კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მარხავდნენ საიქიოში ბატონის თანმხლებ მიცვალებულებს „კატაკომბელები“

ჩვენს ერამდე მეოთხე ათასწლეულში ევროპის სამხრეთში გიგანტური საფლავის გორაკები –  ყორღანები ჩნდება. ამ დროიდან მოყოლებული, თითქმის ხუთი ათასი წლის განმავლობაში, მათ სტეპის მოსახლე მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ხალხები აგებდნენ. ამ ხალხებიდან ყველაზე უძველესებზე ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით და თვით მათი სახელებიც კი უცნობია ჩვენთვის – მათ ხომ დამწერლობა არ გააჩნდათ; მათი უფრო ცივილიზებული თანამედროვეები კი მათზე არაფერს ამბობენ თავიანთ ჩანაწერებში. არქეოლოგები მათ საფლავების ძირითადი კონსტრუქციების მიხედვით შერქმეული სახელებით მოიხსენიებენ: „მეორმოები“ , „კატაკომბელები“, „მკაფველები“. მათ შემცვლელებად მოვიდნენ: სკვითები, სავრომატები, სარმატები, ჰუნები, პეჩენიგები, ხაზარები, ყივჩაღები...

თემის უბრალო წევრებს, შეიძლებოდა, მხოლოდ პატარა გორაკები რგებოდათ, ბელადთა ყორღანების სიმაღლე კი ზოგჯერ ოც მეტრს აღწევდა. მსხვილ ყორღანთა უმეტესობაში, რომლებიც სტეპებში დღესაც მოსჩანს, ათობით ადამიანი იყო დამარხული. ძალიან ხშირად ერთ ყორღანს არაერთჯერადად იყენებდნენ, მაგალითად, ტომი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ყოველწლიური ერთი და იმავე მარშრუტით მომთაბარეობდა, იქ დამარხულ ადამიანებთან მათ ახალგარდაცვლილ ნათესავებსა და თანამებრძოლებსაც კრძალავდა. ზოგჯერ კი სხვის ყორღანებს მოსულები იყენებდნენ. მაგრამ, საკმაოდ ხშირად, არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ყორღანში ნაპოვნი რამდენიმე ადამიანის ნეშტი ერთად იყო დაკრძალული.

ყირიმის სივაშისპირა ყორღანებში ბრინჯაოს საუკუნის ნამარხების რვა პროცენტი ერთობლივია და ძალზე ხშირია წყვილად დამარხული მამაკაცი და ქალი. არქეოლოგებს ყოველთვის არ ძალუძთ, განსაზღვრონ, სად არიან დამარხული ის ადამიანები, რომლებიც ერთდროულად გარდაიცვალნენ და სად – ის ერთი მათგანი, რომელიც მსხვერპლად შესწირეს „მთავარ მიცვალებულს“, რათა თან ხლებოდა მას საიქიოში. თუმცა ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ის ჭრილობები, რომლებიც მიცვალებულებს თავზე აქვთ მიყენებული. ძალზე ხშირად ასეთი ჭრილობების ნაკვალვევს ქალებში პოულობენ. რადგანაც ქალები მაინცდამაინც აქტიურად არ მონაწილეობდნენ საბრძოლო შერკინებებში, ასე დასახიჩრებული მიცვალებულებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს მსხვერპლშეწირვის კვალია. ზოგჯერ, ერთი მიცვალებული მამაკაცის ჩონჩხთან არქეოლოგები რამდენიმე ქალის ჩონჩხს პოულობენ.

ადამიანებთან, რომლებიც სტეპში მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარში და მეორე ათასწლეულის დასაწყისში სახლობდნენ ჩვენს ერამდე (არქეოლოგები მათ „კატაკომბელებს“ უწოდებენ), ძალზე ხშირად გვხვდება ერთ საფლავში რამდენიმე ადამიანის დასაფლავების ფაქტები. კატაკომბელები მიწაში ვიწრო გვირაბს თხრიდნენ და მის ერთ-ერთ კედელში, სულ ქვევით ჭრიდნენ დასამარხ საკანს – კატაკომბს. მასში ფენდნენ ჭილოფებს ან ტყავებს, რომლებზეც ცარცი და ოხრა იყო მოფრქვეული. აქ ათავსებდნენ აკლდამის მეპატრონეს, იარაღს, ავეჯეულობას, ჭურჭელს საკვებით და აქვე ათავსებდნენ იმ ადამიანთა სხეულებს, რომლებიც თან უნდა ხლებოდნენ თავიანთ ქმარს ან ბატონს უცხო სამყაროში. იმისთვის, რომ გარდაცვლილს ადვილად შეეღწია მიცვალებულთა სამეფოში, აკლდამაში დგამდნენ ჩარდახიან ეტლს, ზოგჯერ კი საბრძოლო ეტლსაც: უბრალო, ჩვეულებრივი მეომრებისთვის – თიხისას, ბელადებისთვის – ნამდვილს. შემდეგ კამერაში შესასვლელს კეტავდნენ ხის მორით ან ქვის ფილით და მთელ კონსტრუქციას აყრიდნენ მიწას, ხოლო მაღლა, ზედაპირზე მიწის ნაყარით საფლავის გორაკს აყენებდნენ.

დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ მარიევკის მახლობლად, არქეოლოგებმა დიდი ზომის (7 მეტრი სიმაღლისა და 80 მეტრი დიამეტრის) კატაკომბური კულტურის ყორღანი გათხარეს, რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ „ტიაგუნის სამარე” შეარქვა. ის აგებული იქნა ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულის ბოლოს. ყორღანი ეკუთვნოდა დიდგვაროვან და, როგორც ჩანს, გამოჩენილ მეომარს: მასში აღმოჩნდა ერთღერძიანი საბრძოლო ეტლი მთლიანი თვლებით – აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში ნაპოვნთა შორის ყველაზე უძველესი. ეტლის მფლობელი იყო 35-49 წლის მამაკაცი; მისი ჩონჩხი იდო იქვე, დასაკრძალ საკანში, სარეცელზე, რომელიც შედგებოდა საფენის, ბალიშისა და ცარცის ფხვნილისგან. მეომრის გვერდით იდო ისრის ბრინჯაოს ბუნიკი – შესაძლოა, ეს იყო ძალაუფლების ნიშანი. მიცვალებულის თანმხლები ადამიანები, როგორც ჩანს, ნაკლებად ღირებულად მიაჩნდათ – ისინი დანაწევრებული იყვნენ. არქეოლოგებმა ნახეს ძვლების გროვები, რომლებიც საშუალო ასაკის ქალსა და მამაკაცს ეკუთვნოდა. ეტლის გვერდით ბიჭის ჩონჩხს წააწყდნენ – როგორც ჩანს, მისი მოვალეობა იყო, მიეხედა ეტლისა და შესაბმელი ცხოველებისთვის. ბიჭს თავი მოკვეთილი ჰქონდა და კამერის შესასვლელში იდო.

скачать dle 11.3