კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იჩემებენ ქართული მიწა-წყლის სახელწოდების წარმომავლობას სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები

ის ხომ ძლივს „შევისისხლხორცე და გავისიგრძეგანე”, რომ რუსთაველი შოტა (რუსული გავლენით) ა+შოტა ყოფილა. ჰოდა, ახლა ახალმა ვერსიებმაც არ დააყოვნა და ჩაირთო ფანტასტიკურ ჟანრში მომუშავე დეზინფორმაციული მანქანა. გაგიკვირდებათ და აწყური, ამ ისტორიულად ცნობილი ქართული მიწა-წყლის სახელწოდება, სომხური ვერსიით – აცკური (ისევ რუსულის გავლენით) ყოფილა, ხოლო აზერბაიჯანული ვერსიით – აზგური.
მსგავსი ვერსიების კორიანტელით თავბრუდახვეულმა ფარად, ცნობილი ქართველი მეცნიერის, მერაბ ბერიძის არგუმენტები ავიფარე.

მერაბ ბერიძე:
აწყური ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ქალაქია, ასეთივე უძველესი სახელით, რომელიც ჩვენამდე ერთ პატარა სოფლად მოვიდა.
უპირველესად, ალბათ, ყველაზე საინტერესოა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა აწყურში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, როდესაც ის გადმოივლის აჭარას, გადმოვა სამცხეში, ზადენ გორაზე მოსპობს ზადენის კერპს და შემოდის აწყურში. ამ დროს, აწყურში აპოლონის და აფროდიტას კერპებზე ლოცულობდნენ. წარმოიგინეთ, ეს ორი პუნქტი, ზადენი და აწყური ერთმანეთისგან დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული. ერთგან – ზადენში, სპარსულ კერპზე ლოცულობდენ, მეორეგან – აწყურში რომაულ-ბერძნულ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს. ეს თავისთავად პრობლემურია ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ერთი ეთნოსისთვის, ერთი ხალხისთვის, ვინაიდან, გაყოფისა და გათიშვის საფუძველს იძლევა, თუნდაც იგივე პირველ საუკუნეში ხდებოდეს. ამიტომ, როდესაც  ქრისტიანობა შემოდის უაღრესად პროგრესულია ეს სამხრეთ საქართველოში. პირველი ნაბიჯები ქრისტიანობისა იდგმება სწორედ აწყურში. სადაც ანდრია პირველწოდებულს დახვდება ასეთი სიტუაცია: სამცხის მთავრის მეუღლეს შვილი ჰყავს მკვდარი. როდესაც ანდრია იქადაგებს თავის სარწმუნოებას, შესთავაზებენ, შენ თუ შეგიძლია ამის გაკეთება, აი, მიცვალებულია და ის აღადგინეო. ანდრია მოახდენს სასწაულს. ის გააცოცხლებს სამცხის მთავრის შვილს და მესხები პირველი ქრისტიანები გახდებიან საქართველოში.
შემდეგში აწყური ერთ-ერთი პირველი საეპისკოპოსო ცენტრია. მეექვსე საუკუნეში უკვე აწყურელი ეპიკოპოსი ზის.
– შემდეგში აწყურში მოსახლეობა მაჰმადიანდება...
– საინტერესოა, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში, 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის”  დიდი დავთრის მიხედვით, აწყურში სახელების მიხედვით, რომელიც ამ დავთარშია ჩამოთვლილი, აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ქართველები არიან. მერე მოსახლეობა მუსლიმი ხდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, მეთვრამეტე საუკუნეში ასპინძის ომთან დაკავშირებული ამბებია, როდესაც ტოტლებენი ერეკლეს გაჰყვება, ვითომ  ჯავახეთისა და სამცხის შემოსაერთებლად. აწყურთან მისული კი უღალატებს, მოტრიალდება თავისი რუსული ზარბაზნებიანად და უკან გაბრუნდება. ერეკლე ჩავა ასპინძაში, ომს მოიგებს, მოტრიალდება და ჩამოასწრებს მას თბილისში. ეს ამბავიც დაკავშირებულია აწყურთან.
