კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანადური სასწავლო ცენტრი CanSchool თბილისში – რეალური შანსი დასავლური განათლების მისაღებად, კანადის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად და საუკეთესო მომავლის შესაქმნელად

მალე თბილისში კანადური სასწავლო ცენტრი – CanSchool georgia შემოვა, რომელიც საშუალო სკოლის ბოლო სამ წელს მოიცავს – მეათე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. მოსწავლეები და მშობლები ამ სკოლის არჩევის შემთხვევაში, ხელშეკრულებას ტორონტოს სასწავლო ცენტრთან აფორმებენ. CanSchool-ის პროგრამა იძლევა ონტარიოს საშუალო სკოლის დიპლომს, რომელიც აკრედიტებულია კანადის განათლების სამინისტროს მიერ. აღიარებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც CanSchool-ის სამწლიან კურსს გაივლიან, არა მხოლოდ საფუძვლიან ცოდნას შეიძენენ ბევრი მიმართულებით, არამედ მათ საშუალება ეძლევათ, გამოცდების გარეშე გააგრძელონ სწავლა კანადის ნებისმიერ უნივერსიტეტში მათთვის სასურველ ფაკულტეტზე. ამასთანავე, სტუდენტები კანადაში მუშაობის უფლებასაც  იღებენ. გარდა სწავლისა, სკოლა ითვალისწინებს მოსწავლეების ჩართვას საქველმოქმედო საქმიანობაში – მოხუცებულთა, უპატრონო ბავშვთა სახლების, უნარშეზღუდული ადამიანების დახმარებას. ვფიქრობ, ეს საუკეთესო შანსია, მშობლებისთვის, რომ საკუთარ შვილებს კარგი განათლება მისცენენ და საუკეთესო მომავალი შეუქმნან. ამისთვის კი, მხოლოდ CanSchool-თან დაკავშირებაა საჭირო, რომელიც მდებარეობს „21-ე საუკუნის სკოლის“ ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის ქუჩის ¹7-ში. 

თიკო გაბრიჩიძე (საქართველოში CanSchool-ის ოფიციალური წარმომადგენელი): კანადური სასწავლო ცენტრის ფილიალები არსებობს თურქეთში, ირანში, უკრაინაში, რუსეთში. ახლა უკვე იქნება საქართველოშიც. სექტემბერში გაიხსნება სასწავლო ცენტრი, მაგრამ მიღება დაიწყება ივნისის შუა რიცხვებში. ვისაც სურს განცხადების გაკეთება, შეუძლია, დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: +995 599 199 888, ასევე, იმეილით –  canschoolgeorgia@gmail.com და ასევე „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის –www.facebook.com/canschoolgeorgia საშუალებით. მალე გვექნება ქართული საიტიც. განცხადების გაკეთების შემდეგ, სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ საკვალიფიკაციო ტესტი, რომელიც არცთუ ისე რთულია. ის დამოკიდებულია აღქმის უნარზე: ანუ შეუძლია თუ არა მოსწავლეს ინგლისურ ენაზე გაიგოს ტექსტი, გამოიტანოს შინაარსი და გასცეს კითხვებს პასუხი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა: მოსწავლე, რომელსაც ჩვენს სასწავლებელში სურს სწავლა, უნდა ჰქონდეს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინგლისური ენის ცოდნის დონე. თუ წარმატებით ჩააბარებენ საკვალიფიკაციო ტესტს, შემდეგ გაივლიან რეგისტრაციას კანადური საშუალო  სკოლოს საიტზე. შემდეგ მათ ექნებათ საკუთარი გვერდები, ეგრეთ წოდებული ექაუნთები, სადაც ყოველკვირეულად, ავტომატურად აეტვირთებათ საშუალო სკოლის მასალა. 

– როგორ მიმდინარებს სასწავლო პროცესი CanSchool-ში?

