კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ ბანდიტი ტუგები და რატომ უძღვნიდნენ ნაპარავ ქონებას ქალღმერთ კალის

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში ქალღმერთ დურგას ნებაყოფლობით ეწირებოდა მსხვერპლი. მას, ვინც სურვილს გამოთქვამდა, ქალღმერთისთვის მომკვდარიყო, საღმრთო პატივს მიაგებდნენ. ბატონები ასეთ ქალს ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდნენ და შეჰყავდათ თავიანთ ჰარამხანაში; ხოლო ცოლებს დიდ პატივად მიაჩნდათ, მისცემოდნენ კაცს, რომელიც ქალღმერთს ეწირებოდა. ცერემონიის დღეს მსხვერპლად შესაწირ პირს ძვირფასი ტანსაცმლით მოსავდნენ, წითელ სანდლებს აცმევდნენ და ყვავილებით რთავდნენ, ხოლო მედიტაციისა და მანტრების მღერის შემდეგ თავს კვეთდნენ. მსხვერპლის თავს სინით დგამდნენ ქალღმერთის სტატუეტის წინ, ხოლო სათანადოდ მომზადებულ სხეულს ქურუმები, რაჯები და მათთან დაახლოებული პირები მიირთმევდნენ. ბოლოს ასეთ მსხვერპლშეწირვას 1832 წელს შეეცადნენ: ქურუმებმა ვერ იპოვეს ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდებოდა მსხვერპლად შეწირვაზე და, გადაწყვიტეს, ის იძულებითი მსხვერპლით შეეცვალათ. მაგრამ, მათ მიერ მოტაცებულმა ადამიანმა მოასწრო გაქცევა და ბრიტანეთის ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენება, რის შემდეგაც რაჯა გადაყენებული იქნა, ხოლო რიტუალი შეწყდა.
დურგას ერთ-ერთი იპოსტასი – კალი, კვლავ ითხოვდა ადამიანის მსხვერპლად შეწირვას, მაშინ, როცა ინდოეთის სხვა ღმერთებმა ამაზე უარი განაცხადეს. სახელი „კალი” თარგმანში ნიშნავს „შავს“. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ  ქვეყნიერებას ის მრისხანებისგან გაშავებული დურგას სახიდან მოევლინა. არც თვით დურგა გამოირჩეოდა თვინიერებით, კალი კი უფრო მეტი ბოროტების განსახიერება იყო. ჩვეულებრივ, მას ჯიქის ტყავით შემოსილსა და თავისქალებიანი ყელსაბამით შემკულს გამოსახავდნენ ხოლმე. თავისი ოთხი ხელიდან ერთ-ერთში მას თავის ქალა ან ადამიანის მოჭრილი თავი უჭირავს, ხოლო დანარჩენებში – მახვილი ან სამსხვერპლო დანა; გაღებული პირიდან კი სისხლიანი ენა აქვს გადმოშვებული.
შუა საუკუნეების ინდოელი ბანდიტები – ტუგები თუ ტაგები, ნაძარცვს ქალღმერთ კალის უძღვნიდნენ, რითაც თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ღმერთისთვის სასურველ საქმეს უხამებდნენ. ყველაზე ხშირად ტუგები ქარავნებს ძარცვავდნენ და მოგზაურებს ხოცავდნენ. დახოცილთა გვამებს ისინი რიტუალური ნიჩბებით მარხავდნენ, ძვირფასეულობას კი თავისთვის იტოვებდნენ. ძნელი სათქმელია, რა იყო ტუგების მოღვაწეობაში პირველადი – რელიგია თუ გამორჩენის წყურვილი. მაგრამ, მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ინდოეთის ინგლისელმა ხელისუფლებმა (კოლონიზატორებმა) მათი აქტიურობა საბოლოოდ აღკვეთეს ან, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმამდე შეამცირეს. გინესის რეკორდების წიგნი ამტკიცებს, რომ ტუგების სინდისზე ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლეა.
დღევანდელ ინდოეთში კალი არაა ყველაზე პოპულარული ქალღმერთი. მისი კულტის ცენტრად ბენგალია ითვლება. იქ დგას მისადმი მიძღვნილი ტაძარი – კალიგჰატა, რომლის პატივსაცემადაც მისი სახელი ეწოდა ქვეყნის დედაქალაქს (ევროპული გამოთქმით – კალკუტა. ქალაქი კალკუტა მაშინ ინგლისელთა კოლონიალური ადმინისტრაციის ცენტრს, დედაქალაქს წარმოადგენდა).
დიდი ხანია, ადამიანთა მსხვერპლშეწირვები ცხოველთა მსხვერპლშეწირვებით შეიცვალა (თუმცა, მასობრივით). თვით ინდოეთში (ამჟამად ბენგალია გამოყოფილია ინდოეთისგან და ბანგლადეშის სახელმწიფოდ იწოდება) სისხლიანი მსხვერპლშეწირვები იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. ძროხების დახოცვა, რაც ოდესღაც ღმერთებისთვის ყველაზე სასურველი შესაწირი მსხვერპლი იყო, დიდი ხანია, აკრძალულია ან ინდოეთის უმეტეს შტატში კანონითაა შეზღუდული.

скачать dle 11.3