კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შექმნა ტერორისტული ჯგუფი „ზა სტალინა“, რომელიც ხრუშჩოვის ლიკვიდაციას გეგმავდა

გენერალური მდივნის კორტეჟმა, რომელიც ხუთი მანქანისგან შედგებოდა, დილის 8 საათსა და 45 წუთზე შემოუხვია სანაპიროდან და კრემლისკენ სპასკის შესასველის მიმართულებით გასწია. ხრუშჩოვი მესამე მანქანაში იჯდა. უეცრად, გზის მარცხენა მხრიდან ჯერ ყუმბარმტყორცნის გასროლის ხმა გაისმა, შემდეგ კი ორი ტყვიამფრქვევი აკაკანდა. ჭურვი ხრუშჩოვის ჯავშნიან მანქანას უკნიდან მოხვდა, მაგრამ ვერაფერი დააკლო და მან სრული სვლით შეაღწია კრემლში. დაცვის მანქანები გაჩერდნენ და თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. თხუთმეტწუთიანი სროლის შემდეგ ხრუშჩოვის დაცვის ოთხი წევრი დაიღუპა, ხოლო, როდესაც ტერორისტებს ტყვიები გამოელიათ, სამივემ თავი აიფეთქა და მათ ასაყვანად გამოძახებული უშიშროების ექვსი თანამშრომელიც თან გაიყოლა. იმავე საღამოს, 1958 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე ნიკიტა ხრუშჩოვს ახალი სიურპრიზი ელოდა: როდესაც საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი დიდი თეატრის სამთავრობო შესასვლელში შედიოდა, თეატრის რიგითი თანამშრომლის უნიფორმაში გამოწყობილი  მამაკაცი გადაეხვია და თავი აიფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი  იყო, რომ ოცი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ჩვიდმეტი კი მძიმედ დაიჭრა. აფეთქებიდან ხუთიოდე წუთში კრემლში, ხრუშჩოვის კაბინეტში, ზარის ხმა გაისმა და, ყურმილი რომ აიღეს, ბოხმა ხმამ ჩაილაპარაკა: „ნიკიტა სერგეევიჩ, ხუთი წუთის წინ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა თქვენი ორეული ააფეთქა საკუთარ თავთან ერთად”...                   

კრემლის წინ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ ხრუშჩოვი ცოფებს ყრიდა და დამნაშავეების პოვნასა და მათ სადისტურად დასჯას მოითხოვდა. „ისინი საქონლის ხორცივით უნდა დაკიდო კაუჭებზე და ცხელი შანთით ამოუწვა თვალები და გულ-ღვიძლი!” – გაჰკიოდა შეშინებული ხრუშჩოვი და კაბინეტში წინ და უკან დარბოდა. მთელი უშიშროება ფეხზე დადგა და სხვადასხვა ვერსიაზე ერთდროულად დაიწყეს მუშაობა. ერთ-ერთის თანახმად, ტერაქტი, შესაძლოა, სტალინის მომხრეების მიერ იყო განხორციელებული და დიდი ბელადის მავზოლეუმიდან გადასვენებას აპროტესტებდა. ამ საქმეზე რამდენიმე უწყება ერთდროულად მუშაობდა, მაგრამ საერთო კორდინაციას უშიშროების გენერალ-მაიორი ივან როშჩინი ახორციელებდა. სწორედ მან წამოაყენა სტალინისტების ვერსია და იმავე საღამოს დარწმუნდა მის სისწორეში. დაკითხული თვითმხილველების თქმით, უნიფორმიანმა კამიკაძემ, რომელიც ხრუშჩოვის ორეულს ჩაეხუტა, აფეთქების წინ დაიყვირა – „ზა სტალინა” და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰკრა ხელი დეტონატორს. როშჩინისავე მოფიქრებული იყო ორეულის გამოყენების იდეა – ჩანს, მან წინასწარვე ივარაუდა, რაც