კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: რა იწვევს პროლაქტინის დონის კლებას? ორი თვის წინ მომეშალა მუცელი. სხვა ყველა ანალიზი ნორმაშია, პროლაქტინი კი მაქვს 1.75 (ნორმები 2,25-დან 22,5-მდეა).

პასუხი: პროლაქტინის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი შეიძლება იყოს: ჰიპოფიზის უკმარისობა, ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოფიზის აპოპლექსია (შიხანის სინდრომი), ჰიპერგლიკემია. ასევე, ზოგიერთი მედიკამენტი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მორფინი, კლონიდინი, დოპამინი, ალკალოიდები, ლევოდოფა და სხვა); პროლაქტინის დონის დაქვეითება ხდება, ასევე, მშობიარობის წინ. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას, პირველ ყოვლისა, ანალიზის ინტერპრეტაციას, ჩივილების გათვალისწინებით ახდენს ექიმი; გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს, წესების დაცვით მოხდა თუ არა ანალიზის ჩაბარება. ანალიზის ჩაბარება ქალების შემთხვევაში ხდება მენსტრუაციული ციკლის 1-3 დღეს (თუ სხვა მითითება არ არის). ანალიზი ბარდება დილით, უზმოზე, გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს სითბური მოქმედება, ფიზიკური დატვირთვა, ემოციური დაძაბულობა, ცხიმიანი საკვები, სქესობრივი ურთიერთობა, საუნა, ალკოჰოლი, სტრესი. ანალიზამდე 1 საათით ადრე არ შეიძლება მოწევა, ანალიზი უნდა ჩატარდეს მოსცდელ ოთახში 15-30 წუთი დასვენების შემდეგ. თუ ამ წესების დაცვით არ მომხდარა ანალიზის ჩაბარება, გაითვალისწინეთ მითითებები და ანალიზი გაიმეორეთ.

კითხვა: ერთი თვეა, ზურგის ერთი პატარა ნაწილი ამომებურცა და ის ადგილი მტკიოდა. ახლა აღარ მტკივა, მაგრამ, ოდნავ მაინც ამობურცულია. მეშინია, სიმსივნე არ იყოს. სამსახურიდან გამომდინარე, ზურგი დატვირთული მაქვს. მგონია, რომ გავცივდი კიდეც.

პასუხი: აღნიშნული წარმონაქმნი, სავარაუდოდ, ლიპომა ან ათერომაა, რომელთა მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ჩვენი რჩევაა, მიმართოთ ონკოქირურგს.

კითხვა: სიმპტომურად როგორ მიმდინარეობს დაავადება ინსულინომა, როგორ ხდება  მისი დიაგნოსტირება, როგორია მკურნალობის მეთოდები და განკურნებადია თუ არა ის?

პასუხი: ინსულინომა – პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულაკების – ბეტა-უჯრედების სიმსივნეა, რომელიც ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებს ინსულინს. ამ დროს სისხლში მკვეთრად მცირედება გლუკოზის დონე და ვითარდება ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. 

ინსულინომის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ სურათს, გამომდინარე იქიდან, რომ ინსულინომა მცირე ზომისაა, კვლევის ფიზიკური მეთოდები ნაკლებ ინფორმაციულია. ამ დროს შესაძლებელია ტოლბუტამიდის სინჯის გამოყენება, რომელიც ინტრავენურად შეყვანისას 20-30 წუთის შემდეგ 50 პროცენტზე მეტად ამცირებს გლიკემიის დონეს, მაშინ, როცა ჰიპოგლიკემიის სხვა გენეზის დროს ის 50 პროცენტს არ აღემატება. სინჯის მიმდინარეობისას გლუკოზის დონეს ყოველ 15 წუთში ერთხელ აკონტროლებენ. ინსულინომის მკურნალობა ქირურგიულია,  მანამდე კი მედიკამენტური მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ჰიპოგლიკემია: ინიშნება დიეტა და დიაზოქსიდი, რომელიც აბრკოლებს სიმსივნური უჯრედებით ინსულინის სეკრეციას.

скачать dle 11.3