კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ემუქრებათ მეოცნებეებს და როგორ ებრძვის ოცნება ადამიანის წარსულსა და მომავალს

„ეშმაკი ცდილობს, კაცმა ყურადღება არ გამოიჩინოს ღმრთისადმი, არ გამოავლინოს სიყვარული მის მიმართ. უმთავრესად, მეხსიერებაში ატივტივებს სხვადასხვა დაცემას, ახლახან და წინარე წარსულში გადახდენილს... ოცნებას მუდმივად იესოს სახელის მოხმობა უნდა დავუპირისპიროთ, ყურადღების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. ვაჟკაცურად უნდა იდგე ლოცვის დროს და არ იფიქრო არც კეთილ და არც ბოროტ ქმედებებზე“. საიდან წარმოიშობა ადამიანში მეოცნებეობა, რა შედეგს ტოვებს ის პიროვნებაზე, ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– სანამ უშუალოდ ოცნებაზე, მეოცნებეობაზე ვისაუბრებდით, მინდა, შეგახსენოთ მაცხოვრის იგავი საქორწილო სუფრაზე და მიწვეულ სტუმრებზე. ამ იგავში კარგად არის გადმოცემული ღვთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მისი სიყვარული. ეს იგავი ასე შეგვიძლია გავიგოთ: ღმერთმა ჩვენთვის გაშალა სუფრა,  ანუ მოგვცა სასუფეველი ამ ქვეყანაზე ძის მოვლინებით, ჩვენ საქორწილო სამოსი კი მაშინ შევიმოსეთ, როდესაც ნათლისღების საიდუმლო აღესრულა ჩვენზე, მაშინ როცა ნათელს იღებთ წმიდა სამების სახელით, მირონი გეცხოთ შუბლზე, სხვა ადგილებზე და შემდეგ მოძღვარი მიმრქმელებთან ერთად შემოგატარებთ ემბაზის გარშემო და ამბობს შემდეგ სიტყვებს: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათლეგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს”. ანუ ქრისტეშემოსილობა არის ქრისტიანობა და ყველა ჩვენგანმა მივიღეთ სამოსი თეთრი, რომელიც არის საქორწილო. მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთი ჩვენგანი დღეს არ ვართ მზად იმისთვის, რომ ეს სამოსელი იყოს დაულაქავი. დღესვე, რომ წარვდგეთ უფლის წინაშე, არ ვიქნებით მზად ამ ქორწილში მონაწილეობის მისაღებად, დასასწრებდ. ქორწილი – ეს არის სიმბოლო მაცხოვრის მეორედ მობრძანების, ხოლო ნეფე არის თავად იესო ქრისტე, რძალი უფლისა კი დედა ეკლესია, სადაც თქვენ მყოფობთ, მსხემობთ, არსებობთ და ფიქრობთ, რომ ყოველი აღსარება, ზიარება იყოს თქვენი დალაქული საქორწილო შესამოსელის განწმედა. მოძღვარი გეხმარებათ, რომ ჭუჭყი ამოიღოს თქვენი შესამოსელიდან, ხშირი აღსარება, გულწრფელი სინანული, ზიარება, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა კი წმენდს ადამიანის საქორწილო სამოსს. 

– რატომ, რა შეიძლება მოუტანოს ამ გრძნობამ ადამიანს? 

