კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის მტერი უკრაინის ეროვნული გმირი შუხევიჩი ექიმმა შუბლაძემ

ქართულ-უკრაინულ საბრძოლო  მეგობრობას   დიდი ხნის ისტორია  აქვს. ერთ-ერთ  ასეთ ფაქტზე გვესაუბრება  ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი,  საქართველოს მწერალთა კავშირის  წევრი  ნიკა თევზაძე. წყაროები, რომლებსაც დავეყრდენი,  მართლაც საინტერესოა.  ამათგან, უწინარეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო  რომან  შუხევიჩის ვაჟი,   პოლიტპატიმარი  40 წლის სტაჟით,  იური შუხევიჩი, რომელიც ახლა  უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია. მე ის 1990 წელს ლვოვში გავიცანი. ბატონმა იურიმ ბევრი  რამ მიამბო მამამისზე, იმ დიად ბრძოლაზე, რომელსაც ბენდერელები აწარმოებდნენ.   ექიმ შუბლაძის  შესახებაც პირველად სწორედ მისგან მოვისმინე.
– თუ  შეიძლება, მოკლედ  აგვიხსენით,   უკრაინული ნაციონალიზმი   ორგანიზებული  სახით როგორ ჩამოყალიბდა?
– უკრაინულ ნაციონალიზმს  საფუძველი ჩაუყარა თავად დიდმა კობზარმა,  ტარას შევჩენკომ.   სხვადასხვა მიზეზთა გამო, საბოლოოდ ის მხოლოდ 1924 წელს  ჩამოყალიბდა,  როცა ლვოვში  გამოიცა პროფესორ დმიტრო დონცოვის ნაშრომი „ნაციონალიზმი“. ამის  შემდეგ დაიწყო ყველა ნაციონალისტური ორგანიზაციების გაერთიანება. 1929 წელს ვენაში  ნაციონალისტთა ყრილობაზე გამოაცხადეს  უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის („ოუნ”)   შექმნა.  ორგანიზაციის  მიზანი იყო, შეექმნათ ერთიანი, დამოუკიდებელი, უნიტარული უკრაინული სახელმწიფო.  გამომდინარე აქედან, „ოუნი” უპირისპირდებოდა როგორც საბჭოთა კავშირს,  ასევე, პოლონეთს,  რუმინეთს,  ჩეხოსლოვაკიას,  ანუ, ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც მაშინ უკრაინული მიწები ჰქონდა დაპყრობილი. 
უკვე  1932 წლიდან „ოუნში” გამოიკვეთა რადიკალური  ფრთა,  რომელიც სტეპან ბანდერას გარშემო დაირაზმა და რომან შუხევიჩიც ამ ფრთას განეკუთვნებოდა. 1940 წელს  ეს „ოუნის” გათიშვით დასრულდა.  ბანდერას მომხრეებმა  შექმნეს  თავიანთი ორგანიზაცია,  სახელწოდებით – „ოუნრევოლუციური.”   სწორედ  მის წევრებს უწოდეს შემდგომში „ბანდერელები.” რომან  შუხევიჩი   ინტელიგენტურ, პატრიოტულ  ოჯახში დაიბადა.  მან  ბავშვობიდანვე  გადაწყვიტა  უკრაინის  გათავისუფლებისთვის ებრძოლა, თავისუფლებისათვის  ბრძოლა  კი ჯოჯოხეთური  ტვირთია. ის იყო კარგი სპორტსმენი. როგორც ლვოვის პოლტექნიკური ინსტიტუტის  სტუდენტმა, გაიარა სრულყოფილი  სამხედრო  მომზადება. ამას გარდა, შუხევიჩი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და ცხოვრობდა ეკლესიურად. ყველაფერმა  ამან კი განაპირობა, რომ ის მომზადებული შეხვდა ყველა განსაცდელს, რაც უკრაინის გათავისუფლებისთვის  მებრძოლებს ელოდათ.
