კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

როგორ აჯობა შაშხანიდან მიზანში სროლაში სტალინმა ფაშისტური გერმანიის ელჩს

ოცდაათიან წლებში, როდესაც სტალინმა წითელი არმიის მოდერნიზაციის ფორსირებული პროცესი დაიწყო, ჯარში „ვოროშილოვის მსროლელის” სამკერდე ნიშნების დარიგება დაიწყეს. მისი დამსახურება საკმაოდ რთული საქმე იყო და – მხოლოდ იმ ჯარისკაცებს ურიგებდნენ, ვინც ბრწყინვალედ ისროდა თითქმის ყველა სახის მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღიდან.
თავდაცვის მინისტრი ვოროშილოვი იყო. თავადაც ბრწყინვალე მსროლელად ითვლებოდა და ზემოთ აღნიშნული სამკერდე ნიშანი სტალინის პირადი ინიციატივით დაწესდა.
– მე მომახსენეს, რომ შენ რობინ ჰუდივით ზუსტი ხარ, ოღონდ, ტყვიით სროლაში, – უთხრა სტალინმა კაბინეტში შესულ მარშალს, – ამიტომ, გადავწყვიტე, შენი სახელობის სამკერდე ნიშანი მივანიჭო სროლაში გამოჩენილ სამხედროებს. ჯერჯერობით სიტყვიერი მოხსენებით დავკმაყოფილდები, მაგრამ, კლიმ ეფრემოვიჩ, ოდესმე პირადად შეგამოწმებ და, იცოდე, არ ჩაფლავდე! – გააფრთხილა სტალინმა სახელოვანი მარშალი და, სპეციალური ბრძანებით, რომელიც წითელი არმიის დღესასწაულს დაამთხვია, „ვოროშილოვის მსროლელის” სამკერდე ნიშანი დააწესა. ეს საუბარი 1937 წლის 23 თებერვალს შედგა, წითელი არმიის მე-19 წლისთავზე. 1938 წლის 23 თებერვალს მოსკოვში წითელი არმიის დაარსების მე-20 წლისთავს ზეიმობდნენ. დილით სამხედრო აღლუმი გაიმართა წითელ მოედანზე, საღამოს კი საზეიმო კონცერტი იყო დანიშნული  დიდ თეატრში, მაგრამ, სტალინის ბრძანებით, დაგეგმილი ღონისძიება წითელი არმიის ახალაშენებულ უზარმაზარ სასახლეში გადაიტანეს. სამხედრო აღლუმს მოსკოვში აკრედიტებული ყველა სახელმწიფოს ელჩი და სამხედრო ატაშე დაესწრნენ; ისინი საზეიმო კონცერტსა და შემდგომ ბანკეტზეც იყვნენ დაპატიჟებული.
დაგეგმილი ორსაათიანი კონცერტი თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. სტალინი ბრწყინვალე ხასიათზე იყო და მისი თხოვნით არტისტებმა რამდენიმე ნომერი „ბისზე” შეასრულეს. დიდი ბელადის განსაკუთრებული მოწონება საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა დაიმსახურა. სტალინის თხოვნით, მათ სამჯერ იცეკვეს „ხორუმი” და ამდენჯერვე შეასრულეს მისი უსაყვარლესი სიმღერა – „გაფრინდი, შავო მერცხალო.” სამთავრობო ლოჟაში, სტალინის გვერდით, მარცხნივ, მოლოტოვი იჯდა, მარჯვნივ – ფაშისტური გერმანიის ელჩი, გრაფი ფონ შელენბურგი, მის გვერდით კი – მარშალი ვოროშილოვი.
– გრაფ! – მიმართა სტალინმა შელენბურგს, როდესაც სცენაზე „ხორუმის” მწკრივი გამოჩნდა, – ეს ჩემი, მშობლიური ქვეყნის ცეკვაა. კარგად დააკვირდით და საოცარ სიმეტრიებსა და ტემპს ნახავთ. აი, ასეთი შემართებით იბრძოდნენ დავით მეფის მეომრები და ერთხელ მსოფლიოც გადაარჩინეს წარღვნისგან...
სტალინის სიტყვები უმალვე გადაუთარგმნა თარჯიმანმა, თუმცა, შელენბურგმა მშვენივრად იცოდა რუსული, მაგრამ, ერიდებოდა ხოლმე ამ ენაზე ლაპარაკს. მოგვიანებით, ვოროშილოვი, რომელიც კონცერტზე გრაფის გვერდით იჯდა, იხენებდა: „ფაშისტების ელჩი მონუსხულივით მისჩერებოდა ქართველ მოცეკვავეებს, რომლებიც სასწაულებს სჩადიოდნენ სცენაზე. მის თვალებში ერთგვარი შიშის ნაპერწკალიც კი შევამჩნიე.”
