კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა გამონაკლისი დაუშვეს გერმანელებმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მათ რიგებში მებრძოლი ქართველების მიმართ მადლიერებისა და პატივისცემის გამოსახატავად

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში საქართველოში არაერთი გერმანული ოჯახი სახლობდა. მათი ნამოსახლარები დღემდეა შემორჩენილი აქა-იქ. თუ როგორ და რა მიზნით აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში, რამდენი გერმანული კოლონია არსებობდა ჩვენს ტერიტორიაზე და რატომ შეწყდა მათი არსებობის ხანა ქართულ მიწაზე, ამაზე ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვესაუბრება:

ვაჟა კიკნაძე: პირველად გერმანელები რუსეთში ჩნდებიან 1762 წელს, როდესაც ეკატერინე მეორემ გამოსცა სპეციალური მანიფესტი – ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ უფლება ეძლეოდათ გერმანიიდან გადმოსახლებულებს რუსეთის იმპერიაში დასახლებულიყვნენ. აი, ამის შემდეგ უკვე, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ჩნდებიან ისინი საქართველოში.

– რა იყო მათი მიგრაციის მიზეზი? 

– აქ წამოსული გერმანელების ჯგუფი განეკუთვნებოდნენ, ეგრეთ წოდებულ სეპარატისტებს, ოღონდ „სეპარატისტები” არა დღევანდელი გაგებით, არამედ რელიგიური გაგებით. „სეპარატისტები” წარმოადგენდნენ პროტესტანტული რელიგიის განშტოებას და ამდენად, ისინი მიუღებელნი იყვნენ პროტესტანტებისთვისაც. 

– რატომ?

– იმიტომ რომ, მათი მოსაზრების მიხედვით, მალე უნდა მომხდარიყო მეორედ მოსვლა. ყველა, ვისაც გადარჩენა უნდოდა, მეორედ მოსვლის დროს უნდა ყოფილიყო კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს. ეს იყო ამ რელიგიური მიმდინარეობების ერთ-ერთი ძირითადი დებულება. რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ, მათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში დასახლება. 

მთავარი მოძღვრები, ვინც წამოუძღვათ და ვინც ქადაგებდნენ, რომ მეორედ მოსვლისას, კავკასიაში, არარტის მთასთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, იყვნენ: ბენგელი და შტილინგი.

– როდის გამოჩნდნენ გერმანელები პირველად საქართველოში?

– პირველად გერმანელი კოლონისტები საქართველოში გამოჩნდნენ 1817 წლის 21 სექტემბერს. სულ იყო 31 ოჯახი – 186 სული. მათი პირველი დასახლება იყო სართიჭალაში, რომელსაც დაარქვეს მარიენფელდი, ანუ მარიამის სოფელი. 

მომდევნო წელს, 500 კოლონისტი ჩამოვიდა კიდევ საქართველოში. შემდეგში კიდევ. ამჯერად მარტო სართიჭალაში აღარ განაწილდნენ, შეიქმნა 5 ახალი გერმანული დასახლება. ერთი თბილისში – კუკიაზე, დღევანდელი მეტრო „მარჯანიშვილის” მიდამოებში, სადაც 51 ოჯახი დასახლდა. მეორე – ალექსანდრესდროფი დაარსდა დიდუბეში, დღევანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოებში. დღესაც არის რამდენიმე მათი სახლი შემორჩენილი ამ ტერიტორიაზე. ამ სახლებს გამოარჩევს მაღალი ქედი და ბრტყელი კრამიტის სახურავები. გერმანელთა მესამე დასახლებას წარმოადგენდა პეტერსდორფი. ეს იყო მარიენფელდისგან მოშორებით, ანუ ისევ სართიჭალის მიდამოებში. მეოთხე გერმანული დასახლება კი გახლდათ – ელიზავეტტალი, სადაც 65 ოჯახი დასახლდა. ის მდებარეობდა დღევანდელი ასურეთის ტერიტორიაზე. ასურეთში გერმანელებმა ბრწინვალე დასახლება მოაწყვეს. გააკეთეს მოკირწყლული ქუჩები,  ჯაჭვებით გამოყვეს გაზონები, წყალი გამოიყვანეს... საერთოდ, ყველგან, სადაც კი დასახლდნენ, ცდილობდნენ, რომ მიმოსვლის საშუალებებიც კი მოეწესრიგებინათ, რა მიზნითაც ელექტროფიცირებულ მცირე ტრამვაის აგებდნენ. თუ საშუალება იყო, ადგილზე აშენებდნენ ელექტორსადგურებს. შემდეგი, ანუ მეხუთე გერმანული დასახლება ეკატერინენფელდი იყო. იქ 116 ოჯახი ბინადრობდა და ბოლნისის ტერიტორიაზე მდებარეობდა. შექმნეს სასეირნო ბაღი, თავიანთი ეკლესია ააგეს, სასწრაფო დახმარება, კლუბი, მომავალში კი საფეხბურთო გუნდიც კი ჰყავდათ იქაურებს...