1940 წელს  უკვე ცხადი გახდა,  რომ  უკრაინის  თავისუფლება  ჰიტლერის  სქემაში  არ იჯდა და  ბანდერელებმაც  საკუთარი  თამაში  დაიწყეს.  მოკლედ  ეს  ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ალიანსი იმ გერმანულ ძალებთან,  რომლებიც  უკრაინელებთან თანამშრომლობას მხარს უჭერენ.  ასეთ  ძალას  წარმოადგენდა „აბვერი”, კერძოდ, ადმირალ კანარისის  გარშემო  დარაზმული გუნდი. სწორედ  ამ  ძალებმა შექმნეს  უკრაინული ბატალიონი – „ნაჰტიგალი“ (ბულბული), რომლის მეთაური იყო პროფესორი თეოდორ ობერლენდერი. შემდგომში,  როგორც ცნობილია,  ის  ქართული „ბერგმანის“   ერთ-ერთი  დამაარსებელი გახლდათ.  მეორე მსოფლიო ომის  შემდეგ ობერლენდერს  ადენაუერის მთავრობაში ლტოლვილთა საქმის  მინისტრის პოსტი ეკავა.
 რომან  შუხევიჩი ბატალიონ „ნაჰტიგალის“  მეთაურის  მოადგილე  იყო. „ნაჰტიგალთან“  ერთად ის ლვოვში  შევიდა (1941 წლის  30 ივნისი) და იმავე  დღეს  ბანდერელებმა  უკრაინის  დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 48  საათის  შემდეგ ლვოვში ჩამოსულმა „აინზაცკომანდამ” ამ მთავრობის ყველა წევრი დააპატიმრა, ბატალიონი „ნაჰტიგალი“  კი ბელორუსიაში გადაისროლეს.
– და  ისინი ბელორუს პარტიზანებთან  ბრძოლაში ჩაებნენ?
– „ნაჰტიგალის“  მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საბჭოთა პარტიზანები  ცხვირს ვერ ყოფდნენ.  შუხევიჩმა  მიაღწია  იმას, რომ  აქ აღარც გერმანელი დამსჯელები შემოდიოდნენ და  მოსახლეობა „ნაჰტიგალის“ ბიჭების მადლიერი  იყო. მაგრამ, გერმანელებს ეს არ აწყობდათ.  1942  წელს ნაცისტებმა  შუხევიჩი  დააპატიმრეს.  „ნაჰტიგალის“ აღშფოთებულმა მებრძოლებმა თავი ტყეს შეაფარეს.  მათ ბრძოლით გაიკვლიეს  გზა უკრაინისაკენ და „უპას”  შეუერთდნენ.
შუხევიჩმა ტყვეობიდან გაქცევა  შეძლო  და „უპას” ერთ-ერთი მეთაური გახდა. 1944 წლიდან კი ის პარალელურად  „ოუნის” იატაკქვეშეთის ხელმძღვანელი  და უკრაინის გათავისუფლების  უმაღლესი საბჭოს  თავჯდომარეცაა.  გამომდინარე  აქედან, გასაგებია, თუ რატომ ნადირობდნენ მასზე ასეთი გააფთრებით  როგორც გესტაპოელები,  ასევე საბჭოთა ჩეკისტები. გადიოდა წლები.  აბაკუმოვი ტყავში ძვრებოდა,  მაგრამ შუხევიჩის შეპყრობა ვერ    მოახერხა.
– როგორ გაიცნეს  ერთმანეთი   რომან  შუხევიჩმა  და ექიმმა  შუბლაძემ?
– 1947 წელს  შუხევიჩი  თავის მეკავშირე გალინა  დიდიკთან  ერთად ჩავიდა ოდესაში.  ორივეს,  ბუნებრივია, ყალბი დოკუმენტები ჰქონდა.  თანახმად ამ საბუთებისა,  შუხევიჩი  დასავლეთ  უკრაინის კომუნისტური მოძრაობის ვეტერანი იყო, დიდიკი კი – მისი ცოლი.  შუხევიჩი   და დიდიკი სამხედროებისთვის განკუთვნილ კარდიოლოგიურ  სანატორიუმში მოათავსეს. შუბლაძე  ამ  სანატორიუმის ექიმი  იყო.  ინტელიგენტი  და განათლებული შუხევიჩი შუბლაძეს  მოეწონა და  მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ამ  დროს პატარა კურიოზიც  მოხდა.
