესს. ისემ პირიქით მისგან ითხოვა ლოცვა. მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი და ჰაერთა შინა დადგა ჭიქა იგი ვითარცა მყარსა რასმე ზედა.

შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უბრძანა, ეჩვენებინა, თუ სულიერების რა საზომს მიაღწია. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელისგულზე დაიდო და საკმეველი დააყარა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.

ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გვნებავს, შენგან კურთხევა მივიღოთ, რომელ გვქონდეს სახსენებლად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო წყალს და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქით მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.

ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდმოავლინა თავის რჩეულებზე.

скачать dle 11.3