კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

იპოვნე შენი მამაკაცი

 

თქვენი პირადი ცხოვრება არ აეწყო... ნერვიულობთ და განიცდით... ლამის მთელი სამყარო დაადანაშაულოთ საკუთარ უიღბლობაში. მაგრამ, იქნებ თავად იქმნით დაბრკოლებებს ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე?! მარტო დარჩენის შიში ქალში უფრო ძლიერია, რადგან მას ბუნებრივად აქვს განვითარებული ბიოლოგიური ინსტინქტი – გახდეს დედა! ამიტომ, აქტიურად ეძებს მეწყვილეს სერიოზული ურთიერთობისთვის. როგორი ჭკვიანი, წარმატებული, ლამაზი, მამაკაცის ყურადღებით განებივრებულიც არ უნდა იყოს ქალი, მაინც სჭირდება გვერდით მამაკაცი. ამაში არაფერია დასაძრახი. მამაკაცებს უყვართ ხოლმე თქმა – ყველა ქალი ერთნაირია; ყველა ქალს გათხოვება უნდაო და ეს ასეც უნდა იყოს. ყველაფერი და მათ შორის ბალანსიც ბუნებაში, მაშინ აირევა, როცა ქალებს ოჯახის შექმნა, გათხოვება აღარ მოუნდებათ. ქალი ცდილობს, იპოვნოს თავისი მამაკაცი – ის, ვისგანაც იყოლიებს შვილებს, იგრძნობს თავს დაცულად და საიმედოდ. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ აღწევს მიზანს. ხან მხოლოდ ჰგონია, რომ იპოვა, მერე იმედი უცრუვდება... ერთი სიტყვით, ეძებოს... დიახ, უნდა ეძებოს... აუცილებელია, იპოვოს ერთადერთი – მისი მამაკაცი... სხვანაირად, ვერც მამაკაცები იგრძნობენ თავს ბედნიერად. ისინი ხომ ნატრობენ – იპოვოს ქალმა და შეიყვაროს!

ქალებმა კი უნდა იცოდნენ, ყველაზე ხშირად თავად არიან საკუთარი ბედნიერების ხელის შემშლელები.... შეუცნობლად, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც...

ქალში გაუაზრებელი, ფარული შიშიც ბინადრობს – რომ მას იმედი გაუცრუვდება... რომ მიატოვებენ და ატკენენ... ეს ცხოვრებაა, რომელიც ისეთი უნდა მივიღოთ, როგ ორიც არის... შეცდომისგან არავინაა დაზღვეული. მთავარია, შეცდომის გაანალიზებამ „ჩვენს მამაკაცამდე“ მიგვიყვანოს!

 

რჩევა მამაკაცებს

 

თუკი გაწყენინებენ, მამაკაცის სიძლიერე იმაშია, ამ წყენაზე მაღლა დადგეს და მაშინვე სამაგიეროს გადახდაზე არ იფიქროს. 

ბოღმა ვნებს ჯანმრთელობას და ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში. მით უმეტეს, დაბოღმილ მამაკაცს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. ბუნებრივიც არის – როცა შურისძიებაზე ფიქრობ, შენი მომავალი ნათელი და დიდებული ვერ იქნება. მოიშორეთ ტვირთი ზურგიდან და ბოღმის ლოდი – გულიდან. იფიქრეთ მხოლოდ პირად წარმატებაზე, რასაც ვიღაცასთან ჯიბრი კი არა, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობა და გამოყენება სჭირდება. მიიხედ-მოიხედეთ გარშემო. ბევრი იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენი ყურადღება, მზრუნველობა სჭირდება. არ მოითხოვოთ არაფერი იმ სითბოსა და სიყვარულის სანაცვლოდ, რომელსაც გაიღებთ. ნუ იქნებით ჭირვეული. ნუ იქნებით წუწუნა – კაცს სხვა რამ უხდება და მოეთხოვება.

კიდევ ერთი რჩევა – არასდროს ილაპარაკოთ ბევრი პირად გრძნობებზე... არ მოყვეთ თქვენი თავგადასავალი ფერადოვნად და ხატოვნად... არც სხვების აზრს მიანიჭოთ განსაკუთრებული ყურადღება. სიტყვას ფასი მაშინ აქვს, როცა ის ღირსეული ადამიანის ენით ითქმევა. ამიტომ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ რას ლაპარაკობს. ჭორების აყოლა მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ...

