კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: აუცილებელია, ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?
პასუხი: ძაღლების აცრა ერთი თვის ასაკიდან კი არა, დაბადებიდან 45 დღის შემდეგ იწყება. ეს აუცილებელია ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან მაღალ კლასიფიცირებული ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს. ესენია: ენტერიტი, ჰეპატიტი, ძაღლის ჭირი, პარაგრიპი, ლეპტოსპიროზი და ძაღლსაშენების ხველების სინდრომი. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ძაღლი გადარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან, შიდსზე საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ენტერიტი, რომელსაც ენტეროვირუსები იწვევს და გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით, რომელსაც მძაფრი, შემაწუხებელი სუნი აქვს. ძაღლს ეწყება უმადობა, გულიც ცემა აჩქარებული აქვს და თანდათან აპათიური ხდება.
კითხვა: ხშირია შემთხვევა, როცა სახლში კატა და ძაღლი ერთად არიან. ბევრს ჰგონია, ეს დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთად გაზრდილ ცხოველებს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ უყალიბდებათ.
პასუხი: მართალია, შეიძლება, კატა და ძაღლი გარეთ ერთმანეთს ერჩიან და ეს ხშირ შემთხვევაში ასეცაა. მაგრამ, ლეკვებს, რომლებიც სახლში კატებთან ერთად იზრდებიან, შემდგომში კატების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება უყალიბდებათ. მაგალითისთვის, ანალოგიურია ისეთი მწყემსი მეცხვარე ძაღლების დამოკიდებულება, რომლებიც ცხვრებთან ერთად იზრდებიან. მათში ნადირობითი დამოკიდებულება ცხვრების მიმართ ქრება. ასევე არიან სოფლის ძაღლები, რომლებიც არ ახრჩობენ ქათმებს და სხვა ეზოს ბინადრებს, თუ მათთან ერთად იზრდებიან.
კითხვა: 8 წლის მეტისი გვყავს, რომელიც ეზოს პირობებში ცხოვრობს მთელი ეს წლები. ბოლო დროს პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის მხრივ. გვირჩიეს, ოპერაციის გაკეთება. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა?
პასუხი: უკეთესი იქნებოდა, დაგეფიქსირებინათ, თუ რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად, გეტყვით, რომ ასაკის თაობაზე რაც იკითხეთ, არ არის მართალი. ასაკოვან ცხოველებს  ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ოპერაციულ ჩარევას სასიცოცხლო ჩვენება აქვს. თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემთა ობიექტური შეფასების საფუძველზე. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

скачать dle 11.3