როგორც კი ცეკვა დასრულდა, დარბაზს ისეთი მქუხარე ტაში მოსწყდა, რომ ლამის ჭერი ჩამოინგრა.
– ბატონო სტალინ, ვინ იყო ის დავით მეფე, რომლის შესახებაც თქვენ წეღან მითხარით და როგორ გადაარჩინა მან მსოფლიო – ჰკითხა შელენბურგმა.
ამასობაში „ხორუმის” მოცეკვავეები „ბისზე” გამოვიდნენ. მთელი სამთავრობო ლოჟა გარინდული იყო და ცეკვას უყურებდა, სტალინი კი გერმანიის ელჩს დავით აღმაშენებელსა და დიდგორის ბრძოლაზე მოუთხრობდა მოკლედ. ამასობაში მოცეკვავეებმა მესამედ დაიწყეს „ხორუმი.”
– საინტერესო ისტორია გქონიათ. ესე იგი, უკან დასახევი გზა ჩაჭრეს და ათჯერ მათზე მეტი რაოდენობის ლაშქარი გაანადგურეს ქართველებმა? – უფრო შეშფოთებით, ვიდრე ინტერესით იკითხა გრაფმა.
კონცერტი რომ დასრულდა, სტალინი სავარძლიდან წამოდგა და სტუმრები ბანკეტზე მიიწვია:
– წამობრძანდით, ბატონებო! – მიმართა სტალინმა უცხოელ დიპლომატებს, – მსოფლიოში მშვიდობის ბურჯის – წითელი არმიის იუბილე აღვნიშნოთ, – გაღიმებულმა ბელადმა ხელით მიიპატიჟა ყველა.
სტალინი დინჯად მიაბიჯებდა მარმარილოს  იატაკზე და მას უკან ელჩებისა და დიპლომატების მთელი ამალა მიჰყვებოდა.
საბანკეტო დარბაზი პირველ სართულზე მდებარეობდა.
როდესაც ყველანი პირველ სართულზე ჩავიდნენ და საბანკეტო დარბაზისკენ უნდა შეეხვიათ, სტალინი მოულოდნელად შეჩერდა. შეჩერდნენ სხვებიც და დიდ ბელადს მიაჩერდნენ.
– ჩემი აზრით, სადღესასწაულო სუფრა არსად გაიქცევა და, თუკი წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა, პატარა გართობა შემოგთავაზოთ, – ჩაილაპარაკა სტალინმა და სტუმრებს მოავლო თვალი.
ყველამ უხმოდ დაუკრა თავი და სტალინს ინტერესით მიაჩერდნენ.
– რადგან თანახმა ხართ, მე თქვენ ტირში დაგპატიჟებთ, – სტალინმა თვალით ვოროშილოვი მოძებნა და გაიღიმა, – კლიმ ეფრომოვიჩმა მითხრა, რომ ამ შენობაში მშვენიერი, თანამედროვე ტირი ყოფილა... ჰოდა, რადგანაც სამხედროების დღესასწაულს ვზეიმობთ, რატომ არ შეიძლება, ვისროლოთ კიდეც?
სტალინის სიტყვებმა ზოგი განაცვიფრა, ზოგს ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ პროტესტი არავის გამოუთქვამს, ამიტომ, ყველანი ერთად სასახლის სარდაფისკენ დაეშვენ, სადაც ტირი იყო. იქურობა მართლაც უზადოდ იყო მოწყობილი. ტირს სამი საცეცხლე ხაზი ჰქონდა:  30 და 50-მეტრიანი ხაზები პატარა იარაღიდან სროლისთვის იყო განკუთვნილი, 100-მეტრიანი კი – კი შაშხანიდან სროლისთვის.
– ბატონებო! აირჩიეთ საცეცხლე ხაზები და იარაღის სახეობა! – შესთავაზა სტალინმა სტუმრებს, – აბა, ვნახოთ, ვის რა შეგვიძლია!