შემდეგში, უკვე 1828 წელს აწყურში ჩამოასახლებენ სომხების გარკვეულ ნაწილს.
– რა მოტივით ხდება მათი ჩამოსახლება?
– ეს ცნობილი პროცესია. როდესაც პასკევიჩმა ახალციხე აიღო, პასკევიჩს ჰქონდა თავისი დამოკიდებულება საქართველოსადმი და ზოგადად სამხრეთ საქართველოსადმი. სომხების ჩამოსახლებით მან, ფაქტობრივად, ერთგვარი იმპერიის ღობე  შექმნა, იმიტომ რომ, სომხები, როგორც კოლონისტები, შემოიყვანა. გარდა ამისა, მათ მისცა სპეციალური დახმარება, კრედიტი, რომელიც არც არავის გადაუხდია შემდეგ. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში იმპერიის კოლონისტები ერთგულები იყვნენ იმპერიისა. ეს უნდოდა სწორედ რუსეთს – სომხებთან ერთად, ცოტა მოგვიანებით, მან სამხრეთ საქართველოში ჩამოასახლა: დუხობორები – ვოლგისპირეთიდან, ასევე მალაკნები, ბერძნები და ასე შემდეგ. ასე რომ, კოლონისტების შექმნით, აი, ამ ახალი მიგრანტებით, რუსეთი ცდილობდა  თავისი დასაყრდენი ჰქონოდა ამ ადგილებში. თუმცა, აწყურის მაჰმადიანობამ ძირითადად შეინარჩუნა საცხოვრებელი ადგილები. შემდეგ ამისა, 1944 წელს მაჰმადიანები გაასახლეს ამ ადგილებიდან და ჩამოასახლეს ქართველები.
– ის, რომ აწყურის და ზოგადად ამ მხარის ისტორია ბევრჯერ გაყალბდა, რას ემსახურებოდა ეს პროცესი?
– მინდა, მივუთითო ფაქტზე, როგორ ცდილობს ორი მეცნიერი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენელი, თავიანთი ქვეყნების ენობრივ-კულტურულ არეალში მოაქციონ ქართული სოფლის სახელი, აწყური.
აწყური იმდენად ცნობილი პუნქტი და მნიშვნელოვანი იყო, სხვას რომ თავი დავანებოთ, იქ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკლესია იდგა – საეპისკოპოსო ცენტრი. გათხრებმა დაადასტურა, რომ აწყურში უძველესი დროიდან იყო მოსახლეობა. რომაული პერიოდის ძველი ნატაძრალი აღმოჩნდა ამ ადგილას. ასე რომ, ეს კუთხე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ის ბევრ უცხოურ  და ბუნებრივია, ქართულ ისტორიულ წყაროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, როგორც სასულიერო ცენტრი, ასევე როგორც საერო ცენტრი. აწყურის ციხე, სამწუხაროდ, რომელიც ჩამოიშალა და ამ ბოლო პერიოდში უპატრონობა ძალიან ეტყობა, კეტავდა მთელ ხეობას – დღევანდელი ბორჯომის ხეობას. თავის დროზე მას აწყურის ხეობა ერქვა. აწყურის აი, ამ დიდი მნიშვნელობის გამო, ბუნებრივია, ყველაზე მეტად იწვევს ინტერესს მისი ეტიმოლოგია. არსებობს აწყურის ეტიმოლოგია და არა მარტივად,  მაგრამ ძალიან ბუნებრივად იხსნება ის ქართველურ ნიადაგზე. თავში რომ „ა” არის, –  პრეფიქსია, რომელიც დანიშნულების აფიქსი უნდა ყოფილიყო თავის დროზე. „ბან” ფუძეს თავში „ა” რომ დაერთოს, ეს ნიშნავდა მისი დანიშნულების გასაზღვრას, რომ ის არის ადგილი, სადაც უნდა იბანაო. „წყურ” ფუძეს, „ა”-ს, თუ გამოვაკლებთ, არის წყალი, რომელიც დღეს წყურვილში გვაქვს – წყორში. ეს საერთოდ ქართველური ფუძეა. აქედან გამომდინარე, აწყური ნიშნავს წყლის ადგილს, წყლიან ადგილს. აწყური ორია საქართველოში, ერთი – აღმოსავლეთში, მეორე – სამხრეთში. ორივე მდინარისპირა ადგილია.
