კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როდის და რამდენ ხანს ყვავის კალა?

პასუხი: კალა ცოტა ხანს ყვავის. მისი ყვავილობის სეზონი მხოლოდ ზაფხულია, რის შემდეგაც ეს მცენარე ზამთრამდე „იძინებს.” მართალია, მისი ყვავილობა ხანმოკლეა, მაგრამ იმდენად ლამაზი ყვავილები აქვს, რომ მცირე დროითაც შეგიძლიათ, მისი ცქერით დიდი სიამოვნება მიიღოთ.

კითხვა: ჩემს მცენარეს წყალი ზედმეტი მოუვიდა, როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: მცენარე სასწრაფოდ ამოიღეთ ქოთნიდან და ქაღალდის ხელსახოცები ან გაზეთები შემოახვიეთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მორწყათ, მხოლოდ დანამეთ და მზის გულს მოარიდეთ. ამის შემდეგ, ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

კითხვა: როგორი ნიადაგი შევურჩიო ვრეზიას?

პასუხი: ეს მცენარე ჩარგეთ ორქიდეისთვის განკუთვნილ ან კარგი დრენაჟის მიწაში. ყვავილის ზრდის პერიოდში, თვეში ერთხელ მორწყეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით.

კითხვა: ჩემი მცენარე ძალიან დასუსტდა და მიწაც გამოუშრა, მგონი, წყალი დავაკელი. როგორ დავეხმარო?

პასუხი: უპირველესად, უნდა დარწმუნდეთ, რომ მცენარის დასუსტების მიზეზი უწყლობაა. შემდეგ მოარიდეთ მზეს და გრილი წყლით სავსე პლასტმასის ჯამში ჩადგით. თუ მიწა ისე მშრალია, რომ ქოთანი ტივტივებს, კენჭები დაუმატეთ ზედაპირზე და ქოთანი ასე დაამძიმეთ. ოცი წუთის შემდეგ ამოიღეთ, 10 წუთის განმავლობაში დაწრიტეთ, შემდეგ კი კაშპოში ჩადგით. ცოტა ხანში თქვენი მცენარე აუცილებლად გამოცოცხლდება.

კითხვა: როგორ გავაზავო სასუქი, რომ მცენარეს მივაწოდო? 

პასუხი: თუ სასუქი ფხვნილის სახითაა, აუცილებლად გაეცანით მის ინსტრუქციას და წყალში საჭირო რაოდენობა გახსენით. თუ თხევადია, მაშინ საჭირო რაოდენობის წყალში უნდა გააზავოთ რამდენიმე წვეთი სასუქი და მცენარე სარწყავი ჭურჭლით მორწყოთ. 

კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?

პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1:4 გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.

კითხვა: რით მოვაშორო მტვერი მონსტერასა და კაქტუსს?

პასუხი: მონსტერას ჭუჭყი რბილი, სველი ნაჭრით ან გრილი შხაპით მოაშორეთ.  კაქტუსის ეკლებს შორის კი გამოიყენეთ ფუნჯი ან ბამბიანი წკირი. თუ ამ სამუშაოებს ჩაატარებთ, თქვენი მცენარეები უკეთ იგრძნობენ თავს და მეტ სინათლესაც შთანთქავენ.

კითხვა: როგორ გავზარდო სიმაღლეში სოლია?

პასუხი: ეს მცენარე ხვიარა უფროა, ვიდრე მცოცავი. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში გაიზარდოს, ბადეს ან მავთულის კარკასს უნდა ააყოლოთ. ასევე, ზამთრის ბაღში შეგიძლიათ, გამოიყენოთ მაღალი მცენარეების შიშველი ტანის დასაფარად. 

скачать dle 11.3