 

მიიღე სიამოვნება 

 

ვერასოდეს იქნება ბედნიერი ის, ვინც არ იცის, როგორ მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან. ბევრი არაფერია საჭირო, მთავარია, ისწავლო დაფასება იმ ყოველდღიური წვრილმანებისა, რომელთა ერთობლიობაც გვაბედნიერებს. დაიწყეთ იმით, რომ ხშირად გაიცინეთ. სურვილი არა გაქვთ?! თუკი მოინდომებთ, ღიმილის საბაბს აუცილებლად იპოვით. დიდი ხანია, ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ღიმილი აუმჯობესებს გუნება-განწყობას. გარდა ამისა, ქალი რომელიც იღიმება, ორმაგად სასურველია მამაკაცისთვის.

პატარ-პატარა სიამოვნებანი და სიხარულები არა მარტო გვიუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, არამედ, საკუთარი თავისადმი რწმენასაც გვმატებს. „მე მინდა“ – სულაც არ არის ცუდი. შეიძლება, ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ეგოიზმი კარგი არ არის, რომ საკუთარ თავზე ბევრი არ უნდა იფიქრო, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ახლობელი ადამიანი, მეგობარი... მაგრამ, თურმე, ეს არ არის სწორი. თუ თავს სიურპრიზებს არ მოუწყობთ,  არ გაანებივრებთ და არ გაახარებთ, მაშინ ვერც სხვის გაბედნიერებას შეძლებთ – ეს უკვე დამტკიცებულია. მხოლოდ გახარებულ, პოზიტიურ ტალღაზე მყოფ ადამიანს შესწევს უნარი, სხვაც „მომართოს“ ბედნიერებისთვის, მით უფრო, როცა საუბარია ქალზე – ენერგიის, სიხარულის, პოზიტივის წყაროზე...

მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებისგან – დაინახეთ და დააფასეთ ელემენტარული მიღწევები და წარმატებები და, ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ...

 

აკრძალული ილეთები

 

პარტნიორთან ყველა ჩხუბობს – ამის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელი და თითქმის შეუძლებელია. ფსიქოლოგები იმასაც ამტკიცებენ, ჩხუბიც სასარგებლოა და კამათიცო... მაგრამ, მთავარია, როგორ იჩხუბებ და იკამათებ. თუ არ გამოიყნებთ „აკრძალულ ილეთებს,“ ჩხუბით ქორწინების არათუ არ დაანგრევთ, გაამყარებთ კიდეც მას.

საკუთარი გრძნობებისა და შიშების შესახებ საუბარი საკმაოდ რთულია; მით უფრო რთულია შეცდომის ხმამაღლა აღიარება. ბევრად ადვილია მის მიმართ პრეტენზიების გამოხატვა და ყველაფერში დადანაშაულება, მაგრამ, ეს უკვე აკრძალული მეთოდია... 

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: კამათი, როცა არ იყენებ „აკრძალულ ილეთებს“, ქორწინებისთვისაც და ურთიერთობისთვისაც მხოლოდ პოზიტივია!

როგორც არ უნდა მიველტვოდეთ ჰარმონიას ოჯახში, უთანხმოებას თავიდან მაინც ვერ ავირიდებთ – ამის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს. არასტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში, ცხადია, ოჯახშიც ამწვავებს არასტაბილურ ფონს: გროვდება ნეგატიური ემოციები, დუღილის ტემპერატურაც იმატებს და, სწორედ ამ დროს გვჭირდება მხარდაჭერა ყველაზე ახლობელი ადამიანისა, მაგრამ ამას არ ან ვერ ვიღებთ, ვბრაზობთ, ვნერვიულობთ,  ვიწყებთ პრეტენზიების აშკარად წაყენებას, იმის მაგივრად, რომ, უბრალოდ, ვთხოვოთ ან ავუხსნათ, რა გვინდა, რით ვართ უკმაყოფილო. არავითარი ბუნტი – ეს თქვენვე დაგაზარალებთ და ვერაფერს მიიღებთ, გარდა ნერვიულობის  მორიგი ულუფისა – გამოიჩინეთ გონიერება, დათმეთ და, სამაგიეროდ,  მიიღეთ ორჯერ უფრო მეტი – ეს რეალურია!

скачать dle 11.3