მოხდებოდა. მიუხედავად მოსალოდნელი დიდი მსხვერპლისა, როშჩინი წამითაც არ შეუწუხებია სინდისს. ის არაფერზე დაიხევდა უკან, ოღონდ  ეს საქმე  გაეხსნა. გენერალი როშჩინი განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი და სადიზმის გამო სტალინმა ის ციხეში გამოამწყვდია. ამიტომ, სასტიკ გენერალს განსაკუთრებით სძულდა სტალინი და მის მომხრეთა გამოაშკარავების საქმეს გაათმაგებული ენერგიით მოჰკიდა ხელი. ორივე ტერაქტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კრემლთან ხრუშჩოვზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ: ვადიმ ნოსოვი, პეტრე მეშკოვი და იური კასიანოვი, დიდ თეატრში კი ევგენი მოროზოვმა აიფეთქა თავი. ოთხივე ტერორისტი განსხვავებული პროფესიის ადამიანი იყო, მათ მხოლოდ ის აერთიანებდა, რომ ყველანი მეორე  მსოფლიო ომის მონაწილეები იყვნენ, თუმცა, ოთხივე სხვადასხვა ნაწილში იბრძოდა და არც აქედან შეიძლებოდა ჰქონოდათ ერთმანეთთან კავშირი. ასე ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ როშჩინი სულ სხვაგვარად ფიქრობდა – ის დარწმუნებული იყო, რომ მალე მიაგნებდა სხვა კამიკაძეებსაც და ყველას ერთად დააპატიმრებდა. „ეტყობოდათ, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. ეგენი დამაჭერინა და მათი წამება ჩემზე იყოს,” – თავისთვის ფიქრობდა როშჩინი.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახური ოცდაოთხსაათიან რეჟიმზე იყო გადასული, რომ ეს ტერაქტი გაეხსნათ, ორი თვის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წაიწიეს წინ. ჩეკისტები ნებისმიერ საეჭვო პირს თუ მოვლენას აკვრიდებოდნენ და გამოუძიებელს არ ტოვებდნენ, მაგრამ, უშედეგოდ. როშჩინი გაცოფებული იყო და თავის ხელქვეითებს გაციმბირებით ემუქრებოდა „უქნარებო! – ყვიროდა ის, ცხვირწინ ტერორისტები მოქმედებენ, თქვენ კი დოყლაპიებივით დაგიღიათ პირი!” სასტიკი გენერალი მართალი იყო, რადგან, მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოს სააგარაკო დასახლებაში, სტალინის მომხრეებს ნამდვილი ლაბორატორია ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ტერაქტებისთვის საჭირო სხვადასხვა იარაღს ამზადებდნენ. აგარაკი თადარიგის მაიორს, მეორე მსოფლიო ომის გმირს, პეტრე ჯაფარიძეს ეკუთვნოდა. ჯაფარიძე სამხედრო აკადემიის ლექტორი იყო და სტუდენტებს საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდა. თავგადაკლული სტალინისტი ვერ იტანდა ხრუშჩოვს და მისი მოძულეებისგან შექმნა ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც „ზა სტალინა” დაარქვა. ჯგუფის მიზანი ხრუშჩოვის განადგურება იყო. მათ სჯეროდათ, რომ ხრუშჩოვის ლიკვიდაციის შემდეგ ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც სტალინის რეაბილიტაციას მოახდენდნენ. ორი განუხორციელებელი ტერაქტის შემდეგ პეტრე ჯაფარიძემ ახალი ოპერაცია დაგეგმა, რომელიც ძალიან რთული შესასრულებელი იყო, მაგრამ, თითქმის ასპროცენტიანი წარმატების გარანტიას იძლეოდა.

