კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის შეიძლება თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ არასამთავრობო ორგანიზაციებს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო, კომერციულ ან არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ არაკომერციული იურიდიული პირების ფორმით, შესაბამისად ისინი წარმოადგენენ და შესაძლებელია იყვნენ დანაშაულის სუბიექტები.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, როგორ და რა შემთხვევებში შეიძლება გადაუვადდეს მსჯავრდებულს სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.
კითხვა:  ომში გამოჩენილი გმირობისთვის მოქალაქე დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით. დაჯილდოებისას, გამოქვეყნების მიზნით, მას სურათი გადაუღო ერთ-ერთმა ფოტოკორესპონდენტმა. მოქალაქემ მოითხოვა, არ გამოქვეყნებულიყო სურათი, რადგან, საბრძოლო მოქმედებების დროს მან ხელი დაკარგა და არ სურდა, ფიზიკური ნაკლი სურათში გამოჩენილიყო. ეს სურათი გამოქვეყნდა ახლახან. რამდენად კანონიერია მოქალაქის მოთხოვნა და შეუძლია თუ არა მას, მოითხოვოს კომპენსაცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც ყველაზე მაღალი იურიდიული ძალის მქონე კანონია, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, სიტყვით „ხელშეუვალი“ ის მიუთითებს, რომ ადამიანის ღირსება და პატივი არის ყველაზე დიდი სიკეთე და რომ არ შეიძლება ადამიანის ღირსება და პატივი გახდეს საშუალება რაიმე სხვა მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ, თუ ფოტოგრაფმა ისე წარმოაჩინა და გადაიღო სურათი, რომ დაჯილდოებული მოქალაქის პატივი და ღირსება შეილახა, მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
კითხვა: ვარ პენსიონერი. ძალიან მიჭირს. მინდა სადმე მუშაობის დაწყება. თუ შევძელი ამის გაკეთება, მომეცემა თუ არა პენსია სრულად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ  პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. შესაბამისად, თუ თქვენ მუშაობას დაიწყებთ საჯარო სამსახურში, შეგიწყდებათ პენსიის მიღება.

скачать dle 11.3