კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იწყევლა თავბედი ნუკი კოშკელიშვილმა და რა გადააგდო მან ნარკოტიკივით

ნუკი კოშკელიშვილის სილამაზე და მომხიბვლელობა ტელემაყურებლებმა წლების წინ, მისი გამოჩენისთანავე აღიარეს და მას შემდეგ ტელეწამყვანი ყოველთვის არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ზაფხულიდან მოყოლებული, ნუკის ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდა –  ხან რას ამბობენ მასზე და ამერიკელი ბენის ურთიერთობაზე, ხან – რას. ბოლო პერიოდია, ყოველთვის გულწრფელი რესპონდენტი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს და ამის მიზეზი მან დღევანდელ ინტერვიუში გაგვიმხილა.

ნუკი კოშკელიშვილი: „ქალთა სახეებზე“ ძალიან ვხალისობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს „კომედი არხია“, მათი შესაძლებლობები ნამდვილად არ ჩამოუვარდება მსხვილ ტელევიზიებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან მეგობრული გარემოა, რაც მუშაობის პროცესში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ქალთა სახეების“ გადაღებაზე რომ მივდივარ, მიხარია. ამავდროულად, ახალ ფილმში მთავარ როლს ვთამაშობ, რომელიც ახლახან გამოვიდა ეკრანებზე. ეს არის სათავგადასავლო-კომედიური ჟანრის ფილმი, რომელშიც ვარსკვლავთცვენაა. ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ შორენა ბეგაშვილთან და ნათია წიწილაშვილთან ერთად. ვმუშაობდით 24-საათიანი რეჟიმით: ვათენებდით ღამეებს, ვეღარ ვხედავდით მშობლებს და საერთოდ დავიწყებული გვქონდა სახლები (იცინის). 

– ვარდისფერი ბოლოები აღარ გაქვს, თმის ფერი ისევ შეიცვალე?

– ეს წელი, შეიძლება ითქვას, ექსპერიმენტებით დავიწყე: ჯერ თმა შევიღებე, ახლა „ჩოლკა“ შევიჭერი. ვარდისფერი ბოლოების გამო თავბედი ვიწყევლე (იცინის). ძალიან დამღალა, იმაზე მეტად პრეტენზიული ფერი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. ყველაფერი უნდა შეგეხამებინა, არც არაფერი უხდებოდა, მოკლედ, გამაწვალა. არ შემიცვლია თმის ფერი, უბრალოდ ბოლოები ჩამომერეცხა. სამაგიეროდ, შევიჭერი „ჩოლკა“ და უარი ვთქვი სათვალეებზე. როგორც ნარკომანი ნარკოტიკს გადააგდებს, ასე მოვექეცი მე სათვალეებს, თუმცა, გამიჭირდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.

– ანუ, კიდევ გეგმავ ცვლილებებს?

– არ ვიცი. ძალიან სულსწრაფი ვარ – ვაკეთებ ყველაფერს  რაც თავში მომივა. მაგალითად, „ჩოლკა“,  რომ მოვინდომე საღამოს ათის ნახევარი იყო. დავურეკე ჩემს მეგობარს და ვეუბნები: ახლა თუ არ შემჭრი, არასდროს აღარ ვახსენებ „ჩოლკას“-მეთქი, არ დავაკეტვინე სალონი და გავქანდი შესაჭრელად. პირველ დღეს მომწონდა, შემდეგ ორი კვირა – შემძულდა, ახლა ვეჩვევი. გაშლილ თმას ვერ ვატარებ „ჩოლკაზე“, ცხვირი მიდის მერე წინ (იცინის). მირჩევნია, ასე სპონტანურად გავაკეთო რაღაცეები, დაგეგმილი არასდროს გამომდის. თუ რაღაც მინდა და დღესვე არ გავიკეთებ, ხვალაც მენდომება, ზეგაც და მაზეგაც; ამიტომ, მირჩვენია, ვცადო და შეცდომა დავუშვა, ვიდრე მთელი ცხოვრება ვინანო. საშინლად არ მიხდებოდა ვარდისფერი თმა, მაგრამ, მაინც ამაყად დავდიოდი (იცინის).

– პირად ცხოვრებაში ხომ არ შეცვლილა რამე?

– ეს არის თემა, რომელსაც ტაბუ დავადე და აღარ ვსაუბრობ.  ენციკლოპედიაში, რომ ჩავიხედე, თურმე, პირადი ცხოვრება მხოლოდ ჩემი საქმე ყოფილა, აქამდე ეს ამბავი არ ვიცოდი. ყველა საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებს ჩემს ნათქვამს და რაღაც დასკვნები გამოაქვს. ბევრი ბოროტი ადამიანი გაჩნდა ჩემ ირგვლივ. საზოგადოება ადამიანურად რომ ხვდებოდეს ჩემს ლაპარაკს და კუდებს არ აბამდეს, ბევრ რამეს ვიტყოდი.  თან, ახლა ისეთი ეტაპი მაქვს, არ მინდა, ჩემს პირად ცხოვრებაზე ვისაუბრო. 