– რას საქმიანობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელები?

– ისინი აქტიურად მისდევდნენ სოფლის მეურნეობას. გარდა ამისა, აწარმოებდნენ ლუდს, რძეს, კარაქს და კარტოფილის მოყვანაც დაიწყეს. მათ ჩამოსვლამდე მასობრივად არ იყო საქართველოში გავრცელებული კარტოფილი. გერმანელებმა ნამდვილად ჩამოიტანეს  და გაავრცელეს ჩვენში კარტოფილის განთქმული ჯიშები.

– ამ ხუთი გერმანული დასახლების გარდა, სხვა აღარ დაარსებულა შემდეგში?

– როგორ არა. დროდადრო კიდევ ჩამოდიოდნენ გერმანელები საქრთველოში საცხოვრებლად, მაგალითად, 1840 წელს. მათ აბასთუმანთან სურდათ დასახლება და ნება არ მისცეს, რის შემდეგაც გადანაწილდნენ მანამდე არსებულ გერმანულ კოლონიებში. 1884 წელს სოხუმთან დააარსეს კიდევ გერმანული დასახლებები – ნაიდორფი და გრატენბერგი. 

– როგორი ურთიერთობა ჰქონდათ გერმნელებს ადგილობრივებთან?

– გერმანელები მშრომელები იყვნენ, თუმცა ადგილობრივებთან და იმპერიის ხელისუფლებასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მათი ჩვევები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ამის გამო, ნაკლებად კონტაქტობდნენ. გაუგებრობა ხშირი იყო მათ შორის. რაც შეეხება სამეფო ხელისუფლებასთან დაძაბულობის მიზეზს, ხელისუფლება ცდილობდა, აქაური გერმანელების შიდა სარწმუნოებრივ საქმეებში ჩარეულიყო და ამ მიზნით, აიძულებდნენ, აეღოთ რუსული პასპორტები, ისინი კი არ იღებდნენ და მათი არგუმენტი იყო ასეთი: აქ იმიტომ გადმოვსახლდით, რომ თავისუფალნი ვიყოთ, ჩვენი რელიგიური შეხედულებების მიხედვით ვიცხოვროთ და არა ისე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება გვიკარნახებსო.

რატომღაც გერმანელებს მეაბრეშუმეობა არ იზიდავდათ, უფრო ვენახს პატრონობდნენ. ასურეთში – ელიზავეტტალში, მათი საყვარელი ყურძნის ჯიში, ერთ-ერთმა ასურელმა გერმანელმა დღეს ხელმეორედ ააღორძინა. ის მობრუნდა წინაპრების ნამოსახლარზე. ეცადა, რომ იგივე არქიტექტურული სტილი შეენარჩუნებინა. დღესაც იქ ცხოვრობს და ღვინოს აწარმოებს იმ ვაზიდან, რომელიც მაშინ იყო მოშენებული. 

საინტერესოა, რომ გერმანელებმა წალკაში ააგეს ყველის ქარხანა. ერთ-ერთმა მეწარმემ, კუჩენბახმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ააგო მინის ქარხანა, ერთ-ერთი პირველი კავკასიაში. ქარხანა წელიწადში 300 ათას ღვინის ბოთლს, 200 ათას ლამფის შუშას უშვებდა, რაც დამერწმუნებით, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. უშვებდნენ სააფთიაქო შუშებს, მინის სურებსაც...

