კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

პაპელიშვილი

გვარის ფუძეა პაპა. ასევე, გვხვდება ამ სახელის ბევრი ვარიანტი: პაპი, პაპო, პაპია, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპელა, პაპოა, პაპუნა, პაპინა, პაპუტა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა და ასე შემდეგ. ხოლო, ამ საკუთარი სახელებისგან წარმომდგარი გვარებია: პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპავა, პაპავაძე, პაპასქირი, პაპასქუა, პაპაშვილი, პაპიძე, პაპიაშვილი, პაპუაშვილი, პაპელიშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი, პაპუჩაშვილი და სხვა.

პაპელიშვილები ოდითგანვე იყვნენ ქართველი მართლმადიდებლები.

1685 წელს პაპელაშვილები როსტომ მეფემ ალხაზ მაჩაბელს უწყალობა, შემდეგ საბაწმინდის საყდრის „სადაყუდებელი შექმნილიყვნენ“. გიორგი მეფემ მათი წყალობა ისევ განუახლა ალხაზ მაჩაბელს.

1631 წელს სვერში პაპელაშვილის მამული როსტომ მეფემ მაჩაბელს უწყალობა.

საქართველოში 160 პაპელიშვილი ცხოვრობს: გორში – 88, თბილისში – 51, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

ალბუთაშვილი

გვარის წინაპრები ძველისძველი ფხოვის ერთ-ერთ იმ შტოს ეკუთვნოდნენ, ბორბალოს მთის იქით, მდინარე არღუნის უკიდურესი სამხრეთით, ივრის ხეობიდან ტბათანას გასწვრივ რომ სახლობდა.

აქაურებს „გლეხებს“ ეძახდნენ, რაც ქართულად სამხრეთელს, მზისმხარელს ნიშნავს. სარწმუნოებრივად, გლეხები, ისევე, როგორც იქ მცხოვრები ტომები – თუშები, მთიულები, ფშაველები, ხევსურები – წარმართები იყვნენ.

მათი პირველი სალოცავი წმიდა გიორგი ყოფილა; ამავე დროს, ჰქონიათ საგვარეულო კულტებიც, რაც ადასტურებს მათ კერპთაყვანისმცემლობას. ლოცულობდნენ: კარატეს, დამასტეს, იახსარსა და ხახმატს, ლაშარის ჯვარს. შემდეგ, შამილის ცნობილი ლაშქრობის დროს, ეს ადგილები თანდათანობით დაიცალა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ეკლესია კედელზე ამოტვიფრული ქრისტიანული ჯვრით და სამარხები. შემდგომ, პოლიტიკურ ვითარებათა ცვალებადობას მოჰყვა ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა. აშენდა ციხე-კოშკები არღუნის დაყოლებაზე; თამარ მეფის დროს ჩნდება დედაციხე. მას ქართველი მეციხოვნეები იცავდნენ. ითუმყალიდან 5 კილომეტრში დღესაც დგას თამარის ციხე.

ალბუთაშვილების გვარის ხალხი ჩანს დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, თელავის რაიონებში.

დადგინდა, რომ ალბუთაშვილები სასულიერო პირებიც იყვნენ.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თელავში ცხოვრობდა სასულიერო პირი, მათე ალბუთაშვილი, რომელიც შემდგომ ხეობის, კერძოდ, სოფელ ჯოყოლოს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. აღდგა პანკისის ხეობაში მისი წყალობით ქრისტიანული წირვა-ლოცვა.

საქართველოში 280 ალბუთაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 63, თბილისში – 62, დუშეთში – 53. არიან სხვაგანაც.

შერგილაშვილი

გვარის ფუძეა შერგილ, რომელიც ირანული წარმოშობის სახელებში გვხვდება. ის „ლომის დამჭერს” ნიშნავს. ამ სახელს ატარებდნენ როგორც ქართველები, ისე ირანელებიც.

1840-იან წლებში შერგილაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ზეციხეში, თავასაში, მიროწმიდაში, საზანოში, სანახშირეში და ასე შემდეგ.

საქართველოში 175 შერგილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 39, დუშეთში – 5, ქუთაისში – 2. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3