კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პოზიციაში არ უყვარს მეუღლის დანახვა გოდერძი შარაშიას ცოლს და ვინ ეძახის ელენე ფოჩხუას „მაზაკვალს“

„ორ ვარსკვლავში“ ელენე ფოჩხუასა და გოდერძი შარაშიას წყვილი საკმაოდ საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. ორმა ენერგიულმა, ხალისიანმა, პოზიტიურმა და ნიჭიერმა ადამიანმა ერთმანეთს კარგად გაუგო და ყოველკვირა მაყურებელსაც ძალიან კარგ შესრულებას სთავაზობს. ასე რომ, ვისაც გსურთ მათი ხილვა პროექტში, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95-201.

– გოდერძი, სიმღერაშიც როგორი ნიჭიერი ყოფილხარ!

გოდერძი შარაშია: მაგი არ მკითხო, სასწაული! შოკშია ერი და ქვეყანა! მეგობრების წრეში ჩემთვის ვმღეროდი ხოლმე, მაგრამ, ვოკალით, რა თქმა უნდა, არ გამოვირჩევი. ჯიკავ-ჯიკავით მივყავარ ელენეს ტურიდან ტურამდე, თუმცა სმენა მაქვს, ყრუ არ ვარ, სპილოს არ გადაუვლია ყურზე. ოჯახში უფრო ქართულ-ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით, ამიტომ, როდესაც მეუბნებიან, ეს ტური ძალიან კარგი იყოო, ის ძირითადად ქართული ტურია, რადგან, უფრო მოქართულე ვარ, ჩემი სისხლი და ხორცი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული. იყო უცხოური ტური, სადაც ავირჩიეთ ფრანგული და იტალიური სიმღერები, თუმცა, მგონია, რომ ერთ-ერთ ტურში სტივ უანდერი გამომივიდა. რომ მეკითხებიან, რატომ გამოგივიდაო, ხუმრობით ვამბობ: მე და სტივ უანდერი თანაკლასელები ვიყავით და მთელი ბავშვობა მისი სიმღერა მესმოდა-მეთქი. 

– კიდევ ვისი თანაკლასელი იყავი?

– ჯემიროქვაიზე ოთხი წლით ვარ უფროსი, ერთ სკოლაში დავდიოდით. ხუმრობა იქით იყოს, არ ვიცი, რა გამომდის. უფრო მგონია, რომ ჩემს მეგობრებს, გულშემატკივრებს, უცხო ადამიანებს გამოსდით კარგად. ადამიანი, რომელიც სადღაც სოფელში ცხოვრობს და მესიჯს გამოგიგზავნის, ჩემთვის ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია. რამდენ უცნობ ადამიანს შეიძლება უყვარდე! სახლში რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, „ფეისბუქის” გვერდი ვნახო, სადაც ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი მწერს თბილ სიტყვას. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია – ესე იგი, რასაც წლები ვაკეთებ, უშედეგოდ არ ჩაუვლია.

– „იმედის გმირებიც“ გიმესიჯებენ?

– აბა! მოხუცი „იმედის გმირები“, სოფლის ბოლოში რომ მიდიან, თვითონ მესიჯის გამოგზავნა რომ არ იციან და სხვას რომ სთხოვენ. მერე გირეკავენ: მესიჯი გამოგიგზავნა ამ ბებომ, ამ ბაბუამო. მე მათით ვცხოვრობ, მათი ცხოვრების წესმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში: შეხედულებები, ცხოვრება შეცვალა, ჩემი ცოლისადმი დამოკიდებულება, მეგობრებთან დამოკიდებულება. ეს არ მოუტანია მხოლოდ ასაკს. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ, იმ ქვეყანაში, სადაც ხალხს პურის ფული არ აქვს, ვერ ვთხოვ, მესიჯი გამომიგზავნე-მეთქი და, როცა ის ამას ჩემი თხოვნის გარეშე აკეთებს, ეს ორმაგად დასაფასებელია.

– თან, ასეთი გოგონა შეგხვდა მეწყვილედ – ნიჭიერი, ენერგიული, პოზიტიური.

