კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა გიორგი გაბუნიას თამთა გოდუაძესთან არსებული ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა და როგორ გამოხატა მან გიგი უგულავასადმი სოლიდარობა

18 მარტს „X ფაქტორის“ პირველი ტური დასრულდა. მეგაპროექტის მეორე სეზონზე აღმოჩენილ „იქსებს” მაყურებელი სულ ცოტა ხანში „რუსთავი 2-ის“ ეთერში იხილავს. როგორია წინასწარი მოლოდინი, რა ხდება რეალურად თამთა გოდუაძესა და გიორგი გაბუნიას შორის და აქვს თუ არა გიორგის ანრისთან „მტრული დუელი“, ამას გიორგი გაბუნიასგან შეიტყობთ.

გიორგი გაბუნია: „X ფაქტორის“ ამ სეზონზე უფრო კეთილი ვარ, ვიდრე წინა სეზონზე. ეტყობა, გული მომილბა. შარშან უფრო მეტი კონკურსანტი მაძლევდა „ენატკბილობის“ საბაბს. როდესაც კონკურსანტი კარგია, პირდაპირი გაგებით კარგ რამეებს ვეუბნები; როცა არ არის კარგი, რაღაც მომენტში ვატყობ ჩემს თავს, რომ ვცდილობ, გული ძალიან არ ვატკინო, მაგრამ, კრიტიკული მაინც ვარ. ძალიან მწყდება გული, რომ სტეფანე ჩვენთან ერთად არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ანრია ჩვენთან ერთად. ჩვენი ურთიერთობა კარგად აეწყო.

– მაყურებელი შენსა და სტეფანეს შორის „დუელს“ იყო მიჩვეული. იმის გათვალისწინებით, რომ სტეფანე შედარებით დამთმობი იყო, რასაც ანრიზე ვერ ვიტყვით, საინტერესოა, როგორია ანრის და შენი ურთიერთობა? 

– ჩემსა და ანრის შორისაც არის რაღაც დუელის მაგვარი. ანრი ნამდვილად არ არის დამთმობი, თვითონაც გადმოდის შეტევაზე. ამბობს, თავს ვიკავებო და სულ მაფრთხილებს: შენი ჩაკბეჩა მინდა და ნუ მიმიყვან იქამდე, რომ ეს გავაკეთო, ნუ დამკაწრავო (იცინის). თუმცა, მე მაინც ვუჩვენებ ხოლმე ფრჩხილებს და ისიც არ მაკლებს. მაგრამ, მაყურებელი მიხვდება, რომ ეს ხუმრობაა და ბოროტული დუელი არ არის. სოფო უფრო თავდაჭერილია. ყოველთვის ცდილობს, რომ კონკურსანტები ობიექტურად შეაფასოს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ძალიან გამიხარდა, ჟიურის ძველი წევრებიდან თამთა ისევ ჩვენთან ერთად რომ არის და ისევ გვერდიგვერდ ვსხედვართ. თამთასთან მუშაობა კიდევ უფრო დიდი კომფორტია. ემოციურად ძალიან ახლოს ვართ და უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს – შეხმატკბილებულები ვართ. ტელევიზიისთვის, შეიძლება, ის უფრო საინტერესოა, როცა ჟიურის წევრები ერთმანეთს კბენენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, სიტუაცია დაბალანსებულია. ჟიურიში მტრებიც მყავს და მოყვრებიც (იცინის).

– თამთასთან დაკავშირებით თქვი, რომ თქვენ შორის არსებული ურთიერთობა კოლეგიალობაზე მეტია. რას გულისხმობდი?

– ეს ვთქვი იმიტომ, რომ ასეა (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ, უბრალოდ, კოლეგები ვართ. მაგალითად, მე და სოფო მხოლოდ კოლეგები ვართ, მე და თამთას კი კიდევ ცოტა სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს.

