კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ნუთუ სიმართლეა?

 

ფსიქოლოგებს ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად მიაჩნიათ, რომ ქალები მამაკაცებზე ადვილად და სწრაფად ეგუებიან მარცხს სიყვარულში. მათ ამაში ძლიერი იმუნიტეტი და გარემოსთან შეგუების მაღალი მაჩვენებელი ეხმარებათ. როგორი სერიოზული ურთიერთობაც არ უნდა დაენგრას, ქალს მაინც შესწევს უნარი, ფენიქსივით აღდგეს ფერფლიდან, მით უფრო, სწრაფად ივიწყებს ფლირტსა და ხანმოკლე სასიყვარულო ინტრიგას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი ქალს ძალიან მძიმე შეიძლება ჰქონდეს – ისტერიკით, ცრემლებით, ნერვიულობით გაჯერებული. თუ მამაკაცი ჩუმად არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მშვიდად ეგუება მომხდარს. პირიქით, ორჯერ უფრო მეტად განიცდის. გარდა ამისა, ქალს ახასიათებს შურისძიების, სამაგიეროს გადახდის სურვილიც და ქმედებაც. თუ ქალი მოახერხებს რევანშს, ის მშვიდდება და სწრაფად „იხსნება“ ახალი ურთიეთრობისთვის. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, ქალები მალევე ცდილობენ, შემცვლელი მოუძებნონ წასულს; მაშინ, როცა კაცები სიყვარულის დაკარგვის, სერიოზული ურთიერთობის დანგრევის შემდეგ გვიან მოდიან აზრზე. ანუ, ქალი ცდილობს, ახალი სასიყვარულო ურთიერთობით გამოიწვიოს მისგან წასული მამაკაცი, სინანული ჩაუნერგოს ასეთი დანაკარგისთვის. მამაკაცის ბუნება ხომ ასეთია – ქალი რომც აღარ უნდოდეს, თუკი მას სხვა მიაქცევს ყურადღებას და დაეპატრონება, ამას მაინც ძალიან განიცდის... 

 

მთავარი დაბრკოლება!

 

რატომ ხდება ისე, რომ ლამაზი, წარმატებული, ჭკვიანი ქალები არცთუ იშვიათად, პარტნიორის გარეშე რჩებიან. იმიტომ არა, რომ მათ ზედმეტი ამბიციები ან განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ მამაკაცის მიმართ. შეიძლება, არც უამისობაა, მაგრამ კიდევ არსებობს ერთი, სერიოზული მიზეზი – ქალების მიერ დაშვებული შეცდომა – დამალონ თავისი ჭეშმარიტი სახე. ამაში დამნაშავეა სტერეოტიპი – მცდარი მოსაზრება, რომ მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, რომლებიც რეალურ „მეს“ მალავენ და საპირისპირო სქესს ეთამაშებიან. შეუძლებელია, გახდე ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ ხარ – ვერ იქნები ყველასთვის მოსაწონი. ეს არც არის სასურველი. საზოგადოება შეიძლება ითხოვს რაღაცას, ან გვიყენებს მოთხოვნებს. შეიძლება, უნდა მოგვარგოს გარკვეულ ჩარჩოებს... მაგრამ ხელოვნურობა ადრე თუ გვიან მჟღავნდება. ყალბი არაფერია მუდმივი და საიმედო. მით უმეტეს, ვერ მოგიტანთ ბედნიერებას სიყალბეზე დამყარებული ურთიერთობა. სიყვარული უნდა გვათავისუფლებდეს და არ გვბოჭავდეს... ეს ქალები იმიტომ დარჩნენ მარტონი, რომ ბოლომდე ვერ ითამაშეს ან საერთოდ არ ითამაშეს რაღაც როლი, რომელიც საკუთარ თავს თავადვე მოუფიქრეს.

ქალს მოთხოვნილება აქვს, თავი სასურველ, საყვარელ, საჭირო არსებად იგრძნოს, მაგრამ ისეც ხდება, რომ გაურბის ზედმეტ სიახლოვეს – თავდაცვის ინსტინქტი არ უშვებს. მერე რომ გული ატკინონ?! ჯერ ერთი, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. ანუ, გარისკვა ღირს. ამიტომ ნუ დატოვებთ შეუმჩნევლად თქვენკენ მომართულ ყურადღებიან მზერას... ან აღტაცებულ ნაპერწკალს მამაკაცის მზერაში... თუმცა, სიფრთხილეც არ არის ზედმეტი... ქალური ალღო ამ ყველაფრის გაანალიზების საშუალებას მოგცემთ და გადალახავთ მთავარ დაბრკოლებასაც...

