კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რატომ ეგონა ხალხს გიჟი ბაბი კირკიტაძე და რას გადაურჩა ის მშვიდობიანად

ბაბი კირკიტაძე, რომელიც მეორე კურსის სტუდენტია, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „შალვა რამიშვილის შოუში“. ის ჟურნალისტის როლს ასრულებს, რომელიც „შეკვეთილ სიუჟეტებს“ აკეთებს. გარდა ამისა, ბაბი სკეტჩ-შოუ „ერთხელ საქართველოშიც“ მონაწილეობს.

ბაბი კირკიტაძე: ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. საკმაოდ საინტერესო და რთული პროფესიაა, მე კი მიზიდავს სირთულეები, გამოწვევები. „იმედში“ მე უფრო მსახიობი ვარ, ვიდრე ჟურნალისტი – ვასრულებ ჟურნალისტის როლს. დადებითი კომენტარები კი იყო: კარგი ჟურნალისტიაო, მაგრამ მე მსახიობი უფრო ვარ, ვიდრე ჟურნალისტი. ბაღშიც, ზეიმზე სულ ვაკეთებდით რაღაცეებს, სერიოზული კონცერტებიც გვქონია სკოლაში, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
– სპექტაკლებსაც დგამდით?
– იყო სპექტაკლებიც, რამდენიმე როლი მაქვს შესრულებული. ძირითადად, ლოთი, გიჟი ქალების როლებს ვასრულებდი, თან, ბოხი ხმა მაქვს და კარგად ჯდებოდა. ნოდარ დუმბაძის გიჟი მარგო ძალიან მომწონდა. კარგი ქალია, გემრიელი და ამ როლის შესრულება საინტერესო იყო ჩემთვის. რადგან კარგი შეფასებები დავიმსახურეთ, ესე იგი მოეწონათ.
– მომიყევი, როგორ მოხვდი „შალვა რამიშვილის შოუში“?
– „ფესიბუქზე“ გამოცხადდა ქასთინგი: გვესაჭიროება გოგონებიო და ჩამოთვილილი იყო: არტისტულები... ასე შემდეგ და ბოლოს – მუსიკალური უნარით. ბოლო ფრაზამ მომხიბლა, ვიფიქრე: ხომ არ ვსინჯო-მეთქი. დედასთან ერთად წავედი ქასთინგზე, საკმაოდ ბევრი გოგონა დაგვხვდა. ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით. მეორე სართულიდან კი რაღაც ძალა ამ გოგონებიდან ზოგს ან დადებით პასუხს ეუბნებოდა, ან უარით უშვებდა, ძირითადად, უფრო უარით. ცოტა შემეშინდა. თავიდან მეგონა, რომ ქასთინგი იქნებოდა სცენაზე, „პუშკა“ გაანათებდა. ოცნებებში გადავიჭერი, მეგონა, მამღერებდნენ. შევედი და აღმოჩნდა, რომ გასაუბრება ერთი ერთზე მქონდა შალვა რამიშვილთან. გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა. რაღაცეები მკითხა, მე აქტიურად ვსაუბრობდი. საკმაოდ შინაურული საუბარი გვქონდა, რომ დაძაბულობა მომხსონდა და ჩემი შესაძლებლობები, რესურსი გამომევლინა. ერთი-ორი პერსონაჟი განმასახიერებინა, დამრტყმელი, კარგი პურის მჭამელი ქალი, თან, სადღეგრძელოებს რომ ამბობდა. საბოლოოდ, მოეწონა. ბევრი ვიქაქანე, ხან რა გავაკეთე, ხან რა... მითხრა: დაგიკავშირდებით, მომეწონეთო. მოკლედ, ეს იდუმალი ძალა აღმოჩნდა შალვა რამიშვილი. აღფრთოვანებული წამოვედი იქიდან, მოვფრინავდი, თან არავინ იცოდა ამის შესახებ, ჩემი და დედას გარდა – კონსპირაციულად წავედით და წამოვედით. ორ დღეში დამირეკეს, მივედი, უკვე ზვიოც დამხვდა, მაშინ მამღერეს პირველად – უი, ეს მღერისო, – გაუხარდათ. ესეც დადებითი ფაქტორი იყო. ამის შემდეგ დაიწყო სკეტჩები  „ერთხელ საქართველოში“, რომელშიც 4 გოგონა ვმონაწილეობდით „პროფილაქტიკის“ სცენებში. ვითამაშეთ, გადავიღეთ ილოსთან და ვაკაჭისთან ერთად, ჯერ არ გასულა. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენად კარგი გუნდია, იმდენად კომფორტულები არიან ილო და ვაკაჭი, რომ არ გამჭირვებია. თან, მათ გვერდზე გამორიცხულია, მოიწყინო. სულ მზად არიან, კარგი განწყობა შეგიმქნან. როცა ილო და ვაკაჭი არიან, 32 კბილი მაქვს გადმოყრილი. ილო უფრო ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არანაკლებია ვაკაჭი. რაღაც როლებს ირგებს ხოლმე და ერთობა ასე.