– არსებობენ კოლეგები, მეგობრები, შეყვარებულები და ასე შემდეგ. თქვენი „სხვანაირი“ ურთიერთობა რას გულისხმობს?

– (იცინის) გაინტერესებს, შეყვარებულები ვართ თუ არა სინამდვილეში? არ მინდა, რომ ამას კონკრეტული სახელი დავარქვა. იმიტომ, რომ ერთი სიტყვით ვერ აღწერ ურთიერთობას. მოდი, ასე ვთქვათ – შეყვარებულები არ ვართ – რაც ყველაზე მეტად აინტერესებს მაყურებელს, მაგრამ, უფრო მეტი ვართ, ვიდრე რიგითი თანამშრომლები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დაქორწინებას ვაპირებთ.

– იმასაც ამბობენ, კარგი წყვილიაო.

– კარგი წყვილი არის, კი, მეც მომწონს (იცინის).

– ეთერში ჩანს, რომ ცინიკური დამოკიდებულებები და სარკაზმი გახასიათებს. პირად ურთიერთობებშიც ასეთი ხარ?

– ვიღაცეებთან ვარ ასეთი, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებთანაც ამ თვისებებს საერთოდ არ ვიყენებ; მათთან სრულიად განსხვავებული ვარ – პირიქით, ჩემგან სითბო მოდის. ადამიანს გააჩნია, ზოგის მიმართ მთლიანად სარკასტული დამოკიდებულება მაქვს (იცინის).

– ამბობდი, ვერ დამისახელებთ ისეთს, ვისთნაც რომანი მქონიაო. საინტერესოა, ცნობილი ქალბატონებიდან თუ გქონია რომელიმესთან ურთიერთობა?

– ამ ინფორმაციას ჩემთვის დავიტოვებ.

– იმასაც ამბობდი, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, თითქოს გეი ვარო. ადამიანები, ზოგადად, ამ თემის აფიშირებას ერიდებიან. შენ პირიქით მოიქეცი და, თან, არც დაადასტურე და არც უარყავი. რატომ?

– ინტრიგა დავტოვე (იცინის). რაც უნდათ, ის იფიქრონ – ეს არის დემოკრატია, თავისუფლება. მე არც დადასტურებას და არც უარყოფას არ ვცდილობ, არცერთ მხარეს არ მაქვს პრობლემა და, როგორც გაუხარდებათ, ისე იფიქრონ.

– შენს გადაცემებსა და „X ფაქტორში“ გაკეთებულ კომენტარებს ხშირად მოჰყვება ხოლმე უარყოფითი შეფასებები. ბევრგან წამიკითხავს: „ჯულიეტამ ასეთი შვილი როგორ გაზარდა?!“ 

– მე ძირითადად მესმის ხოლმე, ჯულიეტამ როგორი კარგი შვილი გაზარდა. სინამდვილეში, რასაც მე ვაკეთებ, იმასთან ჯულიეტა რა შუაშია?! კაცია და გუნება. ზოგს მოსწონს და ფიქრობს, რომ კარგი შვილი გაუზრდია, ზოგს კი – პირიქით.

– შენივე იმიჯიდან გამომდინარე, მაყურებელი, როგორც ცინიკოსს, ისე გიცნობს...

– კი, ვარ ცინიკოსი (იცინის).

– ყოველთვის ცინიკოსი იყავი? ბავშვობიდან?

– არა, ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ. თუმცა, ჩანასახი მქონდა (იცინის). წყნარი და ძალიან კომფორტული ბავშვი ვიყავი, მშობლებისთვის და, შესაბამისად, ჯულიეტასთვის ადვილად გასაზრდელი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვერ გავუზრდივარ (იცინის). არასდროს მჭირდებოდა მითითება, გაკვეთილი მოამზადე ან წესიერად მოიქეციო. მერე, ნელ-ნელა გამიჩნდა რაღაცეების მიმართ პროტესტი.

– რასთან დაკავშირებით გქონდა პროტესტი?

