კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესათავსებლები

ანუ ფიცი-მტკიცი

საქართველოს პერმიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენლის, ბ-ნი აბაშიძის, განცხადებამ, საქართველოში „ნატოს“ არანაირი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება და მხოლოდ სასწავლო ცენტრი იხსნებაო, ოპონენტებს ლამის ტანზე შემოახევინა და რისხვის ცუნამი გამოაწვევინა, რადგან ეს უპირობოდ შერაცხეს ქვეყნის ორიენტაციის (ამჯერად მხოლოდ პოლიტიკურის) ცვლილებად!
მაგრამ გასულ კვირას „ნატოს“ გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ბ-ნი აპატურაის  იმავე შინაარსის განცხადებას – „ნატო“ ალიანსის პარტნიორ ქვეყნებში ინფრასტრუქტურას არ ანთავსებსო, ფრიად მშვიდად შეხვდნენ (მომყავს ზემოხსენებული ბატონის ციტატა მტრების გასაგონად: „ჩვენ არ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში.“).
კერძოდ, ბ-ნმა აპატურაიმ ბრძანა, ჯერ ერთი, სამხედრო ბაზა საქართველოს კუთვნილებაა, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე დგას და, მეორე – ერთობლივი ის იქნება, რომ საქართველო და „ნატო” ერთობლივად შეადგენენ კალენდარს წვრთნების ჩასატარებლადო.
წვრთნები კი, როგორც გვპირდებიან, „დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიონალიზმის გაზრდასა და „ნატოსთან“ თავსებადობის ამაღლებაში.“ მეტიც, იმდენად თავმდაბალი პარტნიორი გვყავს, იმითაც კი შეგვაგულიანა, რომ „ნატოს“ პარტნიორებიც მიიღებენ სარგებელს საქართველოს გამოცდილების გაზიარებით.“ –
და, ბოლოს, ლამის დედაც დაიფიცა რფ-ის დასამშვიდებლად: „საწვრთნელი ცენტრი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის „ნატოს“ ბაზა, ჩვენ არ ვაშენებთ „ნატოს“ ბაზას საქართველოში!“
ჩვენ არ ვიცით, დაუჯერებს თუ არა აქეთ – ბ-ნ აბაშიძეს, იქით – ბ-ნ აპატურაის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა, თუ „ნატოს“ გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის ნათქვამს გავიხსენებთ („ცენტრი დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიონალიზმის გაზრდაში“) და დავამატებთ, რომ აქამომდე სამშვიდობო ოპერაციებისთვის ჩვენი სამხედრო ნაწილები იწვრთნებოდა კოალიციის სამხედრო ამოცანების შესასრულებლად, ვისურვოთ, რომ ამ ცენტრში მაინც, ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენივე სამხედრო საფრთხეეების გასანეიტრალებლად გაეწვრთნათ.

скачать dle 11.3