– რა ეტაპს გულისხმობ, ბენისთან დაშორებას ხომ არ უკავშირდება?

– არასდროს მითქვამს, რომ ბენის დავშორდი. აი, ესეც ცუდად გამოსული ამბავია. არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ პირად ცხოვრებაზე მელაპარაკა, რადგან, მეც მაინტერესებს სხვის შესახებ მსგავსი რაღაცეები – ყველას ბედნიერება მიხარია, მაგრამ, ყველანაირი სურვილი გამიქრეს. ამ ბოლო დროს რაღაც უინტერესო გავხდი (იცინის). თაყვანისმცემლებიც აღარ მყავს. 

– ძნელი დასაჯერებელია ნუკი თაყვანისმცემლების გარეშე. 

– სიმართლეს გეუბნები – თაყვანისმცემლებისგან არაფერი მახსოვს.  სამაგიეროდ, მეგობრებსა და დაქალებს ძალიან ბევრი  რამ გაუკეთებიათ, მაგალითად, დაბადების დღეზე ბევრჯერ მოსულან ბუშტებით და საჩუქრებით. ისე, ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს და არ აღვნიშნავ – არ მესმის, რატომ უნდა გიხაროდეს ასაკი რომ გემატება.  

– ანუ, შენი გულის მოსაგებად არაფერი გაუკეთებიათ?

– გრანდიოზული არაფერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის დამოკიდებულება და არა საჩუქრები.  

– როგორი უნდა იყოს შენი მეორე ნახევარი, გიფიქრია?

– არა, არასოდეს. ვერასდროს  განსაზღვრავ წინასწარ, როგორი ადამიანი უნდა შეგიყვარდეს. მთავარია, წრფელი სიყვარული გაკავშირებდეთ ერთმანეთთან. როდესაც გიყვარს, ისედაც ყველაფერს აპატიებ, ამიტომ ეს თვისება უნდა ჰქონდეს და ასეთი უნდა იყოსო – ვფიქრობ, არასოწრი მიდგომაა ამ საკითხისადმი. არ მესმის როდესაც ამბობენ, რომ საყვარელ ადამიანს რაღაც ვერ აპატიეს და ასე შემდეგ, – ეს ყველაზე დიდი ტყუილია.

– თავად გიპატიებია?

– ალბათ, კი. თუ მართლა გიყვარს, ყველაფერს აპატიებ, ერთადერთი, შეიძლება, ვერ შეძლო, პირნციპებიდან გამომდინარე.

– პროფესიით დიპლომატი ხარ. ამ კუთხითაც ხომ არ გეგმავ ცვლილებებს?

– ბევრჯერ მიფიქრია ამ პროფესიაზე, თან, რაღაც, იმედივითაა ჩემთვის – ხვალინდელი დღის არ მეშინია.  სიმართლე გითხრა, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი დიპლომატიაში, გამოცდილებაც არ მაქვს ამ სფეროში. ვერ ვხვდები, როგორ უნდა ვიყო დიპლომატი და არ ვიცანცარო; ასევე, ვერ წავიყვან პოლიტიკურ შოუს. ვფიქრობ ხოლმე, რომ მაგისტრატურაში ჩავაბარო, მაგრამ, ასაკიდან გამომდინარე, მგონია, რომ დაგვიანებულია. 

– 25 წელი გვიანია?

– 24-ის რომ ხდები, გარდატეხა ხდება. 23 წლამდე გგონია, რომ ყველაფერი წინ გაქვს. ამ ასაკამდე მეც მეგონა, რომ ყველაფერი წინ მქონდა, მაგრამ, ახლა მიმაჩნია, რომ გვიანია. 

– გაგიმართლა ცხოვრებაში?

– რა თქმა უნდა, გამიმართლა, მაგრამ, ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ამ გამართლებისთვის ხელი შემეწყო. ხალხმა გამხადა ის, რაც დღეს ვარ, თავად არაფერი მიცდია.

– როგორც ვიცი, სამზარეულოში ტრიალი გიყვარს.

– კი, ყველა კერძს ვაკეთებ. დაქალები რომ დარჩებიან შენთან, უცებ რაღაცას რომ აურდაურევ და – ვაიმე, ნუკი, რა გემრიელია! – ასე დაიწყო ჩემი სამზარეულოში ტრიალი. ჩემს სამეგობროში დამკვიდრდა აზრი, რომ მაგრად ვაკეთებ საჭმელებს და ამიტომ უხარიათ ჩემთან მოსვლა. ნამცხვრებსაც ვაცხობ, ხაჭაპურსაც და საცივსაც ვამზადებ. ერთადერთი, „ხალადეცს“ არ ვამზადებ პრინციპულად, იმიტომ რომ, ვერ ვიტან (იცინის).

– ყველაზე მეტად რომელი კერძი გიყვარს?

– საერთოდ, ხორციანი კერძები მიყვარს. კიტრი-პომიდვირს სალათა რომ არის იმასაც ქათამს მივუმატებ. ხუთი ნაჭერი ხაჭაპური რომ შევჭამო, ვერ დავნაყრდები, ხორცის ნაჭერი თუ არ მივაყოლე (იცინის).

скачать dle 11.3