კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი „ცეროდენას“ პროდუქციაზე?!

უკვე 10 წელია, რაც „ცეროდენა” ქართულ ბაზარზე არსებობს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროდუქციის მრავალფეროვნებით, ხარისხითა და ფასებით საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას უწევს სათამაშოების სხვა მაღაზიათა ქსელებს.  ვესაუბრებით „ცეროდენას” მაღაზიათა ქსელის პიარ-მენეჯერს, მარიტა ცინცქილაძეს.

– რა სახის სათამაშოებია თქვენს მაღაზიაში, რომელი ასაკიდან რომელ ასაკამდეა განკუთვნილი და როგორია მათი ხარისხი?      
–  „ცეროდენას” მაღაზიათა ქსელში სათამაშოების დიდი არჩევანია.  ჩვენი პროდუქცია გათვლილია ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან – 14 წლის ასაკის ჩათვლით. გვაქვს ჩვილ ბავშვთა საწოლები, ეტლები, ჭოჭიალები, სარწეველა, ჩასაჯდომი ელექტრომანქანები, რობოტები, თოჯინები, ველოსიპედები, სასადილო მაგიდა.  ჩვილებისთვის სენსორული საჩხაკუნო, მუსიკალური, ფერადი და მოძრავი სათამაშოები. აგრეთვე, გვაქვს პროფესიული სათამაშოები: ექიმის ინსტრუმენტები, საინჟინრო-სამშენებლო კონსტრუქტორები, ჭურჭლის ნაკრებები. რაც შეეხება ხარისხს, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ბაზარი უამრავ პროდუქციას გვთავაზობს, შერჩევა საკმაოდ რთულია, ამიტომ მომხმარებელმა არჩევანი უნდა გააკეთოს გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით.
– რისი გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი სათამაშოს შერჩევისას და რა გარანტიები აქვს „ცეროდენას” მომხმარებელს?
– მომხმარებელი უნდა შეეცადოს, სათამაშო შეიძინოს მხოლოდ საბავშვო მაღაზიებში და არა ბაზრობებზე, რადგან მას არ აქვს ხარისხის გარანტი, რასაც ერთი შეხედვით ვერ მიხვდებით. მოერიდონ მკვეთრ, ხასხასა ფერებს – სწორედ ასეთი საღებავები შეიცავს შხამიან ელემენტებს. სათამაშოს შეძენისას უნდა დააკვირდნენ, ხომ არ გადასდის მას ფერი და ხომ არ აქვს მძაფრი სუნი. პროდუქცია, რომელსაც „ცეროდენა”  გთავაზობთ, ეკოლოგიურად უსაფრთხოა, რაც დასტურდება თითოეულ მათგანზე მინიჭებული ხარისხის ნიშნით  ჩვენ ისიც ვიცით, თუ როგორ მზადდება ჩვენ მიერ შეკვეთილი სათამაშოები და ისიც, რომ დაცულია მათი წარმოების წესები. მომხმარებელს შეუძლია, გახსნას თითოეული სათამაშო და გაეცნოს მის ფუნქციებსა და ხარისხს, რათა დარწმუნდეს პროდუქციის ვარგისიანობასა და თავისი არჩევნის სისწორეში.
– კიდევ რით გაუწევს კონკურენციას „ცეროდენა” სხვა  მაღაზიებსა და ბაზრობაზე წარმოდგენილ საბავშვო საქონელს? 
– უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ საქმიანი ადამიანების გადატვირთულ რეჟიმს და, ამიტომ, უამრავი სახის პროდუქცია ერთ სივრცეში გვაქვს მოქცეული. რაც ძალიან კომფორტულია მომხმარებლისთვის. ფასებიც ყველა სეგმენტზეა გათვლილი. ლოგიკურია – რაც უფრო ძვირი ღირს, უფრო ხარისხიანი და კარგია. არ შეიძლება მაღალი ხარისხის სათამაშო 2 ან 3 ლარი ღირდეს. ჩვენ, ასევე, გვყავს მაღალკვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებას და მომხმარებელს სწორი არჩევნის გაკეთებაში ეხმარებიან.
– თუ აპირებთ ქსელის გაფართოებას და რა სამომავლო გეგმები გაქვთ „ცეროდენასთან” დაკავშირებით?
– გვაქვს ოთხი ფილიალი თბილისის ცენტრალურ უბნებში და, ასევე, ბათუმში. მომავალში ვგეგმავთ მაღაზიები გაიხსნას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რადგან, საკმაოდ დიდია მოთხოვნა ჩვენს ბრენდზე. მაღალკვალიფიციურმა კადრებმა და ხარისხიანმა პროდუქციამ განაპირობა ის, რომ ჩვენთან თანამშრომლობენ საბავშვო ბაღები და კერძო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით. აქტიურად ვართ ჩაბმული საქველმოქმედო ღონისძიებებში ფონდ „ქვიშის საათთან” ერთად; ასევე, ვეხმარებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
– რა სახის დამატებით მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
– მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს ჩვენი პროდუქცია ჩვენს „ფეისბუქ” და ვებ-გვერდებზე და მიიღოს ინფორმაცია ახალ და ფასდაკლებულ კოლექციებზე, მოგვწეროს კითხვები (www.cerodena.ge; www.facebook.com/cerodena); ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის გვაქვს შიდაფასდაკლების ბარათები და სათამაშოების ადგილზე მიტანის სერვისი; ყოველ კვირას ვთავაზობთ ფასდაკლებას ათი დასახელების პროდუქციაზე; ასევე, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად აირჩიონ სათამაშო და დაადგინონ მისი ფასი, პარამეტრები და ის, თუ რომელ ქსელში შეუძლიათ ამ პროდუქციის შეძენა. 10.00 საათიდან 21.00 საათამდე „ცეროდენას” კონსულტანტები მათ სატელეფონო ზარებს უპასუხებენ.

скачать dle 11.3