კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ოთარ რამიშვილის შვილიშვილი გერმანიაში და რომელი ფესტივალის შემდეგ მიიღეს ის „კრონბერგის აკადემიაში“

ოთარ რამიშვილის შვილიშვილი, ლიზი რამიშვილი 17 წლისაა  და გერმანიაში, „კრონბერგის აკადემიაში“ სწავლობს. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჩელისტი არაერთხელ წარდგა უცხოელი მაყურებლის წინაშე. ლიზი საქართველოში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს, თუმცა, როცა ხვდება, რომ სამშობლოსა და მშობლების გარეშე ძალიან უჭირს, მაშინვე შინ ბრუნდება. ის გერმანიაში მინიმუმ ორი წელი დარჩება, შემდეგ კი თავისი კარიერისთვის სასურველ გზას აირჩევს. 

– როგორ მოხვდი გერმანიის „კრონბერგის აკადემიაში“?

– „კრონბერგის აკადემიაში“ ყოველ წელს, სექტემბერში, ტარდება დიდი ფესტივალი, რომელშიც მუსიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მონაწილეობენ. აქ იკრიბება ყველა შემსრულებელი – როგორც ჩელისტები, ასევე სხვა ინსტრუმენტალისტები. ზოგადად, ეს აკადემია უკვე 20 წელია, არსებობს. პირადად მე, ოლგა როსტროპოვიჩის მეშვეობით მოვხვდი. სამჯერ მივიღე ფესტივალში მონაწილეობა, შემდეგ აკადემიაშიც ამიყვანეს. აქ ბავშვების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული. შესაბამისად, ინგლისურ ენაზე გვიწევს კონტაქტი, თუმცა გერმანულსაც ვსწავლობ. მათ იციან საქართველოს შესახებაც. მეც ბევრს ვესაუბრები ჩემს სამშობლოზე, თითქმის ნახევარი ისტორია მოვუყევი (იცინის).

– რატომ არიჩიე ჩელო და არა სხვა მუსიკალური ინსტრუმენტი?

– თავიდან ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ ჩელო მშობლებმა მირჩიეს. ვინაიდან, მუსიკოსების ოჯახიდან ვარ, წინააღმდეგობა არ გამიწევია და მეც გავყევი მათ არჩევანს. ჩელოზე რომ დამეკრა, უფრო ბებიას იდეა იყო. ბავშვობაში, ჩემი პედაგოგი გახლდათ თამარ გაბარაშვილი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მადლობას ვუხდი ამაგისთვის. ისე, მინდოდა, მოცეკვავე ვყოფილიყავი და დავდიოდი კიდეც ცეკვის წრეზე. 

– თავიდან, სულ მარტოს უცხო ქვეყანაში არ გაგიჭირდა?

– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ გადავლახე ეს პერიოდი. მიჭირდა სხვა გარემოში ცხოვრება, მეგობრებისგან, მშობლებისგან შორს, მაგრამ შევეჩვიე. დეკემბერსა და თებერვალში ჩამოსული ვიყავი. როცა უკვე ვხვდები, ძალიან მიჭირს და ჩემებთან მინდა ყოფნა, მაშინვე  ჩამოვდივარ (იცინის). მშობლებსაც გაუჭირდათ. მამა უფრო შეეგუა, დედა ძალიან ემოციურია და ნერვიულობდა. რომ ჩამოვედი და დამინახა, მერე დაწყნარდა (იცინის). სექტემბრიდან გერმანიაში ვცხოვრობ, ორი წელი კიდევ იქ მომიწევს ყოფნა, მერე ალბათ სხვაგან წავალ. ასე რომ, ყველა მიეჩვია ჩემი ცხოვრების სტილს.

– რომელიმე კონცერტს გამოარჩევ?

– ვუკრავ ყველგან, სადაც მიმიწვევენ. თითოეული ღონისძიება ჩემთვის მნიშვნელოვანი და წარმატებულია. ვერცერთს ვერ გამოვყოფ. მიხარია, რომ ჩემით არიან დაინტერესებულები და სხვადასხვა კონცერტზე მიწვევენ.

– არ ნერვიულობდი, პირველად უცხო ქევყანაში, უცნობი მაყურებლის წინაშე რომ წარსდექი?

– საერთოდ არ მინერვიულია, საკმაოდ მყარი ნერვები მაქვს (იცინის). სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის, ყველაფერი წესრიგში მაქვს. 

– სამომავლოდ რას გეგმავ?

– არასოდეს არაფერს ვგეგმავ. თავისით მოხდება მოსახდენი (იცინის). მექნება მიწვევა, წავალ და დავუკრავ, თუ – არა, არც ეგ იქნება პრობლემა. წინასწარ არ მაქვს გათვლილი  დრო. ერთი, რაც ვიცი და რაშიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მუსიკას გავყვები.

–  ბაბუა რას გეუბნებოდა შენს არჩევანთან დაკავშირებით?

– ბაბუა ძალიან კარგად მახსოვს. რომ გარდაიცვალა, 14 წლის ვიყავი. ოთარი გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა, თუმცა ჩელოზე რომ გადავედი, ყოველთვის გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა. უამრავ რჩევას მაძლევდა, რომლიც ბევრ რამეში დამეხმარა.

– უცხოეთში თუ იციან, მუსიკოსების ოჯახიდან რომ ხარ?

– დიახ, იციან. თავიდან, ბავშვები რომ გავიცანი, ვისაუბრეთ ოჯახებზე, მაშინ გაიგეს ბაბუაზეც და ჩემებზეც. 

– მათ ბაბუას შემოქმედებაც ხომ არ მოასმენინე?

– არა, იმიტომ, რომ საშუალება არ მომეცა. თუმცა, თავად ხშირად ვუსმენ.

– მუსიკის გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– რა ვიცი, მნიშვნელოვანი არაფერი. ამ ეტაპზე ვსწავლობ და კონცერტები მაქვს. ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მეგობრებს ხშირად ვერ ვეკონტაქტები. შესაბამისად, მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული.

скачать dle 11.3