კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

როჯერსი: არ დაელოდო უძრავი ქონების შეძენას. შეიძინე უძრავი ქონება და მერე დაელოდე.

ტვენი: იყიდეთ მიწა, მას აღარავინ აწარმოებს.

ბორელფელდი: ბრძენი დრო-ჟამს უსწრებს, გონიერი ფეხდაფეხ მისდევს, მზაკვარი ძარცვავს და უგუნური წინ, ფეხებში ეხლართება.

პოლი: მარტო სიღარიბეა ისეთი ტვირთი, რომელიც მით უფრო მძიმეა, რაც უფრო ბევრს  ჰკიდია.

ტოლსტოი: ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული, უბედური არ იქნება.

კიროსი: სულგრძელოვან კაცთათვის დავიწყება წამალია წყენისა.

დიუმა (შვილი): ის აზრი, რომ გენიოსობას საზღვარი აქვს და უგუნურებას კი არა, დროგამოშვებით საშინლად მაწუხებს ხოლმე.

დუკლო: სამნაირია უმეცრება. პირველია ცოდნა, მეორე – ცუდად ცოდნა იმისი, რაც იცის; მესამე – ცოდნა იმისი, რაც არ უნდა იცოდეს.

ბუასტი: რამდენი კაცი დამუნჯდებოდა ქვეყანაზე, რომ აკრძალული იყოს საკუთარი თავის ქება და სხვისი ძაგება.

ვეისი: ვინც ძალიან ბევრ ყურადღებას აქცევს იმას, რასაც სხვანი მასზე ლაპარაკობენ, ამხელს სისუსტეს თავისი ხასიათისა და არასდროს ბედნიერი არ იქნება.

უარონკერი: იყიდე უძრავი ქონება იქ, სადაც გზას მივყავართ, მაგრამ იყიდე მეტი იქ, სადამდე მიმავალი გზაც არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია, რომ გააჩინო.

ბერნე: დიდბუნოვან ადამიანთა შეცდომები უფრო მეტ ჭკუას გვასწავლის, ვიდრე ჭეშმარიტებანი წვრილმანებისა.

ბლესინგტონი: კაცი, რომელსაც არ ძალუძს თვითონ ამაღლდეს სულით, სხვის დამდაბლებას ცდილობს.

შილერი: საშუალო ბუნების ადამიანი თავის არსებობას იმით აღნიშნავს, რასაც ქმნის, დიდბუნებიანი კი – იმით, რაც თვითონ არის თავისთავად.

შაფო: ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს.

ფლეშიე: თუ გინდა, რომ ემსახურო საზოგადოებას, ჯერ გულიდან უნდა ამოიღო შიში არმოწონებისა.

სეგური: იშვიათია, რომ თავის შესახებ ჭეშმარიტების მოსმენა კაცს ეამოს.

სვიფტი: მედიდურობა იმდენად სიამაყის ნიშანი არ არის, რამდენადაც შეგნებაა საკუთარი არარაობისა.

სტივენსონი: ლომი ცხოველების მეფეა, მაგრამ შინაური ცხოვრებისთვის უვარგისი. ასევეა სიყვარული, ის ძალზე ძლიერი გრძნობაა, რომ ქორწინებას დაედოს საფუძვლად.

скачать dle 11.3