– იმ პერიოდში, საერთოდ, მინდოდა ბერი გავმხდარიყავი, ამას პროფესია არც ჰქვია და ეს სრულიად გაუგებარი იყო ოჯახისთვის. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ თინეიჯერობის ასაკთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან იმ ასაკმა გაიარა, მაგრამ გარკვეული უთანხმოებები მაინც დარჩა, რაც გამოიხატებოდა კიდეც ჩემს ჩაცმულობაში და ასე შემდეგ.

– ამბობ, ბერი მინდოდა ვყოფილიყავიო. ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღნიშნე, რომ შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ღმერთია. იქიდან აქამდე როგორ მოხვედი?

 – მქონდა ის პერიოდი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით ვაპირებდი ცხოვრებას, რადგან, მჯეროდა იმის, რასაც ეკლესია ასწავლის. ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ და, მინდოდა, ამ მიმართულებითაც მაქსიმალურად წავსულიყავი. შემდეგ შემეცვალა შეხედულებები ჩვენს ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიაზე და, ზოგადად, რელიგიებზე. მიზეზი კონკრეტული არ ყოფილა, უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა ის, რისიც მწამდა. ჩემში ბევრ კითხვაზე სხვანაირი პასუხი აღმოვაჩინე, რომელიც არ დაემთხვა იმას, რასაც რელიგია ოფიციალურად გვასწავლის და ამიტომ შევიცვალე შეხედულება ზოგადად ყველა რელიგიაზე.

– განსხვავებული იმიჯი გაქვს – საინფორმაციოს წამყვანებს შორის პირველი ხარ, ვინც ეთერში უჰალსტუხოდ და ახლა უკვე წვერით დაჯექი. შენც ლამბერი გახდი?

– შაბათის „კურიერი” ცოტა განსხვავებულია, საავტოროსავითაა. თავისუფალი ვარ და თამამად ვაფიქსირებ სუბიექტურ დამოკიდებულებებს. ამიტომ, ჩემთვის ბუნებრივი იყო, ჰალსტუხი რომ შევიხსენი... სიმართლე გითხრა, არ მიყვარს, ყელში რაღაც რომ მაქვს მოჭერილი (იცინის). წვერს რაც შეეხება, ამბობენ, ლამბერსექსუალიაო, მაგრამ, ეს კიდევ სხვა კრიტერიუმებს მოითხოვს, რომლებიც მე არ მაქვს. ასე რომ, ლამბერსექსუალი არ ვარ. ჩვენთან ყველას ასე ეძახიან, ვისაც წვერი აქვს. გამოდის, რომ მღვდლები ყოფილან პირველი ლამბერსექსუალები. მე ხშირად მქონდა ხოლმე წვერი, უბრალოდ, ეს საინფორმაციო სივრცეში არ არის მიღებული და, ამიტომ, რაღაც პერიოდი ამას ანგარიშს ვუწევდი. მაგრამ, ახლა ვფიქრობ – რატომაც არა, ვის უშლის ეს ხელს? არც არავის!

– იმ პერიოდში, როცა გიგი უგულავა დააპატიმრეს, შენ საკუთარი „ფეისბუქის” გვერდზე მასთან ერთად გადაღებული ბავშვობისდროინდელი ფოტო დადე, რომელშიც სტიქაროსნების სამოსი გაცვიათ. ეს სოლიდარობის ნიშანი იყო?

 – სოლიდარობა იყო, რა თქმა უნდა. გიგი ჩემი თანაკლასელი იყო, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა, თანაკლასელები ვიყავით და, სკოლის მიღმა, ეკლესიაშიც გვქონდა ურთიერთობა. ტელევიზიაში მუშაობისას, უკვე როგორც მერთან მქონდა ურთიერთობა. მოკლედ, გიგისთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა და ესეც სოლიდარობის ნიშანი იყო.

скачать dle 11.3