კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ აიღო ვალერი ხარიტონაშვილის გაკეთებულმა ფილმებმა „ოსკარები” და როგორ მუშაობდა ის ცნობილ ტელეშოუებზე

ვალერი ხარიტონაშვილი საზოგადოებამ წლების წინ „თბილისელების“ საშუალებით გაიცნო. ის დიდი ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მუშაობდა ცნობილ სტუდიებში, ჰოლივუდის ძალიან ცნობილი ფილმების კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალურ ეფექტებზე. ისეთებზე, როგორიც არის: „მისტერ და მისის სმიტები“, „შრეკი 3“, „კარიბის ზღვის მეკობრეები 3“, „ჰენკოკი“, „2012“, „მე ვარ ლეგენდა“, „პის ცხოვრება“ და ასე შემდეგ.

ვალერი ხარიტონაშვილი:
ამ ეტაპზე აღარ ვარ ჰოლივუდში, სადაც ათ წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე. ყველა დიდი სტუდია, სადაც ვმუშაობდი, დაიხურა. სამუშაოც ისეთი ხარისხიანი აღარ არის, როგორც ადრე იყო. თანამშრომლებზეც ისე არ ზრუნავენ, როგორც ადრე ზრუნავდნენ კინოინდუსტრიაში. სტუდიები დახურეს და გადაიტანეს ინგლისში, ასევე, ვანკუვერში, რომელიც დღეს მეორე ჰოლივუდია – ვიზუალურ ეფექტებს, კომპიუტერულ გრაფიკას ძირითადად იქ აკეთებენ. ჩემი ბევრი ნაცნობი გადავიდა იქ და აგრძელებენ მუშაობას. მე დიდი ხანია, ერთი და იმავეს ვაკეთებდი და მინდოდა, ჩემი საქმე მეკეთებინა. ვანკურვერში წასვლაც ვიფიქრე, მაგრამ ვარჩიე, ვაშინგტონში გადავსულიყავი, სადაც პირველი ცოლი ცხოვრობს ჩემს სამ შვილთან ერთად. ახლა მათ თითქმის ყოველდღე ვნახულობ, მათთან ახლოს ვარ. თან, კარგი რეზიუმე მაქვს, ბევრ კარგ ფილმზე ვარ ნამუშევარი და ისევ იგივე უნდა მეკეთებინა. ახლა ჩემს რაღაცეებს განვავითარებ.
– ანუ, ამჟამად რით ხარ დაკავებული?
– „რედ კამერა“ მაქვს ნაყიდი, ლინზები, განათებები და მინდა, ჩემი ფილმები გადავიღო. ვნახოთ, როგორ გამომივა. ერთ რამეს რომ კარგად აკეთებ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვასაც კარგად გააკეთებ. ჯერ ჰობის დონეზე დავიწყებ და თუ გამომივა, მერე ამაზე მუშაობა შეიძლება. ჩაჯდომა და ბევრი დრო უნდა. ალბათ, უფრო რეკლამების კეთებას დავიწყებ. პატარა, 1-2-წუთიანი პროექტებით დავიწყებ. მერე დავაკვირდები, როგორ წავა. თავიდან, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ვაშინგტონში ვცხოვრობდი, ვმუშაობდი. შესაბამისად, ეს გარემო ნაცნობია ჩემთვის, მეგობრებიც მყავს. ჰოლივუდიდან წამოვიღე რაღაც პროექტები, დისტანციურად ვმუშაობ. აქაც არის პატარ-პატარა პროექტები და ჩემი შემოსავალი მაქვს. ჰოლივუდში დღე და ღამე ვმუშაობდი, ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ჩემს რაღაცეებსაც განვავითარებ.
– ფილმებზე მუშაობ ისევ დისტანციურად?
– ფილმები არის, მაგრამ მათ არ უნდათ, რომ ვთქვა, ვისთვის ვაკეთებ და რას ვაკეთებ. ძირითადად, ისეთი რაღაცეებია, რაც რთული გასაკეთებელია. მე კი იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ ეს ჩემთვის ადვილია. როცა ჰოლივუდში ვმუშაობდი, თავიდან ცოტა რთული გასარკვევი იყო, როგორი ფილმი იქნებოდა, მაგრამ, რომ ამბობდნენ: ეს მაგარი ფილმი იქნება, დიდი ბიუჯეტი აქვსო, ვცდილობდი, ასეთ ფილმებზე წავსულიყავი. გამოცდილებასაც ვიძინდი და რეზიუმეც უკეთესი მქონდა. მაინტერესებდა, რამდენად რთული იქნებოდა ტექნიკურად. ამიტომ, რომ გავიგებდი, ეს სტუდია ასეთ ფილმს აკეთებს, ვეკონტაქტებოდი. ამ ფილმზე მინდა მუშაობა და თუ გჭირდებათ დახმარება, დაგეხმარებით-მეთქი. მერე მეძახდნენ. რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესო გასაკეთებელია. მაგალითად, მიწაზე რომ იბრძვის ადამიანი, ფეხს რომ აბიჯებს, ფეხსაცმელიდან მიწა იბნევა. ვიღაც იტყვის: ეს რატომ უნდა გავაკეთო, მე კი ჩავუჯდებოდი და ასეთ რაღაცასაც დეტალებში ვაკეთებდი.
