კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

როგორ გახდა „ალგანი” ლიდერი, ქართულ ბაზარზე არსებულ დაცვის სამსახურებს შორის

დაცვის კომპანია „ალგანი” ცნობილი ბრენდია. ბრენდი რომელსაც ენდობიან!
ეს დღეს... ყველაფერი კი 10 წლის წინ დაიწყო, ოთხი თანამშრომლით დაკომპლექტებულ ერთ პატარა ოთახში. მაშინ უკვე არსებობდა მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობამ დროს ვეღარ გაუძლო და მალევე დაიხურა. ამ დროს კი დაცვის კომპანია „ალგანი”  სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, იზრდებოდა, ხვეწდა მომსახურებას. შედეგად „ალგანმა” შეიმუშავა წარმატების ფორმულა და ის ყველაზე სანდო, საიმედო და პრესტიჟულ პარტნიორადაც იქცა.
31  დეკემბერს „ალგანის” 10 წლის იუბილე მთაწმინდაზე, რესტორან  „ფუნიკულიორში” საზეიმოდ აღნიშნეს. აქ ნახავდით როგორც ალგანელებს, ასევე ბევრ ცნობად სახესა თუ სახელმოხვეჭილ ბიზნესმენს. საზეიმო საღამოზე კომპანიამ პარტნიორებსა და ერთგულ თანამშრომლებს სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადასცა.

– ბატონო გიგა, თქვენთან საუბარს მოლოცვით დავიწყებ. დღეს, „ალგანი” ლიდერია, ქართულ ბაზარზე არსებულ დაცვის კომპანიებს შორის, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
გიგა ნემსაძე (დაცვის კომპანია „ალგანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი): მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისთვის. კომპანიის 10 წლის იუბილეს აღნიშვნით, ჩვენს პარტნიორებს გადავუხადეთ მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის. სასიხარულო და საამაყოა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი კომპანია, ადამიანი უკავშირებს საქმიანობას „ალგანს”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი თანამშრომლები პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გასულ წლებში გავხსენით რუსთავისა და ბათუმის ფილიალები. ხოლო წელს დაგეგმილი გვაქვს იმერეთის და შიდა ქართლის ფილიალების გახსნა. მომავალ წელს კი მათ რიცხვს კახეთისა და სამეგრელოს ფილიალებიც შეემატება და ადგილობრივებს სრულ მომსახურებას შესთავაზებენ. ჩვენი მიზანია, წარმოდგენილი ვიყოთ მთელ საქართველოში, ვისურვებდი აფხაზეთშიც! 
– ძნელია, ამხელა კონკურენციის ფონზე მიაღწიო წარმატებას. რა იქცა თქვენი წარმატების ფორმულად?
– შრომა, ენერგია, ძალისხმევა, რომელიც ჩავდეთ ჩვენს საქმიანობაში. რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, თუმცა ყველაფერი წარმატებით გადავლახეთ და უკვე წლებია, რაც „ალგანი”. ლიდერი კომპანიაა დაცვის სფეროში. წლების განმავლობაში  შევისყიდეთ რამდენიმე მსხვილი კონკურენტი. დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა ევროპისა და აზიის დაცვითი ტექნიკის წამყვან მწარმოებლებთან. შედეგი სახეზეა, – წლიდან წლამდე იზრდება „ალგანის” ობიექტების/კლიენტების რაოდენობა.
– გარდა ამისა, „ალგანი” აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაშიც. შემთხვევით შევესწარი, როგორ დაბრუნდნენ თქვენი თანამშრომლები სისხლის დონაციის შემდეგ სამსახურში. ეს ერთჯერადი აქცია იყო?
– მართალს ბრძანებთ,  „ალგანის” 10 წლის იუბილეზე გავაფორმეთ მემორანდუმი სისხლის საქალაქო სადგურთან, სისხლის უანგარო დონაციაზე. 17 თებერვალს კი კომპანიის ათეულობით თანამშრომელმა უსასყიდლოდ გაიღო  სისხლი. ასე ხდება პერმანენტულად. იმიტომ რომ, დღიდან დაარსებისა, „ალგანი” მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში. გარდა ამისა, 2009 წელს ვარკეთილში დასრულდა წმიდა გიორგის ტაძრის მშენებლობა. კომპანია უსასყიდლოდ ემსახურება მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფ ისტორიულ მუზეუმებსა და ძეგლებს. დღესასწაულებზე აფინანსებს სათნოების სახლ „კათარზისს”. „ალგანს” მიღებული აქვს უამრავი მადლობის წერილი, როგორც საჯარო უწყებებიდან, ასევე მისი პარტნიორებისა და კლიენტებისგან.
– როგორც ვიცი, „ალგანის” 10 წლის იუბილეზე კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა. მიამბეთ ამის შესახებ?
– 10 წლის იუბილეზე გაფორმდა მემორანდუმები საავიაციო და თავართქილაძის უნივერსიტეტებთან, რაც გულისხმობს, როგორც სტუდენტების სტაჟირებას, ასევე მათ დასაქმებას დაცვის კომპანია „ალგანში”. „ალგანის” თანამშრომლებს კი, აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები გაუწევენ უფასო კონსულტაციებს, ჩაუტარებენ ტრეინინგ-კურსებს.
– რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი დაცვის კომპანია „ალგანზე”?
– იმიტომ რომ, დაცვის კომპანია „ალგანი” ორიენტირებულია მაღალ სტანდარტებზე. მჭიდროდ განლაგებული  სწრაფი რეაგირების 12 ჯგუფი თბილისის მასშტაბით განაპირობებს ეფექტურ რეაგირებას განგაშზე. თბილისში გვაქვს 3 ქვეგანყოფილება (ისანი-სამგორი; გლდანი-ნაძალადევი და დიდუბე-ჩუღურეთი); 24-საათიანი მონიტორინგი; სპეციალური გამოყოფილი ეკიპაჟები ახორციელებენ უწყვეტ რეჟიმში შემოწმებას, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკური საშუალებების ობიექტებისა. ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ და ეფექტურ მომსახურებას, რომლის გაუმჯობესების მიზნითაც მუდმივად ვნერგავთ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს. დეკემბერში ფეხით მოსიარულე ოპერატიული ჯგუფების პატრულირების სერვისიც ამ მიზნით დავნერგეთ, რადგან არ შეფერხებულიყო  განგაშზე სწრაფი რეაგირება პიკის საათებში შექმნილი საცობების გამო. ამჯერად რამდენიმე ჯგუფი პატრულირებს ცენტრალურ, ყველაზე გადატვირთულ უბნებში. მომავალში მთლიან თბილისს მოიცავს.

скачать dle 11.3