კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პოსლეზე“

უკეთესი

გასულ კვირას კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იშვა, მეტად საჩინო და ამაღლებული სახელწოდებით – „ივერია“.

მისმა მესვეურებმა, რომელთა შორის ჩვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეცაა, რომელსაც ეს თვალსაჩინო პოსტი თვით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც ეკავა, ოღონდ ისე, რომ ერთ ჯიბეში საქართველოს პასპორტი ჰქონდა, მეორეში – თვით ოკუპანტი რუსეთის ფედერაციისა (შექსპირისეული პათოსით: ბევრი რამაა საკვირველი, ჰორაციო, ამ ქვეყანაზე), გვამცნეს, რომ, თუმცა ახალ „ივერიელთა“ ჯგუფმა თავდაპირველად არსებობა დაიწყო როგორც დამოუკიდებელმა ინტერნეტგაზეთმა და იქვე არათავმდაბლურად დასძინეს, ავტორიტეტიც მოვიხვეჭეთო.

მომყავს ციტატა: „ჩვენი საქმეა, საქართველოს მოქალაქეებს შევატყობინოთ დამოუკიდებელი, ობიექტური აზრი იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოს ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ფორმიდან, რომლიდანაც ვართ, ანუ დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში.“

ოღონდ, არ ვიცი, ეს რუსული კალკის გავლენაა თუ აი, იმის – „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა, ჩემი თერგო, ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის მიმცემი.“

ასეა თუ ისე, ორგანიზაცია იქნება საზოგადოებრივიო და არამც და არამც – პოლიტიკური, რათა ფართო მასებს მივცეთ მასში გაწევრიანების საშუალებაო. ამიტომაც ბ-ნმა ვაშაძემ პირობა დადო: „ამიტომ, ტერმინ „პოლიტიკურ პარტიას” ჩვენგან ვერ გაიგებთ.“

ტერმინი – ტერმინად, მაგრამ არ დაუმალავთ, რომ პოლიტიკურ აქტივობას მაინც გეგმავენ, ამ მიზნით რეგიონულ ორგანიზაციებს ქმნიან და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

რაკი არჩევნებისთვის რაც მეტი, მით უკეთესი, ჩვენც მივესალმებით ახალი ძალის ამობრწყინებას ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე, თუმცა გულს მაინც გვიღრღნის ჭია – „ივერიად“ წოდების იდეა ბ-ნ ვაშაძეს რფ-ის პასპორტის დაბრუნებამდე მოუმწიფდა თუ „პოსლე“?! 

скачать dle 11.3