კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ყველაზე კარგი მცველები რომელი ჯიშის ძაღლები არიან?

პასუხი: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად, არიან: კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან პატრონის დაცვაზე, შედარებით უცხო ადამიანებისადმი კი არიან გულგრილები და უნდობლები. ისინი საუკეთესო მცველები არიან. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. სამოსამსახურეო ძაღლი არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში, კანე კორსომ შეიძლება, ისეთი სერიოზული ზიანი მიაყენოს დაუპატიჟებელ სტუმარს, რომ ვეღარ ააწყოთ ადამიანი. ანალოგიური ზიანის მიყენება არ შეუძლია ლაბრადორ რეტრივერს, მიუხედავად იმისა, რომ მას და კანე კორსოს ერთი წონა აქვთ. თუ მის ტერიტორიას გადალახავ, დაიყეფებს და შენკენ წამოვა, მაგრამ მაქსიმუმ, შეიძლება, გიკბინოს. მისი კბენის მაქსიმუმი კი გაკაწვრაა, რომელიც გეტკინებათ. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს.

კითხვა: მაინტერესებს, დაწყვილებისთვის წელიწადის რომელი დრო უფრო სასურველია?

პასუხი: ეს საკითხი ყველასთვის ინდივიდუალურია. ყველა ძაღლს სხვადასხვა დროს აქვს დაწყვილების პერიოდი. ალბათ, გაზაფხული დაწყვილებისთვის ყველაზე მეტად სასურველია, რადგან ლეკვები ზაფხულში იბადებიან. ამ დროს დაბადებულები კი, ყველაზე ცუდ პერიოდს, როცა არ უნდა მიეკაროს ქარი, სიცივე და ასე შემდეგ, ადრეულ ასაკში გადაიტანენ და ზამთარს მომწიფებულები შეხვდებიან. დაახლოებით, 5 თვის მაინც იქნებიან. თუმცა, ამ პერიოდს ერთი ძალიან დიდი მინუსიც აქვს – ძალიან ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. ზამთარში დაბადებული ლეკვები კი თითქმის ყველანაირ პარაზიტსა და ბაქტერიას აცდებიან. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს თავის პლუსი და მინუსი აქვს. 

скачать dle 11.3