– კურიოზი?
– დიახ. ერთხელ  შუბლაძემ თავისი ექთანი, 19 წლის ჟენეჩკა, ატირებული ნახა.  ექიმის შეკითხვაზე,  რა დაგემართაო, გოგონამ მიუგო: „ჩვენი ლვოველი სტუმარი შემიყვარდა“.   „როგორ, გეარშიყება?“–  შესძახა შუბლაძემ.   „არა, არ მეარშიყება,  არც  მე, არც სხვას. საერთოდ არ აქცევს ქალებს ყურადღებას, მისთვის მხოლოდ  ცოლი არსებობს.  ამიტომაც მიყვარს!“
შუბლაძემ  ეს  მოგვიანებით, უშიშროებაში დაკითხვაზე განაცხადა.
– ეს  როდის  მოხდა?
– უშიშროებაში  შუბლაძე  ერთი  წლის  შემდეგ დაიბარეს.  მაშინ კი შუხევიჩმა, დიდიკთან   ერთად, კარგად დაისვენა და შემდეგ დასავლეთ უკრაინაში დაბრუნდა.
– ანუ,  ბანდერელთა მეთაურმა ოდესაში ზღვის პირას დაისვენა, რათა  დასავლეთ უკრაინაში დაბრუნებულიყო  და რუსეთის  წინააღმდეგ ბრძოლა განეგრძო?!
– დიახ.  პაველ სუდოპლატოვი  თავის მემუარებში  წერს: შუხევიჩს  ლვოვის მახლობლად   დავეძებდით,  ის  კი თურმე  ოდესაში  იმყოფებოდაო. თავად  შუხევიჩს,  როგორც  ჩანს,  ოდესა  მოეწონა,  რადგან,  ერთი წლის  შემდეგ  დიდიკთან ერთად ამ ქალაქში კვლავ ჩავიდა.  შუბლაძე  სიხარულით შეხვდა, სუფრა გაუშალა და  ნამდვილი ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. სუფრამ  ისინი კიდევ უფრო  დააახლოვა.
– ნუთუ ჩეკისტები ვერაფერს  მიხვდნენ?
– რაღაცას,  როგორც  ჩანს,  მიხვდნენ,  რადგან, შუბლაძე  უშიშროებაში  დაიბარეს  და უთხრეს: გვაქვს  ინფორმაცია,  რომ  ოდესაში ბანდერელთა მეთაური  რომან შუხევიჩი გამოჩნდა.  თუკი  მას  სადმე   წააწყდი, გვაცნობეო –  და, შუხევიჩის ფოტო  აჩვენეს. შუბლაძემ  უმალ იცნო  თავისი ლვოველი მეგობარი, მაგრამ, არ   შეიმჩნია.  სანატორიუმში  დაბრუნებისთანავე მან შუხევიჩი მოძებნა  და უთხრა:  უშიშროებაში  დამიბარეს,  შენი ფოტო  მაჩვენეს,  ჰოდა, თავს უშველეო.  იმავე   ღამეს  შუხევიჩი  დიდიკთან  ერთად ოდესიდან გაუჩინარდა.
– ამის  გამო  შუბლაძეს უსიამოვნება  ხომ  არ შეხვდა?
–  რა გითხრათ! შუბლაძეს უშიშროებაში  კარგა ხანს  უტარებდნენ დაკითხვას.  მართლაც ძალიან გააწვალეს,  თუმცა არ დაუპატიმრებიათ. მადლობა ღმერთს, გადარჩა. მან, როგორც ქართველმა პატრიოტმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა „უპას” მეთაური.
– რომან  შუხევიჩს  რა ბედი  ეწია?
– მის კვალს ჩეკისტებმა  1950 წელს  მიაგნეს. ჩეკისტებმა  სახლს  ალყა შეოარტყეს.  შუხევიჩმა  ჩეკისტებს ცეცხლი გაუხსნა.  მან  სამი მათგანი მოკლა, ორიც მძიმედ დაჭრა,  თუმცა თავადაც ავტომატის  ჯერით მოცელილი დაეცა.

скачать dle 11.3