 

ყურადღება! ვემზადებით...

 

გაზაფხული უკვე მოვიდა. შეიძლება, ამინდებით ამას ჯერ ვერ ხვდებით, მაგრამ კალენდარზე აშკარად წლის ყველაზე მშვენიერი დროა... ანუ, დროა, ვიზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე, რომელსაც ზამთარში ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევდით... შეიძლება, წონაც მივუშვით... საკუთარ თავს მოდუნების უფლება მივეცით... ზამთარში ტანსაცმელიც შედარებით ბევრი და უხეში ფაქტურის გვაცვია... მალე ბნელდება... კაცებსაც თითქოს ეზარებათ ფლირტი... გაზაფხულზე კი ყველაფერი რადიკალურად იცვლება – იღვიძებს ბუნება და მასთან ერთად, იღვიძებენ ჰორმონები, ემოციები, გრძნობები...

ზამთარში მოდუნება ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევთ და ეს კარგია, მაგრამ დროულად უნდა ჩადგეთ ფორმაში, თუ არ გინდათ, რომ მერე ინანოთ. დაიწყეთ ახლავე. უპირველესად, გამოაღეთ გარდერობი და ნახეთ, ეტევით თუ არა საყვარელ ტანსაცმელში – პიჯაკებში, ქვედაბოლოებში, კაბებში... მთავარია, დროულად აღმოაჩინოთ ზედმეტი კილოგრამები, რომ შემდეგ მასთან ბრძოლა არ გართულდეს. მიხედეთ თმასაც... გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა... შეგიძლიათ, ცოტა ფერიც შეიცვალოთ. კარგი იქნება, თუ  მასაჟს გაიკეთებთ... სახის მოვლაც არ დაგავიწყდეთ.... სცადეთ მაკიაჟში ახალი ტონები და ახლებური სტილი... ერთი სიტყვით, გაიკეთეთ ყველაფერი, რომ გაზაფხულს სათანადოდ მომზადებული, განახლებული შეხვდეთ.

 

მეორედ სცადეთ...

 

ამბობენ, რომ ქალებში განქორწინებული მამაკაცები პოპულარობით სარგებლობენ. შესაძლოა, ასეც არის და კაცს, რომელსაც ერთხელ უკვე ჰყავდა ცოლი, შესაბამისად, ქალებთან ურთიერთობის ცოდნა დაუგროვდებოდა... გამოცდილებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა... მაგრამ მთლად ასეც არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. შეიძლება, ქორწინებაში ნამყოფი მამაკაცი შეჩვეულია ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ, რადგან ერთხელ გადაწყვიტა, თავი დაეღწია ცოლქმრული ბორკილებისთვის, მეორედ ძნელად გაყოფს უღელში თავს. თანაც, მამაკაცები ამბიციურები არიან და არ აღიარებენ შეცდომებს. სინამდვილეში, განქორწინებული მამაკაცი მძიმე შემთხვევაა. აქვს უამრავი პრობლემა – უხილავი თუ ხილული... საკმაოდ რთული ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვეტილების მიღებას ჩვეულებრივ მამაკაცზე გაცილებით რთულად ახერხებს. გარდა ამისა, ზედმეტად ეჭვიანი და ფრთხილია... ზედმეტად ემოციური... ჭირვეული, პრეტენზიული... ფსიქოლოგები საერთოდაც ამტკიცებენ, რომ მამაკაცი ახალი, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არის მხოლოდ პირველის დასრულებიდან ჩვიდმეტი თვის გასვლის შემდეგ – ეს მინიმუმია.

გახსოვდეთ ისიც, რომ, როგორც კი მამაკაცი ოჯახური უღლისგან ითავისუფლებს თავს, უმეტესობა მაშინვე ცდილობს – აუშვას, ბოლომდე აიწყვიტოს და დანაკლისი სრულად შეივსოს. ამიტომ, ნუ მოიტყუებთ თავს და პირველი ნუ შესთავაზებთ მამაკაცს, მეორედ სცადოს ტკბილი ოჯახის შექმნა თქვენთან. დაიცადეთ – ინიციატივა თუ მისგან წამოვა, მაშინ კიდევ გაქვთ შანსი, იპოვოთ თქვენი ბედნიერება მის გვერდით.

скачать dle 11.3