– ბოლოს 2011 წელს ვისაუბრეთ და იმ დროს „პის ცხოვრებაზე“ მუშაობდი, რომელიც ძალიან ლამაზი ფილმია. ვიზუალური ეფექტები განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
– ეს იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი და კარგი ფილმი. მთელ ჯგუფს, ვინც ამ ფილმზე ვმუშაობდით, ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ მოგვცეს. ძალიან ლამაზი ფილმი გამოვიდა. მუშაობის პროცესშივე ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ძალიან კარგ რამეს ვაკეთებდით. ჩვენმა გაკეთებულმა სხვა ფილმებმაც აიღო „ოსკარი“ ვიზუალური ეფექტებისთვის: „კარიბის ზღვის მეკობრეებმა“, „შრეკმა“, კიდევ სხვებმა, ზუსტად აღარ მახსოვს.
– ერთი „ოსკარით“ არ შემოიფარგლები.
– კი და მერე „ოსკარი“ მოაქვთ სტუდიაში, ფოტოებს ვიღებთ.
– შემდეგ ხელმძღვანელობისგან საჩუქარს არ იღებთ?
– კი, როგორ არა. ზოგიერთ სტუდიაში „ოსკარს“ აიღებენ თუ არა, წლის ბოლოს, ფილმს თუ კარგი შემოსავალი ექნება, მთლიანი შემოსავლიდან გარკვეულ პროცენტს აძლევენ თანამშრომლებს.
– არ წასულხარ „ოსკარების“ დაჯილდოებაზე?
– რადგან დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ძირითადად, ჩვენი უფროსი მიდიოდა ხოლმე. „ოსკარების“ შემდეგ ივენთზეც გვიგზავნიდნენ მოსაწვევებს და ვინც პირველი მოასწრებდა აღებას, ისინი მიდიოდნენ. მე „ოსკარზე“ კი არა, ის ფილმებიც არ მინახავს, რომლებზეც ვმუშაობდი.
– ისეთი სამუშაო, შემოთავაზება თუ გქონია, შენთვის უცნაური და განსხვავებული რომ იყო?
– სანამ ჰოლივუდიდან წამოვიდოდი, სატელევიზიო შოუზე ვიმუშავე და კიდევ სხვადასხვა პროექტზე, მათზე საუბარი არ შეიძლება. დიდმა კომპანიამ ახალი პროდუქტები გამოუშვა და მათ მიერ დაქირავებულ, ცალკე ოფისში ვმუშაობდით. გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი: ოთახში ტელეფონის შეტანაც არ შეიძლებოდა, ფანჯრები სულ ამოქოლილი იყო შავად, ყველგან კამერა ეყენა, ტუალეტში კოდის გარეშე ვერ შეხვიდოდი. ზოგჯერ გარეთ გამოვდიოდი, რომ მენახა ტელეფონზე ვინმემ რამე ხომ არ მომწერა, ხომ არ მირეკავდა. ოთახს ორი კარი ჰქონდა და ეს იმისთვის იყო, რომ გავაღებდი, სხვა თანამშრომელი თუ ჩაივლიდა, მას არ დაენახა კომპიუტერზე რას ვაკეთებდით. ანუ, სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდით და არ შეიძლებოდა, სხვისთვის გეთქვა, რას აკეთებდი. ძალიან რთული იყო ასეთ გარემოში მუშაობა, მაგრამ პირობები კარგი იყო, უფრო საინტერესო კი – ანაზღაურება. გარდა ამისა, ვმუშაობდი მუსიკალურ კლიპებზე, რეკლამებზე. „აიფონის“ რეკლამაზე ვიმუშავე, ასევე ემინემის კლიპზე. იყო კიდევ სხვა რაღაცეებიც, მაგრამ სახელები ცუდად მახსოვს. ასევე, სატელევიზო შოუზე ვიმუშავე, როგორიც არის „ექიმი ჰაუსი“, „შილდ“ და ასე შემდეგ. ფილმზე მუშაობა მაინც სხვაა, ხარისხიც განსხვავებულია.
– ანიმაციაზე მუშაობა ყოველთვის განსაკუთრებულად  მოგწონდა.
– კი. ახლაც მიყვარს. მაგრამ, თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, ეფექტებში უფრო მეტს იხდიდნენ, უფრო საინტერესო სამუშაო იყო. ადრე, როცა ხელით აკეთებდნენ, საინტერესო იყო. ახლა ადამიანი კოსტუმს იცვამს, მოძრაობს და შემდეგ ანიმატორები მექანიკურ სამუშაოს აკეთებენ, წმენდენ და ამუშავებენ, ცოტა გაადვილდა ტექნიკურად. მეც მაქვს ასეთი სისტემა ნაყიდი: შეგიძლია, „დატჩიკებივით“ გაიკეთო, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას გადასცემს, კამერების წინ მოძრაობ და კომპიუტერი ამ ყველაფერს იწერს. შემდეგ, რომელ ცხოველსაც გააკეთებ კომპიუტერში, ამის მიხედვით იმოძრავებს. თან, ანიმატორები აზვიადებენ, ამძაფრებენ მოძრაობებს.

скачать dle 11.3