– როდესაც ამ პროექტზე თანხმობა ვთქვი ძალით, ნებსით თუ უნებლიეთ და, მითხრეს, ელენე ფოჩხუა იქნება შენი პატრნიორიო, ცხრათავიანი დევი რომ ამოუშვებს ცეცხლს პირიდან, ასე ამოვისუნთქე. შეიძლება, ამ პროექტში ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი მომღერალი მღერის, მაგრამ, არ არის ჩემი ხასიათის, სხვებთან ვერ ვიმღერებ. მე ჩემი ბუნების ადამიანი შემხვდა – აქ მეგრელობაზე არ არის საუბარი. შეიძლება, არ გითხრას, რომ ძალიან კარგად იმღერე, მაგრამ, ისეთ მუჯლუგუნს გაგკრავს, ხვდები,  რომ კარგი იყო. ან, რეპეტიციაზე რომ ვერ ვმღერი კარგად, მიყვირის, ხმა გამოუშვიო და მერე სცენაზე უკეთესად ვიმღერებ, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინება მიწევს, მათ შორის – ჟიურისაც: „უფ, გომართელი”... და ამ დროს ელენე იღიმება, მე კი მშვიდად ვარ.

ელენე ფოჩხუა: მე სულ ვიღიმი და ამის იმედი ნუ გექნება. რასაც აკეთებს, ძალიან კარგად გამოსდის, ჩემ გვერდით ნომერი არ ჩაუგდია. თუ რამე ტური არ გამოუვიდა, მეც არ გამომსვლია ბევრი სიმღერა – უკეთესად შემეძლო. მაგრამ, ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. 

გოდერძი: ზოგს სელინ დიონი არ მოსწონს და მე მოვწონვარ. 

– დათო გომართელი ისე ახსენე, ხომ არ გეშინია მისი შეფასებების?

– არავისი არ მეშინია, დასახრჩობად კი არ გავყავარ. ერთხელ მინდა სცენიდან გომართელს ანეკდოტი მოვუყვე: ცხენმა ზოოპარკში დარეკა – თუ მიმიღებთ სამუშაოდო. იქიდან ჰკითხეს, რას აკეთებო. მან კი უპასუხა: ცხენი ვარ და ვლაპარაკობ, მეტი რა უნდა გავაკეთოო. ჰოდა, მეც, ჟურნალისტი ვარ, ვმღერი და, მეტი რაღა გავაკეთო?! რასაც ის  მეუბნება – ფალცეტშიო, ტერციაშიო – არ მესმის არაფერი და სულ ტყუილად იხარჯება. ამიტომ, მირჩევნია, პირდაპირ მითხრას, რა უნდა. 

– გოდერძის გვერდით არ მოიწყენ, მისგანაც ისეთი დადებითი ენერგია და ხალისი მოდის, როგორც შენგან.

ელენე: რამეს რომ ეტყვი, გეუბნება, რა მოიგონეო და, მეც ისე ავითვისე ეს ორი სიტყვა, რომ სახლში ყველას ვეუბნები: „რა მოიგონე?!”. მეგრულად ვსაუბრობთ ხშირად, განსაკურებით რეპეტიციიდან რომ გამოვალთ ქუჩაში. რაღაც სიტყვები მეგრულად უფრო სასაცილოა. „მაზაკვალს“ მეძახის, რაც ეშმაკს ნიშნავს და, ვგავარ ახლა მე ეშმაკს?! 

გოდერძი: აუტსაიდერებს რომ აცხადებს დუტა და ჩაგვივლის, მეგრულად ვეუბნები: „ეე, გადავრჩით”... 