უცხოელებისგან მხოლოდ შელენბურგმა გამოთქვა სროლის სურვილი, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. საბჭოთა მხრიდან თავად სტალინმა ამოარჩია მსროლელები – მარშალ ვოროშილოვსა და მარშალ შაპოშკინკოვს უბრძანა ცეცხლის ხაზზე დადგომა, ასევე, თავისი დაცვის უფროსს – ვლასიკს. შელენბურგმა „ვალტერი” აირჩია, მარშლებმა და ვლასიკმა კი – „ბრაუნინგები.” თავდაპირველად 30-მეტრიან ხაზზე დადგნენ და შელენბურგმა, ვოროშილოვმა და ვლასიკმა ერთნაირი შედეგები აჩვენეს, შაპოშნიკოვი კი გამოეთიშა შეჯიბრებას. 50-მეტრიან ხაზზე უკვე ვლასიკმა დათმო პოზიციები, თუმცა, ოციდან თვრამეტჯერ ათიანში მოარტყა, ერთხელ – ცხრიანში და ერთხელაც – რვიანში. შელენბურგმა და ვოროშილოვმა კი 19-19 ათიანი და თითო ცხრიანი დააზიანეს. დაინიშნა დამატებითი 5-5 სროლა და შელენბურგმა ყველა ათიანში მოარტყა, ვოროშილოვმა კი – 4 ათიანში და, ერთი – ცხრიანში
– ცუდად არ ისვრი, კლიმ ეფრემოვიჩ, მაგრამ, გერმანელმა გაჯობა! – უჩურჩულა სტალინმა მარშალს და ნაგანი აიღო.
– ბატონო ელჩო, ნება მიბოძეთ, მეც ვცადო ბედი და ჩემი მეგობრების გამო შური ვიძიო, – გაიღიმა მან და 50-მეტრიან ცეცხლის ხაზზე დადგა. იქაურობა სამხედრო ატაშეებით იყო სავსე და ყველას ღიმილი მოჰგვარა სტალინის საქციელმა. საქმე ის იყო, რომ ბრწყინვალედ მოასპარეზე გრაფს უზადო „ვალტერის” პისტოლეტი ეჭირა, სტალინს კი „ნაგანის” რევოლვერი, რომელიც არამცთუ 50 მეტრიდან მიაღწევდა მიზნამდე, არამედ, საეჭვო იყო, რომ მას საერთოდ ამ მანძილზე გაესროლა ტყვია. ეს კარგად იცოდნენ ატაშეებმა და ღიმილიც სწორედ ამით იყო გამოწვეული – მათი აზრით, სტალინი თავიდანვე განწირული იყო.
– ათ-ათჯერ ვისროლოთ. გთხოვთ, გრაფ, თქვენ პირველი ხართ, – მიიწვია სტალინმა შელენბურგი საცეცხლე ხაზთან და თვითონ განზე გადგა.
შელენბურგმა ათი გასროლიდან რვა ათიანში მოარტყა, ერთი ცხრიანში და ერთიც – შვიდიანში.
სტალინმა ორი ცალი „ნაგანი” დატენა და, ჯერ ერთიდან ისროლა ექვსი ტყვია, მერე მეორიდან – შედეგი აბსოლუტურად ერთნაირი იყო. შემდეგ მან შაშხანა აიღო, მასში 5 ტყვია ჩადო, შემდეგ მხოლოდ მარჯვენა ხელით დაუმიზნა 100-მეტრიან ხაზს და ერთმანეთის მიყოლებით ხუთჯერ გაისროლა. შედეგი აქაც ფენომენალური იყო: ხუთივე ტყვია ლურსმნებივით იყო  ჩამჯდარი ერთმანეთში. ყველა გაოგნებული უყურებდა სტალინს, რომელმაც შაშხანა დადო და ვოროშილოვს რაღაც ჩასჩურჩულა ყურში. პირველად გრაფი მოეგო გონს და ტაში დაუკრა, მას სხვებიც აჰყვნენ და სტალინის წარმატება ასე აღნიშნეს.
ამასობაში ვოროშილოვმა ბელადს სამკერდე ნიშანი გადასცა. სტალინი შელენბურგს მიუახლოვდა და „ვოროშილოვის მსროლელის” სამკერდე ნიშანი პიჯაკზე მიამაგრა.
– გრაფ, თქვენ ნამდვილი „ვოროშილოვის მსროლელი” ხართ, ისე ბრწყინვალედ ხმარობთ იარაღს! – უთხრა სტალინმა შულენბურგს
– თქვენ კი, ბატონო სტალინ, ფენომენალური მსროლელი ყოფილხართ, – არ დაიბნა შელენბურგი, – სიტყვები არ მყოფნის, არც კი ვიცი, ვის შეგადაროთ, ალბათ, უფრო „დავითის მსროლელი” ხართ...
მოამზადა

скачать dle 11.3