კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი“, ავტომატური მართვის კოლოფით აღჭურვილი. D სიჩქარეში რომ ვაგდებ, ავტომობილი ძიგძიგს იწყებს, ხანდახან კი, ქრება; იმ შემთხვევაში, თუ B-ში ჩავაგდებ, უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც იწყებს ძიგძიგს. ისე, თითქოს ხიდში რაღაცამ დაარტყაო. ძირითადად, ამ დისკომფორტს ავტომობილი გახურებამდე მიქმნის, გახურების შემდეგ კი – ნაკლებად. უამრავ ხელოსანთან ვიყავი. გამომაცვლევინეს „პადუშკები“, მართვის კოლოფის ზეთი, მაგრამ არაფერმა უშველა. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ სიჩქარეში გადართვისას, სიარულის დროს პრობლემა არ აქვს.

პასუხი: სავარაუდოდ, ეს ავტომობილის მაღალ ბრუნზე მუშაობის ბრალი იქნება. შეიძლება, ხელოსნებმა თქვენ, რომ ეს ძრავისა და სიჩქარეთა კოლოფის სამაგრი ბალიშების დაზიანების ბრალია, ან სიჩქარეთა კოლოფი არ არის მწყობრში. მაგრამ, თუკი თქვენს ავტომობილში სიჩქარეები ნორმალურად იცვლება, ამას არ უჩივით და დისკომფორტს მხოლოდ ძიგძიგი გიქმნით, ეს ძრავის მაღალი ბრუნის ბრალია. ანუ, მაშინ, როდესაც ქარხანა-მწარმოებლის მონაცემებით, ნეიტრალურ სიტუაციაში, თქვენი ძრავა წუთში 0,7 ათას ბრუნს უნდა აკეთებდეს და შედარებით სწრაფად ბრუნავს, მის დასარეგულირებლად საჭიროა, საწვავზე სისტემების ხელოსანს მიმართოთ.

კითხვა: შემიძლია იაპონიიდან A კლასის „მერსედესის,“ „A160-ის“ ჩამოყვანა, საკმაოდ იაფად, რადგან მარჯვენასაჭიანია. შესაძლებელი იქნება თუ არა საჭის მარცხენა მხარეს გადმოტანა და რა დაჯდება ეს? ამასთანავე, მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს?

პასუხი: შეიძლება, ვიღაც შეგპირდეთ, რომ სულ რაღაც 1 000 დოლარად საჭეს მარცხნივ გადმოგიტანენ და ეს წინადადება თქვენთვის საკმაოდ მიმზიდველი იყოს. მაგრამ ასე მარჯვენასაჭიანი მანქანა შეგრჩებათ, რადგან 1 000 დოლარად მას ვერ შეგიცვლიან. რეალურად, A კლასის „მერსედესი“ საქართველოში ისე ხშირად არ გვხვდება, რომ მისი საჭის გადმოტანისთვის საჭირო დეტალები იაფად და იოლად იშოვოთ. თუ ამ დეტალებს ევროპაში შეიძენთ, მაშინ ის ისეთი ძვირი დაჯდება, რომ ამ ფასად პირდაპირ ევროპულ ვერსიას შეიძენთ. ხოლო თუ თქვენ შედარებით იაფი ალტერნატივა შემოგთავაზეს, ანუ ტორპედოს დაჭრა და მისი ხელახალი შეწებება, გათბობისა და გაგრილების სისტემების კუსტარული  გადაკეთება, მაშინ არჩევნის გაკეთება მოგიწევთ: გეყოლებათ A კლასის „მერსედესი“, რომლის სალონს ერთი თვალის შევლებითაც ემჩნევა, რომ იაფი დაგიჯდათ ან ამჯობინებთ სრულფასოვან A კლასის მანქანას. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ვერავინ მოგცემთ იმაზე მეტ გარანტიას, რასაც ქარხანა-მწარმოებელი იძლევა.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო“ განიერი დისკებითა და საბურავებით. ეს ავტომობილი იმიტომ ვიყიდე, რომ ხშირად რაიონში, უგზოობის პირობებში მიწევს სიარული და ვიფიქრე, გამომადგება-მეთქი. მაგრამ, თოვლიან ამინდში მომიწია რიკოთის უღელტეხილის გადალახვა და ჩემდა გასაოცრად, ბევრი მსუბუქი ავტომობილი ჩემს ავტომობილზე ნაკლებს ბუქსაობდა, თოვლიან და ყინულიან გზის საფარზე უკეთესად მანევრირებდა. იქნებ ამიხსნათ, რატომ ხდებოდა ეს. მაშინ რა პლუსი აქვს „ჯიპის” ტიპის ავტომობილს?

პასუხი: თქვენს ავტომობილზე აშკარად დაყენებული გაქვთ ზაფხულის ასფალტირებული გზის საფარის საბურავები და მანქანაც მხოლოდ იმის ხარჯზე ახერხებდა თოვლიან და ყინულიან საფარზე გადაადგილებას, რომ „ჯიპის” ტიპის იყო. ზამთარში საჭიროა, სპეციალური, ზამთრის საბურავები დააყენოთ. გარდა იმისა, რომ მის შემცველობაში გაცილებით დიდი რაოდენობით რეზინია, ვიდრე კაპრონი, საკმაოდ ვიწროცაა. სწორედ ამის ხარჯზე ახერხებს ის თოვლის საფარის გარკვეულ სიღრმემდე გაჭრას და მოდების პოვნას.

скачать dle 11.3