ღვინის წარმოება კარგად აითვისეს გერმანელებმა. არის მონაცემები, რომ მაგალითაც, ეკატერინენფელდში წელიწადში 150 ათას ვედრო ღვინოს აწარმოებდნენ.  ესეც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

შემდეგში საქართველოში იხსნება გერმანული „სიმენსისა” და, „პალსკეს” ფილიალები. 

– რა ადგილას?

– თბილისსა და ბოლნისში იყო „სიმენსის” ფილიალები. თუ რას აწარმოებდნენ ისინი საქართველოში, ძნელი სათქმელია. შეიძლება, ვივარაუდოთ იმის მიხედვით, რაც დღეს გერმანელთა მიერ დატოვებულ სახლებშია – სოფლის მეურნეობისთვის საჭირო უამრავი იარაღის სახით, რომლებიც დღესაც სამუშაო მდგომარეობაშია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრებმა გერმანელებმა მანგანუმისა და სპილენძის წარმოებშიც მიიღეს მონაწილეობა დასავლეთ საქართველოში. ჰქონდათ თავისებური თვითმმართველობა. ყველა დასახლებას ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი, ამორჩეული მოსახლეობის მიერ. მას შულცი ერქვა. შულცი გვარიცაა, ამ შემთხვევაში კი, თანამდებობის პირის სახელია. 

არაჩვეულებრივად ჰქონდათ მოვლილი საფლავები წარწერიანი ქვით, რომლებიც დღესაცაა მცირე რაოდენობით შემორჩენილი ბოლნისში, სართიჭალასა და მარნეულის მახლობლად, თამარისში.

– რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივი გერმანელები პირველი მსოფლიო ომის დროს?

– გაუჭირდათ, იმ გაგებით, რომ ამ პერიოდში ანტიგერმანული განწყობა იგრძნობოდა. თუმცა, მაინც დამოუკიდებელი საქრთველოს მთავრობა ცდილობდა, რომ არ შეექმნა მათთვის დამატებითი პრობლემები. მათი გაზეთი „კავკაზიშე პოსტე” ამ დროსაც განაგრძობდა გამოსვლას. ცნობილია, რომ გერმანელებისგან ეს იყო კეთილგანწყობა, თუ დაფასება ქართველების მიმართ, რაც იმაში გამოიხატა, რომ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გერმანელებმა გააკეთეს გამონაკლისი იმ ქართველებისთვის, ვინც მათ რიგებში იბრძოდა. ასეთ ქართველებს ჰქონოდათ ორდენები, არა გერმანული, არამედ თამარის სახელობის ორდენი, რომელიც არსებობდა 1915-1916 წლებში, გერმანულ ჯარში მებრძოლი ქართველების დასაჯილდოებლად. 

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გერმანული კოლონიებისთვის სასარგებლო დადგენილებები, რითაც მათ ავტონომია და თვითმმართველობა შეუნარჩუნდათ. მაგრამ, 1918 წელს გერმანელების საკმაო რაოდენობა გასულა საქართველოდან, თუმცა 1921 წელს ახალი ტალღა ჩამოდის ვოლგისპირეთის გერმანული დასახლებებიდან. ვოლგისპირეთში, ადრევე, ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის ბრძანებულების შესაბამისად, ბევრი გერმანელი დასახლდა და ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ იქ. ოციან წლებში, ჯერ კიდევ მოდიან რუსეთის ტერიტორიიდან გერმანელები საქართველოში საცხოვრებლად. თუმცა, ეს, ალბათ, ბოლო ტალღა იყო. ოცდაათიან წლებში, მათ იგემეს ახალი რეჟიმის სიმძიმე. შეეზღუდათ დამოუკიდებლობა, წარმოება გაურთულდათ, შედეგად მათმა დიდმა ნაწილმა ისტორიულ სამშობლოში (გერმანიაში) დაბრუნების ნებართვა მოითხოვა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. სამაგიეროდ, 1942 წელს, მასობრივად გაასახლეს ძალიან მძიმე პირობებით შუა აზიაში. ბევრი მათგანი გზაში დაიხოცა. გადარჩენილების ნაწილი 1980-1990-იან წლებში დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. საქართველოში ისინი დარჩნენ, ვინც ქორწინებაში იმყოფებოდნენ ადგილობრივებთან. ასე დასრულდა საქართველოში გერმანული კოლონიების არსებობის ხანა.

скачать dle 11.3