– კახელი საყვარლისა და ცოლის როლს მშვენივრად თამაშობ.
– თავიდან რომ მოვედი და გამაცნეს სცენა, რაღაც საყვარელი არ მომეწონა – პირდაპირ „საყვარელი“ გავიგე. მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან „საყვარელი“ არ უნდა ვყოფილიყავი. ზედმეტი ქმედებების გარეშე მომიწევდა ამ როლის თამაში. თუმცა იყო ილოსთან: ხელი გაწიე და ასეთი რაღაცეები, გავაგიჟე ხალხი. მაგრამ, როგორც პატარა გოგოს, მპატიობდნენ. მერე მომეხსნა კომპლექსები. ილო საყვარელია, ვაკაჭი – ქმარი. შესაბამისად, ილოსთან  უფრო იყო ისეთი სცენები, მაგრამ ილოც დამეხმარა – მოკლედ, ისეთი არაფერი ყოფილა. რაც მთავარია, ჭკვიანი ქალია, საყვარელი ტყუილად კი არ ჰყავს – „აიფონ 6“ უნდა, ტყუილად არაფერს აკეთებს, ყველაფრისგან გამორჩენა უნდა. ვაკაჭის საყვარელსაც კი არ ეჩხუბა, რაც ოქროული ჰქონდა, ყველაფერი დაახია და წაართვა. მე მომწონს. ჭკვიანი ქალია ნანიკო, ვგულშემატკივრობ, გამოქექილია. ჩვენი რეჟისორი – პაატა, ილო, ზვიო მეხმარებოდნენ კახური კილოს ათვისებაში. დუტაც იყო მოსული და საბოლოოდ, ჩემი სმენის წყალობით, ავითვისე. გადაღების პერიოდი ძალიან საინტერესო და სასაცილოა. იმდენს ვიცინით ხოლმე... მთელი დღე არ ვიწყენთ, არ ვიღლებით.
– როგორ მოგწონს აგრესიული, ბრაზიანი ჟურნალისტის როლი?
– იდეაში, ეს საპილოტე გადაცემა იყო და როგორც ჩანს, შალვას მოეწონა და ჩაჯდა შოუში ასეთი რუბრიკა. ცოტა მკაცრი, ბოხი ჟურნალისტია, ხშირად ჩხუბობს კიდეც, მწვავე კითხვებსაც სვამს და იგინება კიდეც. სხვათა შორის, გინებასაც ისე ვწერთ, რომ ქუჩაში არავის გაუგია, მოხვედრია ყურში, გადარჩენილები ვართ. მახსოვს, ერთხელ ცირკთან ვიდექი და ისე ვიღებდით. ქუჩის მეორე მხარეს რეჟისორი და ოპერატორი იდგნენ. ვიქნევდი ხელებს, ხალხს გიჟი ვეგონე. გინება უფრო სიუჟეტისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ, რადგან „ტუუუ“ ადევს, მშვიდობიანად ვართ. თუმცა, „ფეისბუქში“ მწერენ: არ შეგიძლია არ გვაგინოო.
– როგორია ამ მხრივ მშობლების შეფასებები?
– მამა მკაცრია ამ საკითხში, გინებაზეც გაამახვილა ყურადღება, მაგრამ დედიკომ გადამარჩინა. ქუჩაში რომ გინებით დადის ძველი გოგო – ასეთი არ ვარ. რაც შეეხება სიმღერას, ძალიან მომეწონა, რისთვისაც დათო ფორჩხიძეს მადლობა. ის რომ არა, ასეთი არ გამოვიდოდა ეს სიმღერა, ნიჭიერი ბიჭია.
– რა არის შენი ინტერესის სფეროები, რით ხარ კიდევ დაკავებული?
– ჩოგბურთზე დავდიოდი ცოტა ხანი თუმცა, კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. პარალელურად, ქართულ ხალხურ ცეკვებს ვცეკვავდი, ცეკვაში ჩოგბურთმა შემიშლა ხელი, კუნთები დამედო, არამოცეკვავის ტანი გამიხდა და თავი დავანებე. ძალიან აქტიური ვარ.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არაფერი არ ხდება, სიმშვიდეა. ათი წლის ასაკში ვიყავი შეყვარებული და ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეყვარებული. თან, მთელმა სკოლამ იცოდა. საკმაოდ მორიდებული ვიყავი შეყვარებულთან მიმართებაში. როცა გავწითლდებოდი საშინლად, ყველამ იცოდა, რომ იქ სადღაც ისიც იყო ან გაიარა. ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, გონიერი, ნიჭიერი ადამიანი უნდა იყოს, დახვეწილი. „ფეისბუქზე“ იგრძნობა აქტიური შემოტევები და შეძლებისდაგვარად, ვუმკლავდები. ზოგი ისეთ რამეს მწერს, მე მრცხვენია წაკითხვის. ქუჩაში ჯერ ვერ მცნობენ და დაცულად ვგრძნობ თავს, მშვიდად დავდივარ.

скачать dle 11.3