კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაემგზავრნენ ნუცა კოპალიანი და მისი მეუღლე ჯვრისწერიდან ერთ საათში და რატომ არ აპირებენ ისინი პომპეზური ქორწილის გადახდას

სულ ახლახან „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანი ნუცა კოპალიანი გათხოვდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჯვრისწერის ფოტოებიდან გახდა ცნობილი. ნუცას რჩეულია 31 წლის  ეკონომისტი, გეგა ბაღათურია. წყვილმა 29 იანვარს დაიწერა ჯვარი და ერთ საათში სამოგზაუროდაც გაემგზავრა. გამომდინარე იქიდან, რომ ნუცას პომპეზური არც ქორწილები ხიბლავს და არც საქორწილო კაბები, ჯვრისწერისთვის ყველაფერი სადად გადაწყვიტა და ძალიან კმაყოფილიც დარჩა.
– ნუცა, ინტერნეტში გავრცელდა ჯვრისწერის ფოტოები და საზოგადოებამ აქედან შეიტყო შენი გათხოვების ამბავი. როდის მოხდა ეს და ვინ არის შენი რჩეული?
– ჯვრისწერა 29 იანვარს გვქონდა. ჩემი რჩეული არის გეგა ბაღათურია, 31 წლის. ეკონომისტი და ერთ-ერთი ბანკის საცალო პროდუქტების უფროსი მენეჯერია.
 – როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჩვენს საერთო მეგობარს ახლდა და, რომ დამინახა, მოვეწონე (იცინის). მერე ყველაფერი ისე გააკეთა, რომ კარგად გავეცანი და ჩვენი ურთიერთობაც ძალიან ბუნებრივად აეწყო. მით უმეტეს, ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, თან, ალბათ, უკვე ორივემ ვიცოდით, რა გვინდოდა.
 – რამდენი ხნის წინ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია და დაქორწინება რამდენ ხანში გადაწყვიტეთ?
– ერთმანეთი წელიწად-ნახევრის წინ გავიცანით. სხვათა შორის, სიყვარულშიც მალე გამომიტყდა, დიდხანს არ უფიქრია და ცოტა გამიკვირდა. მგონია, რომ კაცებს უფრო უჭირთ ამის თქმა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ის ჩამოყალიბებული ადამიანია, რასაც ფიქრობს, როგორც წესი, სულ იმას ამბობს და შესაბამისადაც იქცევა.  ამანაც განაპირობა, ალბათ, ურთიერთობის აწყობა. დაქორწინებამდეც თითქოს ლოგიკურად მივედით. გეგამ იმ პერიოდში საკუთარი ბინა იყიდა და მის მოწყობაში ერთად ჩავერთეთ. ასე რომ, უკვე ვიცოდით, რომ იქ ჩვენ ვიცხოვრებდით
–  შენი სიყვარული კონკრეტულად  რა თვისებებით დაიმსახურა?
– მასთან ურთიერთობა საინტერესოა. ჭკვიანია, თავის საქმეში წარმატებულიც, ჩამოყალიბებულიც და, რაც მთავარია, თბილი და ყურადღებიანია.
– ხელი როგორ გთხოვა?
– ხელი იბიცაზე მთხოვა, სადაც ამ ზაფხულს მეგობრებთან ერთად ვისვენებდით.
– ტრადიციული რიტუალები გქონდათ? ნიშნობა, ოჯახების გაცნობა და ასე შემდეგ, თუ, უცებ გადაწყვიტეთ ჯვრისწერა?
– ისე გამოვიდა, რომ ოჯახები თურმე ერთმანეთს მეტ-ნაკლებად იცნობდნენ. მსგავსი რიტუალები არცერთს არ გვიყვარს, ამიტომ, ეს ყველაფერი მინიმუმამდე დავიყვანეთ და მხოლოდ ჯვარისწერა გვქონდა. ჯვარი სიონის საკათედრო ტაძარში დავიწერეთ.
– ნიშნობის კაბაზე და ყველაფერ დანარჩენზე თავად იზრუნე?
– დიახ. მგონი, კაბაც ჯვრისწერის შესაფერისი მქონდა. დიზაინი მე მოვიფიქრე და ჩემმა ძალიან კარგმა მკერავმა შემიკერა.
 – თქვენი მეჯვარეები ვინ იყვნენ?
– მეჯვარეები იყვნენ ჩვენი მეგობრები – ზურა უკლება და თამთა მდივნიშვილი.
– ქორწილის გადახდას თუ გეგმავთ?
– არ მიყვარს ქორწილები. ყველაზე მეტად ქართული ტრადიციული ცერემონიებიდან ჯვრისწერა მიყვარს, რაც მქონდა კიდეც. არ მხიბლავს პომპეზურობა და ჩვენი ჯვრისწერაც ასეთი იყო – ყველაფერი სადა (იცინის). ასე რომ, ჯვრისწერით ამოვწურე ჩემი ქორწილი. რაც მომწონდა, ყველაფერი ისე იყო – კაბაც და სხვა დანარჩენიც.
– როგორი აღმოჩნდა გათხოვილი ქალის ცხოვრება, შეიცვალა რამე შენს ყოველდღიურობაში?
– ჯერჯერობით განსაკუთრებით არაფერი  შეცვლილა, ისევ ისე დავდივართ ყველგან, როგორც ადრე, უბრალოდ, ცოტა პასუხისმგებლობა გაიზარდა.
– მეუღლეს შენი საქმიანობა თუ მოსწონს, არ გსაყვედურობს იმის გამო, რომ მას დიდი დრო მიაქვს?
– დროზე ვერ მისაყვედურებს, ის ჩემზე გვიან ამთავრებს სამსახურს (იცინის). მოსწონს, რომ ვმუშაობ და ყოველთვის მაქებს, თუმცა, მე მისგან უფრო კრიტიკას ვითხოვ ხოლმე. ზოგადად, პოლიტიკისგან შორს არის და საინფორმაციოსაც, მგონი, ჩემი ხათრით უყურებს (იცინის).
– შენ რას ფიქრობ მის საქმიანობაზე?
– საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში და მჯერა, კიდევ ბევრს მიაღწევს. ისე, ეკონომიკა, მით უმეტეს – საბანკო საქმე, რთულად მესმის და ზოგჯერ ცდილობს, რაღაცეები ამიხსნას.
– როგორი ცოლი ხარ? საოჯახო საქმეების ან კერძების მომზადება თუ გეხერხება? საყვარელ კერძებს უმზადებ?
– ჩემი აზრით, კარგი ცოლი ვარ, ყოველ შემთხვევაში, გეგა ბედნიერია (იცინის). კულინარიაში თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს და, შესაბამისად, რაც გვიყვარს, თითქმის ყველაფრის გაკეთება ვიცი.
 – გეგა როგორი ქმარია, ჰგავს ტრადიციულ ქართველ ქმრებს, რომლებსაც საკმაოდ ბევრი მოთხოვნები აქვთ მეუღლეების მიმართ?
– არანაირად. შეგნებული ქმარია და, თუ საჭმელი არ დახვდება, რამე გამოსავალს პოულობს, ესე იგი მე არ მეცალა.
– თაფლობის თვის გასატარებლად სადმე წასვლა თუ მოახერხეთ უკვე?
– სამოგზაუროდ ჯვრისწერიდან ერთ საათში გავფრინდით. პრაღა მე შევარჩიე, თან, იქ გეგას მეგობრები ცხოვრობენ და, საერთო ჯამში, ძალიან კარგი მოგზაურობა გამოვიდა, თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო საინტერესო მომენტები წინ არის.

скачать dle 11.3