ელენე: თავიდან, რომ გავიცანი, ვფიქრობდი:  ეს ისეთი სერიოზულია, არ გინდა, ელაპარაკო-მეთქი?! არადა, ნაზი კი ვარ გარეგნულად, მაგრამ, ჩემი ბავშვობის ზედმეტი სახელი დღემდე არის „გიჟუნა”. სახლში, მეგობრებთან სხვანაირი ვარ და, ვფიქრობდი, გოდერძისთან სიტყვები უნდა შევარჩიო-მეთქი. მაგრამ, სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა. თან, ჰყავს საოცარი მეუღლე, რომელთანაც ვმეგობრობ. პროფაილის გადაღება გვქონდა გოდერძის სახლში და მისი ცოლი მეუბნებოდა: ხო, რატომაც არა, გემსახურებით, აწყობილი გაქვთ ცხოვრებაო; არადა, ექიმია, დაკავებულია ადამიანი.

– შენი ქმარი როგორ ეგუება შენს რეჟიმს?

– გამოცდები აქვს და სულ მეცადინეობს. დილის 7-ზე დგება: „დუ-დუ-დუ-დუ“... მე რეპეტიციიდაც მოვდივარ და ვმღერი: „ააა.” მერე, საღამოს, ის ისევ – „დუ-დუ-დუ-დუ,” მე სამსახურიდან მოვდივარ... მოკლედ, ისევ სტუდენტური პერიოდი გვაქვს. 

გოდერძი: მეც ტელევიზორიდან ვუსმენდი ელენეს, ვუმესიჯებდი „ჯეოსტარზე“, თან, სამეგრელოს სახელით გამოდიოდა. ნელ-ნელა გავუშინაურდი და, ყველაზე სასაცილო იყო, როდესაც მითხრა, 8 თვემდე მუცელში ბიჭი ვიყავი და მეცხრე თვეს გადავკეთდი გოგონადო. იმდენი ვიცინე! არ არის „მაზაკვალი“?!

– არა მხოლოდ ახლა, ალბათ, მთელი ცხოვრება გჭირდება მეუღლის მხრიდან ხელშეწყობა.

– მთელი ცხოვრება ხელს მიწყობს, ჩემი სატელევიზიო კარიერა მის გარეშე არ შედგებოდა. მაგალითად, რესპონდენტი უარს თუ მეუბნება, ჩემი ცოლი უფრო მეტად ნერვიულობს ამაზე: რატომ გეუბნება უარს, მოდი, სხვანაირად აუხსენიო – არ უნდა ჩემი ყურება წაგებულის პოზიციაში და, რა თქმა უნდა, ეს მსიამოვნებს. ახლა ყველა ტურზე მგულშემატკივრობს და ძალიან ნერვიულობს, ისევე, როგორც ჩემი შვილი. მე არც წაგებას განვიცდი, არც მოგებას. ადამიანები მზად არიან, ბანკში ბინა ჩადონ, რომ პროექტი მოიგონ. სამი-ოთხი ტური ისე გავიდა, რომ, როცა მეგობრები მეკითხებოდნენ, რა მანქანას იგებო, არც კი ვიცოდი და ჩემს ცოლს ვეკითხებოდი. „მარშრუტკით“ ან ტაქსით დავდივარ, ტარებაც არ ვიცი. ჩემთვის მთავარია, რომ ამ პროექტში ბევრი მეგობარი შევიძინე და, ერთადერთი, მინდა, მეგრული სიმღერა ვიმღერო – ამას ბევრი ადამიანი მთხოვს. ეს ამ ტურის მომდევნო ტურშია. ახალი დაწყებული გვქონდა კონკურსი, ელენეს რომ ვუთხარი, მინდა, მეგრული სიმღერა ვიმღერო-მეთქი. მაგი, ხუთი წყვილი რომ რჩება, მაშინ არის და, მოგიგია კონკურსიო. თქვენი ჟურნალის დახმარებით, მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მთელ სოფელს ფეხით გადიან იმისთვის, რომ ერთი მესიჯი გამომიგზავნონ; ასევე, იმ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც მაშინვე მიიმალნენ, როგორც კი ამ პროექტში გამოვჩნდი და, რატომ, არ ვიცი. თუმცა, ესეც ცხოვრებისეული გამოცდილებაა...

P.S. „ორი ვარსკვლავის“ ყველა ფოტო მოგვაწოდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.

скачать dle 11.3