კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვართ ერთი ოჯახის შვილების – ორი დის ნათლიები. შეგვიძლია თუ არა ერთმანეთზე დაქორწინება?

პასუხი: თუ არ ხართ ერთი და იმავე ბავშვის ნათლიები, მაშინ, შეგიძლიათ, დაქორწინდეთ.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მისი თანამდებობა ხელს უშლის ღვთიური კანონებით ცხოვრებასა და ეკლესიურობაში?

პასუხი: თუ თქვენი თანამდებობა ხელს გიშლით ღვთიური კანონებით ცხოვრებაში და თქვენი სულის ხსნას ეღობება წინ, უნდა დატოვოთ ეს თანამდებობა. ჯობია, იყოთ რიგითი მუშაკი, ოღონდ სული იხსნათ და თავი გადაირჩინოთ.

კითხვა: რით განსხვავდება ერთმანეთისგან ცოდვა და ვნება?

პასუხი: ცოდვას სხვა არსი აქვს, ვნებას – სხვა. ვნებებია:  გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და ასე შემდეგ. ცოდვა კი არის თვით ამ ვნებათა ზემოქმედება ჩვენზე. როდესაც ვინმე მათ აღასრულებს საქმით, ხორციელად იქმს ამას, რისკენაც უბიძგებს მას ვნებანი. ვნება შეიძლება გქონდეს, მაგრამ, არ იმოქმედო მისი კარნახით და შესაბამისად, ცოდვაშიც არ ჩავარდე.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მარხვის დროს მივიღოთ ისეთი საკვები, რაც სამარხვოა, მაგრამ ძალიან გვიყვარს და მისი მირთმევით დიდ სიამოვნებას ვიღებთ?

პასუხი: უმჯობესია, მარხვის დროს ასეთი საკვებისგან თავი შეიკავოთ. გემოთმოყვარეობა ცოდვაა, ხოლო გაძღომა კი ცოდვაა თვით სამარხვო კერძითაც კი.

скачать dle 11.3