კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეკომენდაციები სტრესის შესამცირებლად

სტრესის ასარიდებლად და შესამცირებლად ადამიანები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, თუმცა რომელი გამოირჩევა ეფექტურობით ეს მკითხველმა თავად განსაჯოს.

სტრესის დაძლევის არაჯანსაღი სტრატეგიებია:

მოწევა;

ზედმეტი სასმელი;

პერმანენტული ჭამა ან უმადობა;

ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდი ხნით ზონირება;

ზედმეტი ძილი;

მედიკამენტების, საძილე აბებისა  და ნარკოტიკების გამოყენება;

პროკრასტინაცია (procrastination – დაყოვნება, შემდეგისთვის გადადება); 

სტრესის გადატანა გარეთ, გაბრაზება და ძალადობა.

 

სტრესის დაძლევის ჯანსაღი სტრატეგიები:

1. დაელაპარაკეთ  ოჯახის წევრებსა  და მეგობრებს.  დაურეკეთ ახლობლებს, ესაუბრეთ და გაუზიარეთ თქვენი გრძნობები, სიხარული და იმედი.

2. ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში – სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას. აქტიური ადამიანები ფსიქიკური ფუნქციონირების დაკარგვისა  და დეპრესიის  დაბალი  რისკით გამოირჩევიან.

3.  შეცვლა და მიღება: დაიმახსოვრეთ, ცხოვრების  ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში შეიძლება სხვადასხვაგვარი ცვლილებისა და    სიახლის  შეტანა,  მიღება და გათავისება.

4. სიცილი: არ მოერიდოთ ხმამაღალ სიცილს, თუნდაც მარტო იყოთ და უყურებდეთ კომედიას. სიცილი გაიძულებთ   კარგად იგრძნოთ  თავი   და თავისებური თერაპიის საშუალებაა.

5. სწორი ძილი: შეეცადეთ, შეასრულოთ ძილის 6-8 საათიანი ციკლი. ძილი და ღვიძილი  იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ  სიფხიზლეში ორგანიზმის  ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია „წინამორბედ ძილზე” და, პირიქით – ძილი მგრძნობიარეა სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლის მიმართ, რომლებიც ღვიძილის დროს მუდმივად მოქმედებს ორგანიზმზე.

6. შეეცადეთ,  ნაკლებად აღელდეთ და ინერვიულოთ: თუ თქვენი სამზარეულო არ არის დალაგებული, როგორც იტყვიან, ამით „მსოფლიო არ მთავრდება”; ის, შესაძლოა, მოგვიანებითაც მოაწესრიგოთ,  ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი და ინტელექტუალური  საქმეები შეასრულეთ.

7. გაცემის პრაქტიკა: დაეხმარეთ ახლობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს.   გაითვალისწინეთ, რომ სხვისი დახმარებით საკუთარ თავსაც ეხმარებით და გარკვეულ თერაპიას ასრულებთ.

8. შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა  და პოზიტივი: გონებაში ატრიალეთ ფრაზები: 

„მე შემიძლია, გავაკეთო,” ან – „ყველაფერი ამუშავდება”. კარგად  გაიაზრეთ, რომ საკუთარ თავზე ნეგატიური წარმოდგენა, სტრესს აღრმავებს, დადებით კი ხელს უწყობს მის კონტროლს.

9. წონის კონტროლი: ხანგრძლივი სტრესის პირობებში ძლიერდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავება, რომელიც მადის გაძლიერებას იწვევს. ხშირად, უარყოფითი ემოციების დათრგუნვის და ნერვული დაძაბულობის მოხსნის მიზნით ადამიანები უზომოდ მიირთმევენ და, აქედან გამომდინარე,  სტრესთან ბრძოლაში კვების სწორ რეჟიმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

10. ახალი ამბების ნაცვლად – მუსიკა: თუ სამსახურიდან სახლში დაძაბული მიხვალთ,  სტრესის შესამცირებლად უმჯობესია, მუსიკას მოუსმინოთ: დატოვეთ მეზობელ ოთახში მობილური და ჩართეთ  საყვარელი მელოდია.  

შეხედეთ სტრესულ სიტუაციას მთლიანობაში, დაფიქრდით მის პერსპექტივაზე და შეაფასეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის თქვენთვის ერთი თვის შემდეგ. კარგად გააანალიზეთ  და, თუ პასუხი უარყოფითი   იქნება,   თქვენი დროისა და ენერგიის ფოკუსირება სხვა მიმართულებით წარმართეთ.

ამბობენ, რომ დღე, როდესაც, რაიმე ახალს არ გაიგებ, დაკარგულიაო. ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, პატარა ნიუანსებს მაინც შეცვლით, სტრესის     დაძლევასთან დაკავშირებით, ახალსაც გაიგებთ და მე, მისი ავტორი, ჩავთვლი, რომ ეს დღე არ დაგიკარგავთ.

 

ექიმი ფსიქოთერაპევტი;  ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „პერსონა”

скачать dle 11.3