კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა მთელი გულითა და ემოციით გინება ძლიერმოქმედი მაგიური ფაქტორი და საკუთარი ჯიშის, გენისა და მომავლის დათარსვა

დაფიქრდით, რატომ შედიხართ სახლში გაუცნობიერებლად მარჯვენა ფეხით, რატომ გიკრძალავენ ახლობლები სახლში ობობის ან ჭიანჭველის მოკვლას, ოთახში სტვენას და ასე შემდეგ. ბევრს ეს ყოველივე ცრურწმენად მიაჩნია, მაგრამ ისე აქვს გამჯდარი, მაინც ითვალისწინებს. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ნანი ამბობს, ყველა ფაქტი და მოვლენა გარკვეული წინასწარმეტყველებაა. ასევე, გაუთვითცნობიერებლად და გაბრაზებულ გულზე წამოსროლილი გინებაც თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ის ძალიან საშიშია.

ნანი: არსებობს დაუწერელი კანონები და წესები, რომლებსაც ადამიანები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეუცნობლად ითვალისწინებენ. ზოგს წინაპრებისა თუ ახლობლებისგან გაუგია, რომ სახლში ობობის მოკვლა არ შეიძლება, რადგან სიღარიბის მომასწავებელია. არ შეიძლება ასევე, სახლში სტვენა, რადგან უფულობა იცის, მარცხენა ფეხით სახლის ზღურბლის გადაკვეთამ კი – უიღბლობა და კამათი. ბევრს ეს ყველაფერი ცრურწმენად მიაჩნია, მაგრამ თითქმის ყველა ითვალისწინებს. თუ დამიჯერებთ, ამ მითებსა თუ ცრურწმენებში, ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. თუ კარგად დააკვირდებით, ეს ერთგვარი წინასწარმეტყველებაც კია და ადამიანის მომავალზე ნამდვილად აისახება. 

– მეც გამიგია ბებიასგან, რომ ობობისა და ჭიანჭველას მოკვლა არ შეიძლება, თუმცა არასდროს დავინტერესებულვარ, რატომ. მაინც, რატომ არ შეიძლება?

– იმიტომ, რომ ობობას ოჯახში ფული შემოაქვს და იმაზე მიგანიშნებთ, რომ ახლო მომავალში რაღაც თანხა აუცილებლად მოგივათ. ჭიანჭველა კი, ბედნიერების და ბარაქის ნიშანია. თუ სახლში ობობა ან ჭიანჭველა ნახეთ, ჩემი რჩევაა, კარგად დააკვირდეთ. ცოტა ხანს უყურეთ, შემდეგ კი არ მოკლათ, გარეთ გაუშვით. 

– თუ გარეთ გავუშვებთ, ამით ბარაქაც გარეთ არ გაჰყვება? თან, ის ზოგ ადამიანში ზიზღს და შიშს იწვევს.

– რატომ გავა ბარაქა გარეთ? ობობის ან ჭიანჭველას სახლში გამოჩენამ, მიგანიშნათ, რომ ბარაქა სულ მალე გექნებათ და თან, თქვენ ხომ მას არ კლავთ? ისიც მართალია, ზოგს „დაუპატიჟებლად“ გამოჩენილი მწერები ბინაში ზიზღს და შიშს ჰგვრის, მაგრამ მისი მოკვლა მაინც გეკრძალებათ. დამიჯერეთ,  ის არც ისე საშიშია, როგორც თქვენ გგონიათ და თანაც, სახლში შემოსული გიწინასწარმეტყველებთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა ახლოსაა. უბრალოდ, მას რამდენიმე წუთით თუ დააკვირდებით, მადლობას გადაუხდით, ის ამას გრძნობს და როცა გარეთ გაუშვებთ, თან თქვენს ბარაქას არ გაიყოლებს. 

– მართალია, რომ ამბობენ, როცა ადამიანი იგინება, ის საკუთარ წარმატების კოდს ბლოკავსო?

– დიახ, ასეა და ვერც კი ხვდებიან, ამით საკუთარი წარმატების კოდს როგორ კეტავენ და ბლოკავენ. სწორედ, გინებით იბინძურებს ადამიანი საკუთარ ენერგეტიკულ ველს და ეს მისი წარუმატებლობის, უბარაქობისა და უიღბლობის მიზეზი ხდება. ბევრი ამბობს, თუ ხელი არ გემართება, ეს შენი სიზარმაცის ბრალია, ან ასეთი ბედისწერის ხარო. წარუმატებლობის მიზეზი კი, ეს ჩამოთვლილი ფაქტები კი არა, გაბრაზებულ გულზე, მამაპაპური შეგინება შეიძლება, აღმოჩნდეს. დააკვირდით იმ ადამიანების ბედსა და ცხოვრებას, ვინც ხშირად იგინება. რომელია მათ შორის ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი? ამით ენერგეტიკულ ველს იზიანებენ. 

