კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა დამატებით სამსახურებში მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოს 78 000-ლარიანი ხელფასის მქონე მოსამართლე მაია კოპალეიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრი, მაია კოპალეიშვილი 1964 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო (დაამთავრა 1988 წელს) და იქვე დაასრულა ასპირანტურაც 1995-ში. მისი შრომითი ბიოგრაფია შემდეგნაირია: „მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში იურისტად (1988-1992 წლებში), 1992-1996 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „გულანის” იურისტი, 1996 წლიდან 2000-მდე კი –  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001 წლებში მუშაობდა იურისტად USAID-ის კონტრაქტორი ორგანიზაციების: AMEXI-INTERNATIONAL-ში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროექტის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტება საჯარო დაწესებულებებისთვის” ფარგლებში; 2001 წლიდან კი – IRIS-Georgia-ს მთავრობისა და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობის პროგრამის იურისტ-კოორდინატორად. 2005 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ (2007 წლამდე). 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე. 2007 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, შემდეგ – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ. 2009 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნა. 2005 წლიდან არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების სრული პროფესორი. 2010 წლიდან კი – თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი.

მაია კოპალეიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2006 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ოჯახის წევრებად მიუთითა ძმა, რძალი და ორი ძმისშვილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას: იმხანად მაია კოპალეიშვილის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 40 000 აშშ დოლარად ღირებული და მიწის ნაკვეთი სამტრედიაში; ძმის, რამაზ კოპალეიშვილის საკუთრება კი – მიწის ნაკვეთი ბახმაროში.

2005 წლის განმავლობაში მაია კოპალეიშვილმა, როგორც ლექტორმა, 5 400 ლარი აიღო, როგორც მოსამართლემ, 2 880 ლარი, ხოლო, როგორც „აირის საქართველოს“ იურისტმა  – 23 000 ლარი; რამაზ კოპალეიშვილის, როგორც შსს-ს თანამშრომლის წლიურმა ხელფასმა კი – 6 120 ლარი შეადგინა.

ქ-ნი კოპალეიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა. მაია კოპალეიშვილის საკუთრებაა ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (100 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი სამტრედიაში (5 070 კვ.მ.), მშენებარე ბინა ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე (90 კვ.მ.) და მშენებარე ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე (72,83 კვ.მ.).

2013 წლის განმავლობაში მაია კოპალეიშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა,  78 000 ლარი აიღო, როგორც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, 24 540 ლარი, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, 4 090 ლარი, ხოლო, სოროსის ფონდის საკანონმდებლო აქტის პროექტზე მუშაობამ კი 3 859 ლარი მოუტანა. მისი რძალი, ნათია კაცაძეც, ასევე, თსუ-შია დასაქმებული, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად და 2013-ში მისი წლიური შემოსავალი 12 090 ლარი იყო.

2011 წლის განმავლობაში მაია კოპალეიშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, 74 800 ლარი აიღო, როგორც თსუ-ის სრულმა პროფესორმა, 18 564 ლარი. მისი 2011 და 2013 წლების დეკლარაციები კი ცარიელია.

скачать dle 11.3