კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თაყაიშვილი

მამაკაცის საკუთარი სახელი თაყა შუა საუკუნეებიდან გვხვდება.

„თაყა-ნაზირი, მოწმე იარალის მიერ მელიქსეთაშვილისთვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა“ (1683 წელი).

„თაყასგან ნასყიდი პარტახტი ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს“ (1550-1570 წლები).

თავადი (მებატონეები) თაყაიშვილები სათავეს იღებენ ბარათაშვილებიდან. ბარათაშვილ-თაყაიშვილები იხსენიებიან 1661 წლიდან.

თაყაიშვილები ჩანან ანდრონიკაშვილებთანაც: „თაყაიშვილი-ანდრონიკაშვილი ანდრია“.

თაყაიშვილებიდან წარმოშობილებად ჩანან ქვემო ქართლში თაყინაშვილები, თაყნიაშვილები. ასევე, თაყაიშვილებიდან გაჩნდა გვარი თაყაძე.

სალუქვაძეების გვარიდან მომდინარეობენ თაყაიშვილები. გურიაში თაყაიშვილები სახაზინო აზნაურები ყოფილან.

დაფიქსირებულია, ასევე, გვარები: თაყოშვილი, თაყუაშვილი.

საქართველოში 197 თაყაიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 126, ბორჯომში – 18, კასპში – 10. არიან სხვაგანაც.

გადაბაძე

გადაბაძე მცირერიცხოვანი გვარია. 1840 წელს, საბჭოს აღწერაში, რაიონებსა და სოფლებში გვარი გადაბაძე დაფიქსირებული არ არის.

წინაპართა გადმოცემით, გადაბაძის წინარე გვარი ყოფილა გარდაფხაძე. სვანეთიდან მათი წინაპარი მესისხლეობას გამოჰქცევია, სოფელ ტვიშში დასახლებულა და გვარის ფორმა შეუცვლია.

გარდაფხაძე დიდებული გვარია. სუფიქსი ფხა/ფხე ქალის სახელზე მიანიშნებს. გვხვდება სხვა გვარებშიც.

საქართველოში 112 გადაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 52, ამბროლაურში – 23, ლანჩხუთში – 15. არიან სხვაგანაც.

კუჭაიძე

გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – კუჭა.

ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, გვარი მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანს, მაგრამ, არქიტექტონიკის მიხედვით, ის მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

მეთხუთმეტე საუკუნის ერთ საბუთში, რომელიც „მეჭურჭლედ წოდებულ ხელისუფალს“ ეხება, ვკითხულობთ: „... დაგიწერეთ და მოგახსენეთ დაწერილი ესე მე, კუჭაისძემან მიქაელ და ჩემმან ძმისწულმან და ჩემმან შვილმან ცოტნე და გოგიამან, შვილთა და მომავალთა ჩემთათა, თქვენ ხევსა და ბალსა ზემოცა და ატკვერს ქვემოთაც, მას ჟამსა, ოდეს სეტიასა მოვედი... და მოგახსენეთ და შევწირეთ უფნაშის მონასტერი სეტისა მთავარმოწამესა, მისითა შესავლითა ყოვლითა, მთითა, ბარითა, გლეხითა, ველითა, სამართლიანითა მზღვრითა, მკვიდრად და სამამულოდ... აწ რაგვარიც თქუენგან შეწყალებულსა მართებდეს, თქუენსა მეჭურჭლესა მართებდეს... არა გავნოთ, არა გიღალატოთ, და თუ ესე დაწერილი საქმეთა არ გაგითავდეთ – თქვენი ხელი და მეჭურჭლეობა, რაიცა მთავარმოწამისათვის შემომიწირავს თქუენ ხევსა დაგრჩომოდეს“ („სვანეთის საისტორიო ძეგლები“).

მეთხუთმეტე საუკუნის ერთ „დაწერილში“ ჩანს, რომ გლეხები ჰყოლია უფნაშის (სოფელ აცის) მონასტერს, რომელიც კუჭაისძეთა კუთვნილებას შეადგენდა.

ივანე ჯავახიშვილს საყურადღებო საბუთი აქვს აღწერილი, რომელიც იმერეთის მეფე ალექსანდრეს ეხება. იქ მოთხრობილია, რომ რაჭა-ლეჩხუმის თავადს, სარგის ჯაფარიძეს, კუჭაისძესა და ლაშხიშვილს, შურისძიების მიზნით, სვანეთის მცხოვრებთათვის შვიდი წლით სრული გზა შეუკრავთ. უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ სვანებს დადიანის შუამავლობით მეფე ალექსანდრესთვის დახმარება და შველა უთხოვიათ.

მეორე საბუთის მიხედვით, სვანეთში კუჭაიძეთა და ჯაფარიძეთა შორის მტრობა ჩამოვარდნილა. სრულიად საქართველოს დაყოფამ ცუდად იმოქმედა მხარეებზე: გაწყდა ეკონომიკური კავშირები, მოიშალა სავაჭრო გზები. მესხეთის ჩამოშორებამ დანარჩენ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეუსუსტა, ხოლო სვანეთივით მიყრუებულ კუთხესაც კი, როგორც სვან ჯაფარიძეთა და კუჭაიძეთა მტრობის შესახებ ცნობებიდან ცხადი შეიქმნა, იმერეთ-გურიისა და ქართლ-კახეთის გარეშე ადამიანური ცხოვრება არ შეეძლო.

კუჭაიძე მოიხსენიება სვანთა და ჯაფარიძეთა შორის სასისხლო დავის გარიგების წიგნში, 1503 წელს.

„კუჭაიძე კაციასგან უყიდია გაენათელ ნიკოლოზწმინდელ გედეონ ლორთქიფანიძეს მაჭუტოური მამული“, – აღნიშნულია გედეონის მიერ გაენათის ღმრთისმშობლისთვის მიცემულ შეწირულობის საბუთში, 1664 წელს.

საქართველოში 170 კუჭაიძე ცხოვრობს: თბილისში – 102, დუშეთში – 15, თეთრი წყაროში – 10. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

скачать dle 11.3