– გამოდის, რომ გინება ადამიანის კარიერულ და პარტნიორულ თანაცხოვრებაზე ახდენს გავლენას?

– რასაკვირველია! მინახავს მამაკაცები, რომლებიც გამუდმებით ჩივიან, საკმაოდ გამოცდილებიც ვართ, ნასწავლები, წინდახედულები, მაგრამ ბიზნესში, ფულსა თუ საქმიან პარტნიორებში არ გვიმართლებსო. მათ საერთოდ არ იციან, რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს ამ წარუმატებლობას გინებასთან და ამით კი, საკუთარი ენერგეტიკული ველის დაბინძურებასთან. გადაშალეთ ნებისმიერი ეზოთერული ლიტერატურა და გადაიკითხეთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია, ადამიანისთვის მისსავე სიტყვას, მით უმეტეს, გაბრაზებულ გულზე შეკურთხებას. ასე რომ, ადამიანის უიღბლობას, თუნდაც კაზინოში, ტოტალიზატორსა თუ ნებისმიერ აზარტულ თამაშში, ასევე პირად ცხოვრებაში, ზეციური სასჯელით ვხსნით. თუმცა, რასაკვირველია, შემთხვევითობა ყველა ადამიანის ცხოვრებაშია და ერთ დღესაც, შეიძლება, ყველაფერი დავკარგოთ, ან პირიქით, ერთი იღბლიანი ლატარიის ბილეთის შეძენით, მილიონერები გავხდეთ. 

– არ დაგიმალავთ და ეს, უფრო, იღბლის საკითხი მგონია და არა ადამიანის კონკრეტული ქცევის.

– იღბალიც რასაკვირველია, გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ის უნდა გაააქტიუროთ თქვენი ქცევით. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, არის ერთი კონკრეტული, ძალიან იღბლიანი და ასევე, ძალიან უიღბლო დღე. თუ თქვენ ამ დღეს დაამთხვევთ კაზინოში წასვლას, ლატარიის ან ტოტალიზატორის ბილეთის ყიდვას, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალოს, ან სულაც თავზე დაგემხოთ სამყარო და სრულიად უქონელი დარჩეთ. ისე კი, შემთხვევითობა სხვა არაფერია, თუ არა, ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება, რომლის „მსხვერპლიც”, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ, აბსოლუტურად ყველა ვხდებით. თავს დატეხილი უბედურების ან ბედნიერების დროს, ყველაფერი შემთხვევითობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, სამყაროს კანონზომიერებას, რომელიც კონკრეტულად, ჩვენზეა გათვლილი.

–  ისეთი დროა, რთულია, ადამიანმა გაბრაზება, აგრესია თუ გინების სურვილი მოთოკო. მით უმეტეს ცხელ გულზე, არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით, მაგრამ არ შეიძლება, ამის გამო საკუთარი თავი დათარსო. გინებას, ისევე როგორც წყევლას, გარკვეულ დღეებში, დროსა და მომენტში, მაგიური ძალა აქვს. თუ ამ მომენტში სხვას აგინებთ ან უმისამართოდ იგინებით, ის ასმაგად და ათასმაგად გიბრუნდებათ. კაცი თუ მთელი გულით და ემოციით იგინება, ეს ძლიერმოქმედი მაგიური ფაქტორია და ამით საკუთარ ჯიშს, გენსა და მომავალს დათარსავს. ასეთ ადამიანს კი ხელიც ეცარება, პირად ცხოვრებაშიც უიღბლოა და კარიერაში ხომ ნამდვილ კრახს განიცდის. ეს მარტო კაცებს არ ეხებათ, რადგან, არც ერთ ქალს არ უხდება კაცივით გინება. თან, ყველაზე საშიშია ქალის გინება, რადგან მამაკაცის შეგინება არ არის იმდენად უბედურების მომტანი, როგორც ქალის. მერწმუნეთ, მას „გემრიელ” დაწყევლაზე დიდი ძალა აქვს და უფრო ძლიერი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც ადრესატის, ისე შემგინებლის მისამართით. ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაიბინძურებთ, ქალბატონებო, საკუთარი მომავლის ენერგეტიკას და ამით ბედ-იღბალს ნუ შეუქმნით საფრთხეს. ასევე, აზარტული თამაშების მოყვარულ მამაკაცებსაც ვურჩევ, საკუთარი ემოციები აკონტროლონ. რაც მეტს შეიგინებიან გაბრაზებულ გულზე, მით მეტს წააგებენ და მოგებაზე არც კი უნდა იფიქრონ. გაუმართლებლობის მიზეზი გინება და მასში ჩადებული ის ემოციაა, რასაც ადამიანი, გაბრაზებულ გულზე, სამყაროში გზავნის.

скачать dle 11.3