კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იწინასწარმეტყველა თავისი მესამე ბედი „შავმა პრინცმა” ათი წლით ადრე და რატომ ვერ უგებს ის შვილებს

ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინ არის აკაკი ბაბუნაშვილიო, მხრებს აიჩეჩავს, მაგრამ, საკმარისია, ახსენოთ „შავი პრინცი” და გაეღიმებათ. მას ყველა ასე იცნობს. 43 წლის რეპერი, საკმაოდ პრინციპული და შრომისმოყვარე ადამიანია, თუმცა, ბოლო დროს, არსად ჩანს. რეპი, მისი ცხოვრების მთავარი სტიმულია და ის, რომ პირად ცხოვრებაში არ უმართლებს, ამასაც თავის პრინციპულობას აბრალებს.

– ბოლო დროს, არსად ჩანხარ, სად დაიკარგე?
– ქუთაისში ხმის ჩამწერი, ვიდეო და ქორეოგრაფიული სტუდია მაქვს. ასევე, ახალ ალბომზე ვმუშაობ. მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა დადის ჩემს სტუდიაში. ასე რომ, ქუთაისის კულტურულ განვითარებაში, მეც მიმიძღვის ჩემი წვლილი (იცინის). ის, რომ არ ვჩანვარ საზოგადოებაში, ასე მიმაჩნია საჭიროდ. კონცერტებზე გამოსასვლელად არ მცალია, ალბომს ვწერ. თან, რა ხდება და სად, რომ გამოვჩნდე? რაიონებში კი მეძახიან და ვჩნდები კონცერტებზე. მასშტაბური კონცერტები, მე კი არა, საქართველოში ვის უნახავს, ეს მითხარით.
– „შავმა პრინცმა”, რატომ დაირქვი „პრინციპი” და რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ?
– საკმაოდ პრინციპული ვარ და პრინციპი რომ არ გამაჩნდეს, 43 წლის ასაკში, ამ საქმეს არ გავაკეთებდი, მით უმეტეს, საქართველოში. ვის ეჰიპ-ჰოპება და ერეპება ჩვენთან? მე კი ჩემი პრინციპიდან გამომდინარე, მაქვს სურვილი, ვაკეთო ეს საქმე. თან, ბევრ ახალგაზრდასაც არ ჩამოვუვარდები. მე აგრესიულად არ გამოვხატავ პროტესტს რეპით და ჩემს გარეპვაში გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ „მოსულა”. დედის გინება რომ არ ახსენო სიმღერაში, პროტესტის გამოხატვის ამაზე უარესი ფორმაც არსებობს.
– დედის გინებაზე უარესი რაღა უნდა იყოს?
– მაგალითად ის, რომ არაადამიანი უწოდო ადამიანს. ისე, თუ არაადამიანია, გინდა აგინე და გინდა ამოუტრიალე სანათესაო, მისთვის სულერთია. შენ კი მის დონეზე არ უნდა დახვიდე. დედის გინებით უფრო აგრესიას თესავ, ვიდრე პროტესტს გამოხატავ. იმდენი საქმე მაქვს, სად მცალია დედის საგინებლად? ახალი „ძებნილების” ჯგუფი შეიკრიბა. ახალი თაობაა და მათი სიმღერების არანჟირებასა და თემატურ მომზადებასაც მე ვაკეთებ.
– ეს ქუთაისელი „ძებნილები” არიან?
– კი, ქუთაისელი „ძებნილები”. აბა, თბილისელები ძებნილები არ არიან, უფრო ქუთაისელები იძებნებიან (იცინის).
– რეპერები ცოტა რთული ხალხი ხართ. თქვი კიდეც, მე ჩემი პრინციპები მაქვსო. გყავდა სამი ცოლი, გყავს სამი შვილი და როგორც ვიცი, მათთან არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება გაქვს. პირადი ცხოვრებაც, საკუთარი პრინციპულობის გამო ვერ ააწყვე, თუ უბრალოდ, უიღბლო ხარ?
– რეპერები რთულები ვართ, მაგრამ არა უკარება. შეგვიძლია ადამიანი მივიღოთ, ჩავეხუტოთ, გული გავუხსნათ, მაგრამ რთული ხასიათი გვაქვს. სულ ფორიაქში ვართ. ჯერჯერობით სასურველი ადამიანი გვერდით არ მყავს, ამისთვის არ მცალია. თუმცა, სამი ცოლი მყავდა და სამი შვილიც მყავს. ჩემს ცხოვრებაში სამი დიდი სიყვარული იყო – გასამდა (იცინის). მეოთხე, ჯერ არ ჩანს, ალბათ კიდევ ერთი დიდი სიყვარული, წინ მელის. სიმართლე გითხრათ, გულნატკენი ვარ ცხოვრებაზე. ვერ ავაწყვე პირადი ცხოვრება. ეს ალბათ, ჩემი ბრალიცაა. მაშინ ვფიქრობდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, მერე მივხვდი რომ შევცდი. ალბათ, ოჯახისადმი ვერ ვიჩენდი საკმარის ყურადღებას.