როდესაც ვსაუბრობთ ეტიმოლოგიაზე, საუბარი დგება მაშინვე იმაზე, თუ როგორ კითხულობს ამა თუ იმ სახელს სხვა ენა. ქართულის გარშემო ენები, პრაქტიკულად, განსხვავებული ბგერითი შემადგენლობისაა. ეს ეხება განსაკუთრებით, ფუძეში, ძირში არსებულ „ყ” ბგერას, რომელიც არ არის არც სომხურში, არც თურქულში, არც აზერბაიჯანულში და ბევრ არაკავკასიურ ენაში. ამიტომ, სხვა ენის ხალხმა, ბუნებრივია, თავისი ენობრივი არსენალი მოარგო ამა თუ იმ სახელს. ასე მოხდა აწყურის შემთხვევაშიც. აწყურის ეტიმოლოგიის ბოლოდროინდელი მკვლევარია სანოსიანი, სომეხი მეცნიერი, რომელმაც ეტიმოლოგია მოგვცა აწყურის – აცკური. ეს არის, უბრალოდ, რუსული რუკების განმარტება. რატომ არის უაზრობა? – იმიტომ რომ, ქართველს, „აცკური” რომ ყოფილიყო, არაფერი უშლიდა ხელს ასევე წარმოეთქვა.
არის ასევე მეორე აზერბაიჯანელი მეცნიერი იუნუსოვი, რომელიც აწყურს კითხულობს „აზგურად.” მას უკვე „ყ-ს” გარდა „წ” ბგერაც არა აქვს. თან, მაინცდამაინც მას უნდა, რომ ამ „აზგურში” დაინახოს „გურ” ელემენტი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ „გურები” იყვნენ ძველი თურქული მოდგმის ტომები. როგორც მას უნდა, ისე რომ იყოს გურ+აზ. მაშინ „აზ” რა არის? – ამაზე არაფერს, თუ ვერაფერს ამბობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის არა გულუბრყვილო ეტიმოლოგია, არამედ გამიზნული, რომელიც ემსახურება გაყალბებას. არადა, მეექვსე საუკუნეში უკვე ეპისკოპოსი ზის აწყურში. მისი მრევლი ქართველია. გარდა ამისა, მეთექვსმეტე საუკუნეში აღწერილი მთელი აწყური და მისი შემოგარენიც ქართველებითაა დასახლებული. ამას თურქები, ოსმალები აღწერენ და გვიტოვებენ დოკუმენტის სახით.
სომხები გადმოასახლეს ყარსის და ერზრუმის ვილაიეთებიდან. ყარსი და ერზრუმი, ზუსტად ჯავახეთის სიმაღლეზეა. რუსებმა კარგად გათვალეს, რომ აკლიმატიზაციის პრობლემა არ დადგებოდა, როდესაც ამ რაიონებიდან სომხებს გადმოასახლებდნენ. ესეც კი არის მაშინ გათვლილი. საინტერესოა ის, რომ მათი გადმოსახლების დროს, არ იცვლება აწყურის სახელი. ამასაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. როდესაც ადამიანს, ოჯახს, ან ჯგუფს ასახლებდნენ ამა თუ იმ სოფელში, საჭირო იყო საორიენტაციო ფუნქციად აეღოთ სოფლის სახელწოდება. საჭირო იყო დოკუმენტურად გაფორმებულიყო, თუ ვის მიეკუთვნებოდა ესა თუ ის ადგილი.  წინააღმდეგ შეთხვევაში, დოკუმენტი ვერ შეიქმნებოდა. ყველაფერი გააკეთა რუსეთის იმპერიამ, რომ ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ამ ტერიოტიებიდან გაესახლებინა. მათი ადგილი დაიკავა ახალმა, სომხურმა მოსახლეობამ.

скачать dle 11.3