– სწავლება არის სამწლიანი, დისტანციური, ონლაინ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებს ეყოლებათ ქართველი კურატორი, რომელიც დაეხმარება მათ ენობრივი თუ საგნობრივი გაურკვევლობის შემთხვევაში. ზოგადად, სასწავლო პროცესს კი, ხელმძღვანელობენ კანადელი პედაგოგები. სწავლების ხანგრძლივობაა 2-2 საათი, დღის მეორე ნახევარში. იქვე მოუწევთ ძირითადი სამუშაოების შესრულება. სახლში ექნებათ გაცნობითი სახის სამუშაო, ანუ გაეცნობიან შემდეგ გაკვეთილს. ასევე, ექნებათ საწერი მასალა, რათა ჩამოაყალიბონ განვლილი მასალის შინაარსი, საკუთარი მოსაზრებები. შეადგინონ კითხვები კანადელი მასწავლებლისთვის, რომელიც ყოველ შაბათს ონლაინ ჩაერთვება და 2 საათის განმავლობაში მათ ყველა კითხვას უპასუხებს. ასევე, ექნებათ ტესტები, ქვიზები და მუდმივი ურთიერთობა კანადურ მხარესთან. 3 წლის განმავლობაში მოსწავლეები გადიან 6 საგანს, ხოლო წელიწადში – ორს. პირველ წელს არის სავალდებულო საგნები, რომელიც ორიენტირებულია ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე ტერმინოლოგიური ინგლისურის შესწავლაზე. მეორე წელი კიდევ უფრო საინტერესოა – მოსწავლეები გადადიან ინგლისური ენის შემდეგ ეტაპზე და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირჩევენ სპეციფიკურ საგნებს მომავალი პროფესიის მიხედვით. მაგალითად, თუ ვინმეს  სურს, მომავალში ბიზნესის შესწავლა, მას შეუძლია, აირჩიოს ბიზნესის საწყისები ინგლისურ ენაზე. თუ სურს იურიდიული – მაშინ შევთავაზებთ საერთაშორისო სამართალს ინგლისურ ენაზე ასევე, საერთაშორისო ეკონომიკას. ვისაც სურს სამედიცინო, მას შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა საჭირო მეცნიერება, ასევე ინგლისური ენაზე. ჩვენ მათ დიდ არჩევანს ვაძლევთ  – 30 საგნიდან 2 საგნის არჩევის უფლება აქვთ. მესამე წელს არის ინგლისური ენის შემაჯამებელი ეტაპი და ასევე, არჩევითი საგნები, რომლებიც მიახლოებულია მათ მომავალ პროფესიასთან და თავად მოსწავლეები ირჩევენ, სურვილისამებრ. ჩვენი პროგრამა  ძირითადად, გათვლილია მათზე, ვისაც უცხოეთში ბაკალავრზე სურს სწავლის გაგრძელება. კანადაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მოსახერხებელია, რადგან იქ  ყველა გამოცდა ეხსნებათ ნებისმიერ უნივერსიტეტში და ირიცხებიან ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, წავიდნენ სხვა ქვეყნებშიც, რადგან ჩვენი დიპლომი, ქართული საშუალო სკოლის დიპლომს აძლევს აკრედიტაციას. ვისაც სურს ამერიკული სისტემის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძლება, სადაც დამატებით ითხოვენ SAT-ის გამოცდებს, ჩვენთან შეუძლიათ, SAT-ის პროგრამში მომზადება, დამატებითი ღირებულების ფარგლებში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროგრამაში ყველაზე საინტერესო „მწიგნობრობის ტესტია“. ეს ტესტი ითვალისწინებს ენის ტესტს, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის ინგლისურზეა გათვლილი და მისთვის წინასწარ, სათანადოდ ვამზადებთ მოსწავლეებს. ამიტომაც, ეს გამოცდა ბარდება არა პირველი წლის არამედ მეორე წლის მარტში, რაც მთავარია, კანადელი მოსწავლეების პარალელურად. ამ ტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის აძლევს დიპლომს აკრედიტაციას და ჩასაბარებლად საჭიროა, მინიმუმ 75 პროცენტი, რომ მერე მოსწავლეებმა დიპლომის ყველა უპირატეობა ბოლომდე გამოიყენონ. გარდა ამისა, ჩვენს მოსწავლეებს ვთვაზობთ სამთვიან საზაფხულო ბანაკს ტორონტოში, ენის კურსებზე და მათ შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ტორონტოში სხვადასხვა უნივერსიტეტს, გაეცნონ იქაურ სისტემასა და მიღების წესებს. 

– რა ეღირება სწავლა CanSchool-ში? 

– ვფიქრობ,  ფასი საკმაოდ მისაღებია – 2 500 დოლარი წელიწადში, ამას ემატება „მწიგნობრობის ტესტის“ ერთჯერადი გადასახადი – 500 დოლარი. რაც მთავარია, სწავლის საფასურის გადახდის სქემას თავად მშობლები და მოსწავლეები ირჩევენ. 

скачать dle 11.3