მაისის შუა რიცხვებში მოსკოვში ორი ადამიანი დაიკარგა: ახალგაზრდა ინჟინერი მაქსიმ ზარეცკი და მცირე თეატრის გრიმიორი სტეპან ზალცმანი. ორივე პეტრე ჯაფარიძის ჯგუფმა მოიტაცა, ოდინცოვოში გამოამწყვდია და ხრუშჩოვის წინააღმდეგ დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის მომზადებაში ჩართო. ზარეცკის, როგორც ნიჭიერ რადიოინჟინერს, დისტანციური ნაღმები უნდა მოემზადებინა, ზალცმანს კი ტერორისტების გარეგნობა უნდა შეეცვალა. ჯაფარიძის გაანგარიშებით, დისტანციური ნაღმი ერთ-ერთ ქუჩაზე, მანქანაში უნდა ჩაემონტაჟებინათ და იმ დროს აეფეთქებინათ, როდესაც იქ ხრუშჩოვის კორტეჟი გაივლიდა. სათადარიგო ვარიანტის მიხედვით კი, ხრუშჩოვის ერთ-ერთი საჰაერო მოგზაურობის წინა ღამით, ტერორისტებს მისი მფრინავი, ვასილ ბუგაევი უნდა მოეტაცებინათ და ის გრიმიანი ტერორისტით შეეცვალათ, რომელიც ხუშჩოვს პირადად მოკლავდა. ეს ფუნქცია თავად პეტრეს  ჰქონდა დაკისრებული, რადგან ის ისედაც ჰგავდა ბუგაევს. უშიშროებამ გრიმიორისა და ფიზიკოსის გაუჩინარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. მათი აგენტები ამ კუთხითაც გააქტიურდნენ და, როშჩინის პირადი მითითების საფუძველზე, რადიო და თეატრალურ მაღაზიებში გამოჩენილ ყველა საეჭვო მყიდველს უთვალთვალებდნენ. როშჩინის ვერსიით, გაუჩინარებული ადამიანები, შესაძლოა, ტერორისტებს ჰყოლოდათ გატაცებული საკუთარი მიზნების მისაღწევად და ის არც შემცდარა. მალე როშჩინის ხალხი ტვერის ბულვარზე მდებარე ერთ-ერთ აგარაკს მიადგა. საეჭვო აგარაკის შესახებ მალევე შეაგროვეს ინფორმაცია და პეტრე ჯაფარიძის სახელი ამოტივტივდა. როდესაც ეს ინფორმაციაა გენერალ როშჩინს აცნობეს, მას თვალები გაუბრწყინდა და თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა: „აი, ქართველიც გამოჩნდა! დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტების ბუდეს მივაგენით!“ ჯაფარიძის აგარაკს ორი კვირა უთვალთვალა უშიშროებამ და მხოლოდ ამის მერე შევიდნენ შიგნით. სახლში მხოლოდ სამი ტერორისტი იმყოფებოდა, სარდაფში მოწყობილ ლაბორატორიაში კი დატყვევებული რადიოინჟინერი და გრიმიორი აღმოაჩინეს. ხუთივე დააპატიმრეს და მოსკოვში წაიყვანეს. მეორე დღეს პეტრე და დანარჩენი ხუთი ტერორისტიც შეიპყრეს. სასამართლო, რომელიც დეკემბერში გაიმართა, დახურული იყო და მასზე მსჯავრდებულების ახლობლებიც არ დაასწრეს. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ცხრა ტერორისტთან ერთად დახვრეტა გრიმიორსა და რადიოინჟინერსაც მიუსაჯეს. ოპერაცია „ნიღაბი” ჩაიშალა და ამაში უდიდესი წვილი როშჩინს მიუძღოდა, რომელსაც ხრუშჩოვმა ორი რიგგარეშე ჩინი უბოძა და გენერალ-პოლკოვნიკობა მიანიჭა. მაგრამ ახალგამომცხვარი გენერალ-პოლკოვნიკი ერთი კვირის შემდეგ საკუთარ სადარბაზოში შუბლგახვრეტილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯგუფ „ზა სტალინას” უცნობმა წევრებმა მოკლეს.

скачать dle 11.3