– სამწუხაროდ, ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული მკვდარი სარწმუნოება, რადგან როგორც კი ჩავვარდებით განსაცდელში, მწუხარებაში, სნეულებაში, მაშინვე ვკარგავთ ყველაფერს. დღეს ასევე, ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ცოდვა, ეს არის ოცნება, მეოცნებეობა, ფანტაზია და ასე შემდეგ. რით უნდა უმკურნალოს ადამიანმა მეოცნებეობას? მართლმადიდებელი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. თუ მისთვის ეს კარგია, მაშინ მას ღმერთი აუცილებლდ მოუმართავს ხელს. ადამიანი, რომელიც უძლურებაშია, ის მხოლოდ ოცნებობს და გარკვეული ცრუ იმდები აქვს. თუ რა არის ოცნება, ამის შესახებ გვასწავლის ეგნატე ბრიანჩანინოვი: ოცნება ეშმაკის ბრძოლოს ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ნახეთ, როგორ დაგვცინის ეშმაკი. ოცნება – ეს არის მისი ყველაზე მსუბუქი იარაღი, რითაც შეუძლია უძლური ადამიანი შეიპყროს. მეორე: დაკავშირებულია წარსულთან და მომავალთან. ჩვენი მდგომარეობაც ზუსტად ასეთია – ხან წარსულში ვართ გადავარდნილები, ხან მომავალში და აწყმოზე საერთოდ აღარ ვფიქრობთ. ანუ, ოცნება ებრძვის წარსულს, იქიდან იყენებს გარკვეულ მაგალითებს, რომ შენზე იმოქმედოს, შეგიყვანოს ოცნებაში, აწყმოზე არაფერს გეუბნება და გაოცნებებს, რომ მომავალში იქნება ასე, ან ისე. მესამე: კეთილ და ბოროტ საქმეებზე ოცნებისას ჩნდება სხვადასხვა აზრები. მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს კეთილ საქმეებზე, ზოგი – ბოროტზე. ანუ, ოცნება შეიძლება იყოს კეთილიც და ბოროტიც და ის იპყრობს ადამიანის გონებას, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს იესო ქრისტეს სახელის ხსენებას. ანუ როცა შენ ოცნებაში ხარ – წარსულში ან მომავალში, გავიწყდება იესო ქრისტეს სახელი, ოცნება პირდაპირ გაშორებს უფლის სახელის ხსენებასთან. ამიტომაც ხარ უძლურებაში, დაიმედებული. ღმერთმა იმედი არ მოგიშალოთ, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ იმედი სხვა რამეა, ხოლო ოცნება – სხვა. მინდა, შეგახსენოთ ანიმაციური ზღაპარი: გლეხისა და ერბოს შესახებ: გლეხი იპოვის ქილა ერბოს, წავა ოცნებაში: გაყიდის ერბოს, იყიდის წიწილებს, შემდეგ ხბოებს, რომლებიც გაიზრდებიან. შემდეგ კაცი ოცნებაში მოუქნევს სახრეს ხარს და გაუტყდება ქილა ერბო, რომლის იმედზეც იყო. ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც ასე არ დაგვემართოს. ჯერ ოცნებაში ვარდებიან სასულიერო პირები, შემდეგ საერო ხალხი. ანუ, მეოცნებობაც, ჩვენიდან, სასულიერო პირებიდან იწყება, რომელიც ნაყოფია ამპარტავნების და შემდეგ ეს აირეკლება ერშიც. რადგან ნათქვამია: რაც ბერია, ის ერიაო. 

– როგორ უნდა განეშოროს ადამიანი მეოცნებეობის ცოდვას?

– ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებს დავისესხებ: ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს და ოცნებებს აღძრავს. ხელს უწყობს დაცემილი ცხოვრების განახლებას. დააკვირდით აღგზნებულ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ყვირიან, გვეჩხუბებიან, გვლანძღავენ, გვიმტკიცებენ, რომ ბედნიერები ვართ და ამით სხვა ადამიანებშიც აღძრავენ ოცნებებს და ტყუილ, ფუჭ იმედებს. რაც შეეხება მეოცნებეობის წამალს: სიმდაბლე – ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტეს მიერ ცხონებას განაახლებს. და ბოლოს, გამოსავალი არის ლოცვაში და როგორ ლოცვაში, ამის შესახებ ისევ ამ დიდი მამის სწავლებას მოვიყვან, რომელიც 4 მუხლისგან შედგება. 1. თუ გინდა, ოცნებაში არ ჩავარდე, თქვი სიტყვები: მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ეს სიტყვები მოგეხსენებათ, რომ ეკუთვნის იოანე ოქროპირს, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქი იყო და ორჯერ, სამჯერ  გააძევეს, მაგრამ ის ოცნებაში არ ჩავარდნილა, არ მიკედლებია არც იმპერატორს, არც რომელიმე დიდ ოლიგარქს, ამბობდა: მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის. 2. ღმერთო, შენს წმიდა ნებას ვავედრებ ჩემს თავს, იყავ ნება შენი. ესე იგი, თუ გინდათ, თქვენში ღვთის ნება აღსრულდეს თქვით: იყავ ნება შენი, მე თანახმა ვარ, რომ ჩემზე შენი ნება აღსრულდეს. თუ როგორია ნება ღვთისა ამას უფალი დაგანახვებთ. ყველაზე საინტერესოა მესამე: უფალო, მადლობა ყველაფრისთვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის. ანუ, თუ რამის მოვლინებას კიდევ ინებებ ჩემთვის, წინასწარ ამაზეც გიხდი მადლობას – ნახეთ, რა ღრმა სულიერი ლოცვაა. მეოთხე: სამართლად ღირსი, რომელი ვიქნები  – მომეგების, მომიხსენე, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ანუ, მე მზად ვარ, როდესაც შენ მოხვალ, როგორც ის ავაზაკი, გევედრები: არ ვიქნები ოცნებაში, არ ვიქნები ამპარტავნებაში, ხიბლში, ცოდვაში და რა მდგომარეობაშიც ვარ, დიდება შენ, მადლობა შენ.  რასაც დაუშვებ მომავალში ჩემზე, ამისთვისაც დიდი მადლობა და როდესაც მოხვალ სუფევითა შენითა, მომიხსენიე სასუფეველში. 

 

скачать dle 11.3