– ანუ, საკუთარ თავს ადანაშაულებ?
– ყოველთვის ჩემს თავს ვადანაშაულებ, როცა საქმე პირადს ეხება. თუ სამჯერ არ გამიმართლა, ესე იგი, სამჯერ დავუშვი შეცდომა. ჩემთვის სიყვარული ყველაფერია. ზოგადად, ადამიანები მიყვარს და ჩემი საქმე. ალბათ, საქმიანობიდან გამომდინარე დავუშვი ის სამი შეცდომა, რასაც ვეღარ გამოვასწორებ. როცა ჩემი ყოფილი ცოლების სულში ჩავიხედე, უკვე გვიან იყო. თითო ცოლთან, თითო შვილი მყავს – ორი გოგო და ერთი ბიჭი. შვილებს შეძლებისდაგვარად ვხედავ და ვერ გეტყვით, ფანტასტიკური მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს-მეთქი. უფრო, არასტაბილური მამა ვარ.
– ამის გამო იყო, რომ შვილმა ქორწილში არ დაგპატიჟა?
– მოსკოვში ვიყავი, როცა გათხოვდა, მაგრამ შეყვარებული რომ ჰყავდა ვიცოდი. მის რჩეულს არ ვიცნობდი. მოსკოვში ვიყავი მარიამის ქორწილის დროს და თუ არ დამპატიჟა, ეს მისი გადაწყვეტილება გახლდათ. გული დამყწდა, მაგრამ რას ვიზამთ. დიდად არ მიყვარს ქორწილები, მაგრამ ხომ გავრეპავდი (იცინის). სხვათა შორის, მარიამმა ტელევიზორიდან გამიცნო. დაახლოებით, შვიდი წლის იყო, ტელევიზორში რომ მნახა და უთხრეს, ეს შენი მამააო. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით, თუმცა სანაქებო მამაშვილობა არც დღეს გვაქვს. ბიჭი ათი წლისაა, ბაჩანა, ბარბარე კი მეექვსე წელიწადშია ხშირად ვერ ვხედავ, ვერ ვიხსნები მათთან და მათთვისაც, არასტაბილური მამა ვარ. რა ვქნა, ასე გამოვიდა. შვილიშვილიც მყავს, 2 წლის და შვიდი თვის. სამწუხაროდ, მასთანაც ზედაპირული ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, რთული ცხოვრება მაქვს. ეს გარეგნულად არ მეტყობა და ბევრმა არ იცის. არასდროს მილაპარაკია პირადსა და ოჯახურ ცხოვრებებზე. ალბათ, ცოლებს უნდოდათ, სხვა კატეგორიის მამაკაცი ვყოფილიყავი, მაგრამ მე თავიდანვე სხვა პრინციპი მქონდა, ვერ გარდამქმნეს. ახლაც, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და ამისთვის ყველაფერი დავთმე.
– მართალია, რომ მოსკოვში, დღე ეკლესიაში მსახურობდი და ღამე კლუბებში რეპავდი?
– დიახ, მართალია. არასდროს მიფიქრია ქვეყნის დატოვება, მაგრამ რაღაც პერიოდი მომიწია მოსკოვში წასვლა. იქ ეკლესიაში ვიმსახურე წელიწადი და შვიდი თვე.  გასარეპად წავედი მოსკოვში და უფრო ახლოს გავიცანი ღმერთი. ათას ორას ცალ სასანთლეს ვწმენდდი ყოველ დილით. ღამით კი კლუბში რეპს „ვუბერავდი”. ეს მოძღვარმა იცოდა და კურთხევა მომცა. იცოდა, იქ ცუდს არაფერს გავაკეთებდი – არც მოვწევდი, არც დავლევდი და არც ქალთან „ვიგულავებდი”. ასე პატიოსნად ვიცხოვრე ის პერიოდი.
– შენი მესამე ცოლი, ბაბეტა, საკმაოდ ცნობადი სახე გახდა. პირველად შენთან ერთად გამოჩნდა და დღეს, ის უფრო პოპულარულია, ვიდრე შენ. არ მეთანხმები?
– ბაბეტა ჩემი მესამე ცოლი იყო და სხვათა შორის, საკმაოდ კარგად რეპავს და არა მღერის.  თვითონ რა გზაც აირჩია, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და მე ვერ ჩავერევი. ის ჩემი შვილის დედაა და ცუდს ვერაფერს ვიტყვი. სხვათა შორის, დღეს ის ბაბეტა არ არის, ვინც მე მიყვარდა. ისიც პრინციპული აღმოჩნდა, როგორც მე. სანამ მას გავიცნობდი და ოჯახს შევქმნიდი, მანამდე დავწერე სიმღერა „ბაბი – ჰიპ-ჰოპის დედოფალი”. წარმოვიდგინე გოგო, რომელიც მიყვარდა და დავწერე. გამოდის, რომ ჩემი მესამე ბედი, ათი წლით ადრე ვიწინასწარმეტყველე (იცინის). პრინციპულობასთან ერთად, ძალიან მომთხოვნი ვარ და ეტყობა, ამიტომ ვერ შედგა ჩემგან კარგი ქმარი და მამა. ცხოვრებაში ერთგული ქალი მჭირდება გვერდით და იმედია, ასეთს ვიპოვი.

скачать dle 11.3